საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72461

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 16 აპრილს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო მრჩეველი ივანე მინკევიჩი წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 16 აპრილს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით გენერალ-ლეინტენანტი ივანე ანდრონიკაშვილი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვეს.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის ლექსი „ყველა კაცთ შთამოებანი“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის ლექსი „უმორჩილეს ძმას, თ-ს ა. მიქელაძეს“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე სულხანოვის წერილი „გორის უეზდიდგან“ საადგილმამულო ბანკების კაბალურ პოლიტიკაზე, რომელსაც გორის მაზრის გლეხობა გაღატაკების ზღვრამდე მიუყვანია.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 20 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის ლექსი „ამ დროის სიმღერა“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა თომა მაჭავარიანის მოთხრობა „ნინოს“ მესამე, მეოთხე და მეხუთე თავები.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 22 თებერვალს რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით ბარონი ფონ დერ ოსტენ-საკენი ქუთაისის ვიცე-გუბერნატორად დანიშნეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 26 მაისს თბილისის მმართველობის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ტასია დავითის ასულ ყაზაროვას სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 26 მაისს თბილისის მმართველობის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ნატალია ხეჩოს ასულ ისაევას სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 4 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის კორესპონდენცია „გურიიდან“ ნაგომრობის სახალხო დღესასწაულის შესახებ.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 11 სექტემბერს ამიერკავკასიის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აბელ ოჰანეზას ძე ბელუევის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 19 ივნისს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი იყო ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანის“ გამოცემა.

1967

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 11 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო პაპენა კირაკოზოვის ერთსართულიანი სახლი სიღნაღში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 18 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად მამუკა რამაზის ძე ჩერქეზიშვილის მამული სოფელ ჩაილურში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 18 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ივანე დავითის ძე ვაჩნაძის მამული სოფელ კარდანახში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის გუბერნიის პროკურორის თანაშემწე ეღიაზაროვი წმინდა ანნას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იოსებ ქაჩუხა-შვილის კორესპონდენცია ახალციხეში მომრიგებელი სასამართლოს გახსნის თაობაზე.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 6 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი გიორგი წერეთლის წერილისა „ერთი თვალის გადავლება“, რომელშიც მოთხრობილია იმერეთში მოგზაურობის ამბები.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 1-ელ სექტემბერს ამიერკავკასიის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თოროზ აკოფას ძე აკოფოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წლის 17 მაისს თბილისის ოლქის სასამართლოში დაინიშნა ივანე შადუნოვის სარჩელის განხილვა, რომელიც ნატალია არშაკუნისა და მარია დოვლათოვასგან ვალის დაბრუნებას მოითხოვდა.

1968

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 22 მარტს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გაბრიელ და მიხეილ სულხანოვების მამული სოფელ ბოლნისის მიმდებარედ, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო აზნაურ ჩივაძის მიერ სამიჯნაო კომისიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა სოფ. ხიდისთავთან მდებარე სადავო მამულის თაობაზე.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 6 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის მიერ თარგმნილი გოტც მილერის ლექსი „კრიტელი დედა-კაცი მორეაში“.

1968

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 22 მარტს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ზაზა და იოსებ ავალიშვილების მამული სოფელ ბრეთში, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.