რეგისტრირებული ფაქტები72469
სორტირება თარიღი მზარდობით
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წელს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ 13 ან 14 ნოემბერს მიუნხენში ნოე ცინცაძეს შეხვდებოდა.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წლის 21 ნოემბერს შალვა მღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი თარგმანი სხირტლაძეს გადასცა და დაჰპირდა, რომ ჰონორარს შეუნახავდა.
1952
ტიპი: ღონისძიება
1952 წლის დეკემბერში მიუნხენში მყოფმა ნოე ცინცაძემ შალვა მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ ვილიამსსა და ალექსიძეს შორის შეთანხმება შედგა. „ამერიკული კომიტეტის“ რადიო გადაცემების დირექტორად ნიკოლაევსკი დაინიშნა, მოადგილეებად კი — არსენიძე და ვინმე რუსი. ნოე ცინცაძე ცდილობდა, მდივნის თანამდებობაზე გაიოზ მაღლაკელიძე დაენიშნა.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წლის 7 დეკემბერს ნოე ცინცაძე პარიზიდან მიუნხენში ჩავიდა და ვიზის საკითხი შალვა მაღლაკელიძესთან ერთად მოაგვარა.
1953
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 1953 წლის საგამომცემლო-მოსამზადებელი გეგმით, მუზეუმის შრომების რედაქტორებად დაინიშნენ ქრისტინე შარაშიძე და ილია აბულაძე.
1953
ტიპი: ორგანიზაცია
1953 წელს მარიამ ბარათაშვილი აირჩიეს თბილისის კალინინის სახელობის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოში.
1953
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1953 წელს კომპოზიტორმა აკაკი კირილეს ძე ანდრიაშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1953
ტიპი: ღონისძიება
1953 წელს ჰასან-ბეგ სულეიმანის ძე თავდგირიძე ყირიმის ომში თურქეთის მხარეს იბრძოდა.
1953
ტიპი: ავტორობა
1953 წლის 29 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა ოქმი N-8, რომელიც ეხებოდა ქრისტინე შარაშიძის მიერ მომზადებული „საქართველოს ისტორიის საბუთების XII-XVIII სს“ დამტკიცებასა და გაგზავნას საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის რედგამსაბჭოში.
1953
ტიპი: ავტორობა
1953 წლის 13 ნოემბერს საგამომცემლო სამმართველოს უფროსმა, დ. კომახიძემ ქრისტინე შარაშიძეს აცნობა, რომ საქართველოს სსრ კულტურის მინისტრის სახელზე დაწერილი განცხადების პასუხად ნაშრომი „ვახტანგ მე-6-ეს სტამბის 240 წელი“ შეიტანეს გამომცემლობა „ტექნიკა და შრომის“ 1954 წლის თემატურ გეგმაში.
1953
ტიპი: გარდაცვალება
1953 წლის 29 ნოემბერს ცხმორის მთავარანგელოზ გაბრიელის ეკლესიის მღვდელი ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე გარდაიცვალა.
1953
ტიპი: გარდაცვალება
1953 წლის 4 დეკემბერს ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოსებ ნიკოლოზის ძე წერეთელი გარდაიცვალა.
1954
ტიპი: ღონისძიება
1954 წელს ქრისტინე შარაშიძემ მატედარანში ვეღარ მიაკვლია 1948 წლის მივლინების დროს ნანახ ქართულ ხელნაწერებს.