საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72420

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 22 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რკინიგზის ხაზთან, შტაბისკენ მიმავალ პირველი რაიონის გვარდიელ მელქისედეკ ბურჭულაძეს უკნიდან ესროლა ვიღაც შავკანიანმა. დაღუპულს ტყვია კეფაში ჰქონდა მოხვედრილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს თბილისში ალექსანდრე ხატისოვისა და გენერალ ჯორჯ კიორის შეხვედრა შედგა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, იმის გამო, რომ ხშირი იყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისადმი გულგრილი დამოკიდებულება, გადასახადთა და სახელმწიფო ხაზინის სამმართველოს უფროსმა ვირსალაძემ ხაზინაში მოხელეების მორიგეობის გამკაცრების შესახებ ბრძანება გამოსცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნისში თბილისის მექანიკურ სატრანსპორტო-სააქციონერო ქარხანაში გამართულ მუშათა კრებაზე განიხილეს ანტონ დენიკინის მხრიდან არსებული საფრთხე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ვ. მაჩაბლის დაობლებული ოჯახის დასახმარებლად მთავრობამ 20000 მანეთი გამოყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის ივნისში ნიკოლოზ ავნატამიშვილი თბილისის ოლქის სასამართლოს მდივნის თანაშემწის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პ. კიზირია თბილისის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნისის შუა რიცხვებში თბილისში ხელოვნების მსახურთა დღე გაიმართა. ქალაქში მსახიობები ორკესტრის თანხლებით ავტომობილებით, ეტლებითა და ურმებით დადიოდნენ. ნაშუადღევს მთელმა კორტეჟმა მთავრობის სასახლის წინ მოიყარა თავი და ეროვნული ჰიმნით მიესალმა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 15 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მექი კედიამ დაატუსაღა საქართველოს სამხედრო სამინისტროს სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების თანამშრომელი პავლე ნიკიტინი, რომელსაც განზრახული ჰქონდ, საქართველოდან ჩრდილოეთ კავკასიაში გაეტანა მისთვის ჩაბარებული მთელი ტოპოგრაფიული კომპლექტი. 

ტიპი: ღონისძიება

სახელმწიფო თეატრში საქველმოქმედო მიზნით გაიმართა მოხსენებათა დილა. მოხსენებები ეხებოდა დენიკინის განზრახვას ამიერკავკასიის რესპუბლიკების წინააღმდეგ გამოლაშქრების შესახებ. მოხსენებით გამოვიდნენ როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის მხრიდანაც. თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრი გეგეჭკორი ხალხს უმტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. ასევე აღინიშნა დენიკინის წარმომადგენლის, ინგლისელი გენერლის არაობიექტური დამოკიდებულება.

1933

ტიპი: ნასამართლეობა

1933 წლის 4 იანვრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, სოფელ ზერტში აქტიური შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კულაკებს: ვანო და არტემ ტურუნაშვილებს, გეურქა, ზაქარია და გიორგი ცარელაშვილებს, ილიკო და სოფრომ მიზანაშვილებს, არტემ ბესარაშვილსა და სიმონ ტურაშვილს გადამალული ჰქონდათ ხილ-ბოსტნეულის დიდი მარაგი.

1933

ტიპი: ნასამართლეობა

1933 წლის 29 დეკემბერს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) გორის რაიონის საკონტროლო კომისიამ განიხილა ჯვრისხევის პარტუჯრედის წევრების – ალექსანდრე აკოფაშვილისა და ბაგრატ ხუტიაშვილის საქმე, რომელებიც აშკარად მფარველობდნენ კულაკებს. მათი საქმე გადაეცა პროკურატურას და დაიგეგმა საჯარო საჩვენებელი გასამართლება.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933 წელს ყარაიას რაიონის სოფელ ჯანდარის უჯრედის საერთო კრებაზე ლენინის სახალხო კოლმეურნეობის თავმჯდომარის დურსუნ-ოღლის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღეს.

1919

ტიპი: გარდაცვალება

სოფ. აცანაში გარდაიცვალა აფთონ ჩხაიძე, ფერშალთა უუფლებო მდგომარეობის თავგამოდებული დამცველი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნისში ვანათის მოსახლეობამ ჩაატარა ყრილობა, რომელზეც განაცხადეს, რომ, მთავრობის მოწოდების შემთხვევაში, მზად იყვნენ, ყველა სამხედრო ვალდებულ ახალგაზრდას მოეხადა ვალი და გზების შესაკეთებლად მოხალისეები გამოეყვანათ. ისინი ნდობას უცხადებდნენ ქართული ლეგიონის პოლკოვნიკ ლეო კერესელიძეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ლეო კერესელიძე ქართული ლეგიონის პოლკოვნიკი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს მხატვარი მოსე თოიძე შეხვდა და დაგეგმილი გამოფენებისთვის სურათებისა და ქანდაკებების გადასაზიდად ვაგონი სთხოვა. გამოფენები დაგეგმილი იყო ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, ბორჯომში, თელავსა და გორში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნისში ვილობი სმითი თბილისიდან ამერიკაში გაემგზავრა. გამგზავრებამდე კონსულს საქართველოს მთავრობის წევრებთან მოლაპარაკებები ჰქონდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ვილობი სმითი ამერიკის კონსული იყო თბილისში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ივლისს გზის მთავარ სახელოსნოებში ფქვილნახშირის გამოცდას დაესწრნენ რკინიგზის მოძრაობის გამგე ალექსანდრე ეფრემის ძე ოდიშელიძე, მთავარი სახელოსნოების უფროსი სარაჯიშვილი, ინგლისის წარმომადგენელი მაიორი ბრეტი და სხვ. გამოცდამ დამსწრეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გზათა მინისტრ ნოე ხომერიკის განკარგულებით კახეთის რკინიგზის მმართველის თანამდებობაზე ინჟინერი იოსებ მამაცაშვილი დაინიშნა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 11 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის უფროსმა კედიამ ყალბი ბონების გასაღებისათვის დააპატიმრა მიხეილ მელიქი, ალი ვაირაგოვი, მუსა კალანდაროვი და აპოლონ ჯაფარიძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სიონის ტაძარში წირვის დროს პირველად შესრულდა დიმიტრი არაყიშვილის ახალი მუსიკა. მრევლის აზრი ორად გაიყო: ახლის მოტრფიალენი და ძველი გალობის მომხრენი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის ივნისში მცხეთის ჯვრის მონასტერთან ახლოს მილიციამ მოკლა ფირან ზანდუკელი, რომელსაც დიდი ხანი ეძებდნენ. ასევე დაიჭირეს ბერი, რომელმაც მისი ადგილსამყოფელი დამალა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის ივნისში ფირან ზანდუკელს ბრალად ედებოდა პირველ კომისარიატში მილიციელისა და გვარდიელის მკვლელობა, ასევე არამიანცის გატაცებაში მონაწილეობა და სხვა.