საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 12 იანვრის დადგენილების მიხედვით, პასუხისმგებელმა მორიგემ ДЧКК ხიტაროვმა განიხილა 1917 წლის რევიზორ კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ჩემიას პროტოკოლი, საიდანაც ირკვევა, რომ ჩახავა 1918 წელს იყო მენშევიკების მთავრობაში და როგორც  განსაკუთრებული საგვარდიო ნაწილის უფროსი, მონაწილეობდა ბოლშევიკების გამოსვლების ჩახშობაში. ის იყო საომარი საველე სასამართლოს თავმჯდომარეც, რომელიც ხვრეტდა ტყვედ აყვანილ ბოლშევიკებს ყაზბეგის რაიონში 1918 წელს.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის აჯანყების მონაწილე ივლიანე ჩახავას მეუღლემ საქართველოს სამხედრო პროკურორს მისწერა, რომ შრომის ბირჟის საშუალებით ჩახავა მოეწყო სახალხო სასურსათო კომისარიატში, საიდანაც მოსკოვში გაგზავნეს მატარებლის მცველად, მოსკოვიდან კი ავადმყოფობის გამო დაბრუნდა.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის ოქტომბერში დაკავებული ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავა საქართველოს ჩეკაში შევსებულ პირად ანკეტას ხელს აწერს 1924 წლის 12 დეკემბერს.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს დაკავებულ ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილს ჰყავდა მეუღლე, ოლღა გიორგის ასული სულიაშვილი – 27 წლის, დიასახლისი; შვილი, სოკრატე ანდრიას ძე – 1 წლის და 4 თვის.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

19 მაისს საქჩეკას N1 განყოფილების რწმუნებულის თანაშემწე მელიქაძემ განიხილა სულიაშილის საქმე და დაასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული კატეგორიულად უარყოფდა ს/დ პარტიასთან კავშირს და თავს უპარტიოდ წარმოადგენდა, აგენტურის ცნობებით დასტურდებოდა, რომ იგი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის სამაზრო არალეგალური კომიტეტის თავმჯდომარე. გამომძიბელი მოითხოვდა მისი 3 წლის იზოლაციის წესით დაპატიმრებას, წინასწარი დაკავების ვადის ჩაუთვლელად და ამნისტიის უფლების გარეშე. სულიაშვილი მოათავსეს მეტეხის N2 გამსახლში.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 21 აპრილს ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილმა დაკითხვაზე პარტიულობა კატეგორიულად უარყო. ძიებისთვის საინტერესო იყო მისი ნაცნობობა 1924 წლის აჯანყების მონაწილეებთან, ესენი იყვნენ: დათა ქავთარაძე, პართენ ხურციძე, ალექსანდრე კინწურაშვილი, ვანო ქაიხოსროშვილი, ვალერიან ბილანიშვილი, ნიკა კვერნაძე, ნესტორ იმნაიშვილი და სოსო წულუკიძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლიდან დაპატიმრების დღემდე ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი მუშაობდა გაზეთში „მუშა“ და ამიერკავკასიის ფინანსთა სახალხო კომისარიატის რწმუნებული იყო მე-2 საგადასახადო განყოფილებაში.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 21 აპრილს ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი თბილისში, საკუთარ სახლში, გოგოლის ქუჩა N48-ში, საქართველოს ჩეკას N6776 ორდერით დააპატიმრეს.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს დაპატიმრებული ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი სასულიერო ფენას ეკუთვნოდა.

1914

ტიპი: განათლება

1914-1917 წლებში ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1924

ტიპი: განათლება

გრიგოლ ვასილის ძე ქუთელიამ საშუალო განათლება ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გრიგოლ ვასილის ძე ქუთელია დაიბადა 1886 წლის მაისში ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში .

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს დაკავებული გრიგოლ ვასილის ძე ქუთელიას საქმის მიხედვით, მას ჰყავდა მეუღლე ნინა ალექსანდრეს ასული – 28 წლის, დიასახლისი, მცხოვრები ანაკლიაში; შვილი ბორის გრიგოლის ძე ქუთელია – 7 წლის; შვილობილი მარია აგაქიანი – 14 წლის.

1917

ტიპი: თანამდებობა

გრიგოლ ქუთელია 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე როტმისტრის ჩინით მსახურობდა კავალერიის პირველ სასაზღვრო პოლკში, თურქეთის ფრონტზე. დამოუკიდებლობის პერიოდში მსახურობდა თბილისში, პოდპოლკოვნიკის ჩინით. გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა სამხედრო კომისარიატში „ჩონის“ ნაწილში. ის იყო უპარტიო.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს დაპატიმრებულ ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძეს დასრულებული ჰქონდა საშუალო სასწავლო დაწესებულება, შემდეგ კი აგრონომიული სასწავლებელი.

1924

ტიპი: სტატუსი

ჩეკას 1924 წლის ცნობით, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე იყო გლეხი, სოციალური სტატუსით – პროლეტარი.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის მაისში ამბროსი გაჩეჩილაძეს მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ის გადაიყვანეს მე-2 გამოსასწორებელ დაწესებულებაში.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 9 ივნისს ამბროსი გაჩეჩილაძის მეუღლემ, ელენემ, საქართველოს განსაკუთრებული კომისიის თავმჯდომარეს ქმრისთვის, რომელიც ავად იყო და მეტეხის ციხეში იტანჯებოდა, სამედიცინო დახმარება სთხოვა. წერილს ახლდა ექიმის ცნობა, რომ გაჩეჩილაძე ნამდვილად ავად იყო.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს დაკავებულ ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძეს ჰყავდა მამა, ნიკოლოზ ანდრიას ძე – 60 წლის, სოფლის მეურნე, მცხოვრები სოფელ გუნდაეთში (ჭიათურა); დედა, ქეთევან გველესიანი – 55 წლის, დიასახლისი; მეუღლე, ელენე – 23 წლის, დიასახლისი; დები: ვალენტინა – 35 წლის; თეოდისია – 21 წლის; ძმები: ირაკლი – 32 წლის, მოლარე; ტოსიფე – საფოსტო განყოფილების უფროსი; სერგო – მოსწავლე.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 30 აპრილს ილარიონ რუხაძის არალეგალური ორგანიზაციის საქმეზე დაკავებული 20 პირიდან 15 გაათავისუფლეს. მათ დატოვეს მენშევიკური პარტიის რიგები.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლიდან ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე მენშევიკური პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 31 მარტს საიდუმლო განყოფილების უფროსს, მოროზს დაკავებულებმა: ბაკურაძემ, ხატიაშვილმა, ზაუტაშვილმა, გაჩეჩილაძემ და გაგნიძემ მიმართეს განცხადებით, რომელშიც გამოთქვამდნენ სურვილს, გადასულიყვნენ საბჭოთა ხელისუფლების პლატფორმაზე და ითხოვდნენ მოლაპარაკებას სეით დევდარიანთან. საქმეში არ ჩანს, რით დამთავრდა ეს წამოწყება.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, არალეგალმა ილარიონ მიხეილის ძე რუხაძემ თელავში მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაცია დააარსა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 8 მარტს, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, 16 კაცი, მათ შორის ამბროსი გაჩეჩილაძე, თელავის გამოსასწორებელ სახლში გადაიყვანეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 3 მარტს, დაპატიმრებიდან მეორე დღეს, ამბროსი გაჩეჩილაძე დაკითხეს. მის ჩვენებაში საუბარია ილარიონ რუხაძესთან შეხვედრის დეტალებზე.