საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72469

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 12 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის ღია წერილი რედაქტორისადმი, რომელშიც ავტორი წუხილს გამოთქვამს გაზეთის გამომწერთა სიმცირის გამო.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 9 ივნისს, მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით, საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად გიორგი მელქისედეკის ძე ჭავჭავაძის მამული თელავის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1867 წლის 9 მარტს ყარაიაზში სარწყავი არხის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო გრაფმა ვლადიმერ ლევაშოვმა.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 28 მარტს ქუთაისის მაზრის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აზნაურ ანტონ პავლეს ძე ჩერექაშვილის ერთსართულიანი სახლი და მამული ქუთაისის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 27 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად გიორგი სოლომონის ძე ხიმშიაშვილის ვენახი სოფელ ბულაჩაურში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 13 თებერვალს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აზნაურ როსაფის ძე გოგოლაშვილის მამული ქუთაისის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 1-ელ მაისს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო იაკობ დავითის ძე ტატიშვილის სახლში თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 29 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ კახელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა რომან ძამსაშვილ-ცამციევის კორესპონდენცია სასოფლო სასწავლებლების ნაკლებობაზე თელავის მაზრაში.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 29 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის „კორრესპონდენცია ზუგდიდიდამ“ სამეგრელოსა და იმერეთის ბანკების გაერთიანების აუცილებლობაზე.

1866

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 19 იანვარს თელავის მაზრის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გიორგი და ივანე ბეჟანიშვილების ვენახი და სახნავ-სათესი მამული სიღნაღში, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1869

ტიპი: ნასამართლეობა

1869 წლის 12 მარტს ქუთაისში გაიმართა შორაპნელი ეფროსინე თუთბერიძისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულების – ივანე და იაკინთე თუთბერიძეებისა და მღვდელ დავით კიკვაძის – სასამართლო პროცესი. მათ 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წლის 10 თებერვალს თბილისის მაზრის სოფელ ქოთიშში ხანძარმა გაანადგურა თავად ზაალ ბარათაშვილის კუთვნილი სამსართულიანი წისქვილი, რომელიც მეპატრონეს წელიწადში 600 თუმან სარგებელს აძლევდა. ხანძრით გამოწვეულმა ზარალმა 1200 თუმანი შეადგინა.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 5 თებერვალს თბილისის გუბერნიის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ივანე დიმიტრის ძე ონანო-ვაჩნაძის მამული თელავის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1967

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 11 სექტემბერს სიღნაღის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ნინია სიმონიშვილის ვენახი სოფელ ვეჯინში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 1-ელ მარტს შტატს გარეთ მყოფი კოლეგიის მრჩეველი ტარსაიძე ამიერკავკასიის მეფისნაცვლის უმთავრესი სამმართველოს VIII კლასის საქმის მწარმოებლად დანიშნეს.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 22 ივნისს თბილისში სტუმრად მყოფი დიდი თავადი ალექსეი ალექსანდრეს ძე რომანოვი და კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი დედაქალაქიდან ბორჯომში გაემგზავრნენ.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი ვახტანგ გურამიშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 23 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ ივანე მესხის კორესპონდენციაში „ქუთაისიდგან“ საუბარია იმერეთის ცაზე შენიშნული ჩრდილოეთის ციალის შესახებ, რომლის სიწითლე ადგილობრივთა ერთ ნაწილს ტყეში გაჩენილ ხანძრად მიუჩნევია, მეორეს კი – წარღვნის მომასწავებელ ზეციურ ნიშნად.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 7 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ბეთანიშვილის წერილი „ბიბლიოგრაფია“ დაწყებითი განათლების საკითხებსა და ისეთ ახალ გამოცემებზე, როგორებიც იყო: პეტრე უმიკაშვილის „ქართული ანბანი“, იაკობ გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ და გიორგი ერისთავის „თხზულებების“ პირველი ნაწილი.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 25 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ფუტკრის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის ღია წერილი „მნათობის“ რედაქტორისადმი, რომლითაც ავტორი პასუხობდა გიორგი წყალტუბელის მიერ „მნათობში“ გამოქვეყნებულ წერილს „ორიოდე სიტყვა „დროების" ეხლანდელ რედაქციაზე“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს წიგნებით დაეხმარნენ ოლღა გურამის ასული ამაშუკელი, იონა გრიგოლის ძე ბელიაშვილი და ეკატერინე ზაქარიას ასული წერეთელი-ოთხმეზურისა.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 11 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორის, ვლადიმერ ჟელეხოვსკის სარჩელი მესაათე მეკენშტოკის წინააღმდეგ, რომელსაც მოსარჩელე ქურდობაში სდებდა ბრალს.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 15 აგვისტოს ფოთში გამართულ რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებული სადილზე გრაფმა ვლადიმერ ლევაშოვმა განაცხადა, რომ მომავალი წლის მაისისთვის ფოთი-ქუთაისის პირდაპირი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დასრულდებოდა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 26 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის წერილი „სამოსამართლო ქრონიკა“ გორის მაზრის სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ წყალტუბელის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ გიორგი იოსელიანის კორესპონდენციაში „წერილი რუსეთიდგან“ საუბარი იყო რუსეთში მიმდინარე სასულიერო წოდებათა რეფორმირების პროცესზე.