საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72396

1953

ტიპი: გარდაცვალება

1953 წლის 4 დეკემბერს ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოსებ ნიკოლოზის ძე წერეთელი გარდაიცვალა.

1954

ტიპი: ღონისძიება

1954 წელს ქრისტინე შარაშიძემ მატედარანში ვეღარ მიაკვლია 1948 წლის მივლინების დროს ნანახ ქართულ ხელნაწერებს.

1954

ტიპი: ორგანიზაცია

1954 წელს გრიგოლ ავალიანის წერილის მიხედვით, მიუნხენში საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დავით ურატაძეს უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მხედართა ორგანიზაციის დაარსებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს.

1954

ტიპი: ღონისძიება

1954 წლის 23 იანვარს ილია კუჭუხიძე ვერ დაესწრო მხედართა საინიციატივო ჯგუფის წევრად არჩევის თაობაზე დანიშნულ სხდომას, რადგან წერილი დაგვიანებით მიიღო. იგი გრიგოლ ავალიანს ბოდიშს უხდის და ახალ მისამართს უგზავნის.

1954

ტიპი: ორგანიზაცია

1954 წელს დავით ურატაძემ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მხედართა ორგანიზაციის დაარსებაში მონაწილეობის მიღებაზე უარს განაცხადა, რადგან საინიციატივო ჯგუფების შემადგენლობა არასრული იყო.

1954

ტიპი: ორგანიზაცია

1954 წელს „ქართველ მხედართა ორგანიზაციის“ პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე ილია კუჭუხიძე მიიჩნევდა, რომ გაწევრიანების თაობაზე უნდა მოლაპარაკებოდა ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიას.

1954

ტიპი: ავტორობა

1954 წლის ანგარიშში ქრისტინე შარაშიძემ აღნიშნა, რომ ილია აბულაძემ ერევანში ქართული ხელნაწერების შესამოწმებლად ძველი ქართული სამედიცინო ლიტერატურის მკვლევარი, ბაადურ რაჭველიშვილი ჩაიყვანა.

1954

ტიპი: თანამდებობა

1954-1960 წლებში სიმონ ჩიქოვანი რედაქტორობდა ჟურნალ „მნათობს“.

1954

ტიპი: ღონისძიება

1954 წელს მარიამ ბარათაშვილი აირჩიეს საკავშირო უმაღლესი საბჭოს IV მოწვევის დეპუტატად.

1954

ტიპი: ნასამართლეობა

1954 წელს დაავადებული გრიგოლ იაშვილი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალური ბანაკიდან გამოვიდა.

1954

ტიპი: ღონისძიება

1954 წელს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ბანაკიდან გამოსული გრიგოლ იაშვილი ძმასთან, სიმონთან, თბილისში ჩამოვიდა.

1954

ტიპი: თანამდებობა

1954 წელს ალექსანდრე კავკასიძე კარლ მარქსის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე იყო სამეცნიერო დარგში.

1954

ტიპი: გარდაცვალება

1954 წელს ჰასან-ბეგ სულეიმანის ძე თავდგირიძე ნიგოითის ბრძოლაში დაიღუპა.

1954

ტიპი: ავტორობა

1954 წელს გამოქვეყნდა დიმიტრი ბენაშვილის ნარკვევი „გალაკტიონ ტაბიძე“.

1954

ტიპი: ავტორობა

1954 წელს გამოქვეყნდა დიმიტრი ბენაშვილის ნარკვევი „სახისა და ხასიათის პრობლემები „ვეფხისტყაოსანში““.

1954

ტიპი: გარდაცვალება

1954 წელს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი ამბროსი გაბრიელის ძე ფოფხაძე გარდაიცვალა.

1954

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1954 წლის 1-ლ აგვისტოს შალვა მაღლაკელიძე აღმოსავლეთ გერმანიაში ძალდატანებით გადაიყვანეს, ოჯახთან ერთად ჯერ მოსკოვში ჩაიყვანეს, შემდეგ გადმოიყვანეს თბილისში. ის სიცოცხლის ბოლომდე საბჭოთა ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

1954

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1954 წლის ჩანაწერის მიხედვით, მისი ნაშრომი „საქართველოს ისტორიის მასალები“ შეიცავდა 278 გვერდს და დართული ჰქონდა ათაბაგების გენეალოგიური ტაბულა: 1416-1537 წწ.

1954

ტიპი: გარდაცვალება

1954 წლის 25 დეკემბერს ბა­რე­უ­ლის მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი ნესტორ იოსების ძე გვენცაძე გარდაიცვალა.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წლის სამუშაო გეგმაში ქრისტინე შარაშიძეს გათვალისწინებული ჰქონდა მივლინება მოსკოვსა და ლენინგრადში, იქ დაცული ქართული მასალების გასაცნობად.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წელს ქრისტინე შარაშიძეს, სამუშაო გეგმის მიხედვით, დავით გურამიშვილის დაბადების 250-ე წლისთავის საიუბილეო გამოფენა უნდა გაემართა.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წელს ქრისტინე შარაშიძეს დაევალა, თვალყური ედევნებინა დავით გურამიშვილის დაბადებიდან 250 წლის იუბილესთან დაკავშირებული წიგნის – „პირველი სტამბა საქართველოში 1709-1722“ ბეჭდვისთვის.