რეგისტრირებული ფაქტები19740
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის თებერვალში გაზეთ „აზერბაიჯანში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ ბაქოს გენერალ-გუბერნატორ მურად გირა ტლეხასთან. მისი განცხადებით, სამი დღეში კასპიის ზღვით ბაქოში ლტოლვილებით დატვირთული 7 გემი ჩამოვიდა ენზელიდან, კრასნოვიდსკიდან და პეტროვსკიდან, რომელთაც 500-ზე მეტი მგზავრი ჩამოიყვანეს, უმეტესობა შეუშვეს ქვეყანაში, მაგრამ არა ბაქოში. ყველანი სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრებოდნენ, პოლონეთის მოქალაქეები – თბილისში, სპარსეთისა – სპარსეთში, სომხეთისა – სომხეთში, რუსეთის მოქალაქეები და მთიელნი – პეტროვსკში, ხოლო აზერბაიჯანის მოქალაქეებს გაგზავნიდნენ იქ, სადაც ჩაწერილები იყვნენ, რათა ეპიდემია არ გავრცელებულიყო.
1893
ტიპი: ავტორობა
1893 წელს ალექსანდრე ხახანაშვილმა „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოაქვეყნა წერილი „რუსულქართული პარალელები პოეზიაში“, რომელშიც შემოთავაზებული იყო ილია ჭავჭავაძის „განდეგილისა“ და შილერის „ორლეანელი ქალწულის“, როგორც ორი რომანტიკული სიუჟეტის პარალელური ანალიზი ერთი ნიშნით – აუსრულებელი აღთქმა და ღვთიური მადლის დაკარგვა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოციალისტ-რევოლუციონთა პარტიის წევრმა ლეო შენგელაიამ აღნიშნა, რომ სოციალისტ-დემოკრატებმა სხვა ფრაქციები მოატყუეს საპროპაგანდო კომისიის დაარსებით, რომლის დანიშნულება იყო, დამფუძნებელი კრების ყოველ წევრს, განურჩევლად ფრაქციისა, მოეწონებინა და დაედასტურებინა კრების მიერ მიღებული კანონი, თუკი კომისია გაუგზავნიდა. შენგელიას აზრით, ეს იყო მენშევიკების მიერ მცირე ფრაქციების დამორჩილებისა და თავის პროპაგანდისტებად გადაქცევის მცდელობა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტის წევრმა სპირიდონ კედიამ განაცხადა, რომ ის საპროპაგანდო კომისიის წევრი იყო და კომისია სრულად თანხმდებოდა ორ მუხლზე: დამოუკიდებლობის დაცვა და დემოკრატიული რეჟიმის განმტკიცება, მაგრამ შეთანხმებას ვერ აღწევდა მე-3 მუხლის შესახებ, დამფუძნებელი კრების წევრი როგორ უნდა მოქცეულიყო პროვინციებში ხალხთან. კედია მოითხოვდა ამ მუხლის კომისიისთვის განსახილველად დაბრუნებას, რათა, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, დამფუძნებელი კრებისთვის შემდეგ სხდომაზე წარედგინათ.

