რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: მფლობელობა
1914 წლის 29 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის თავადაზნაურობამ დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ნაანდერძევი წყნეთის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი 10 წლით შეიძინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 39-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ელიავა, დავით კარიჭაშვილი, ივანე გომართელი, ივანე რატიშვილი და სხვა წევრები.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვარლამ ცაგურიას, ნესტორ დიდებულიძისა და სხვათა თხოვნა ხალხში გასავრცელებლად წიგნების მიცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათ 16 მანეთის ღირებულების წიგნები და რვეულები იმ პირობით გადაეცემოდათ, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით არ იმუშავებდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით 3573.06 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11660.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ საგანგებო შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხიდან 7460.65 მანეთი ისესხა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 17-დან 24 დეკემბრამდე საზოგადოებას 22564.82 მანეთი ჰქონდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციამ სოფ. მახოს სკოლის მასწავლებელ აპოლონ ფანცულაიას მაჰმადიანი ქართველებისთვის 80 „დედა ენა“ გაუგზავნა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს კონსტანტინე აფხაზი თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი ატენის სკოლის მზრუნველი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 39-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა. მისი მოადგილე პეტრე მირიანაშვილი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს კავკავის განყოფილების 1911 წლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ ჩაიბარა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა, წარადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 26 აპრილამდე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ თედო რაზიკაშვილს დახმარება – 70 მან. გადასცა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სპირიდონ ბრეგვაძე მასწავლებლად მუშაობდა შორაპნის მაზრის სოფელ ჩხირაულში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ყვარლის განყოფილების 1911 წლის ანგარიში. გამგეობამ ანგარიში ჩაიბარა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს მოხსენება ბორჯომის განყოფილების არჩევნების შესახებ. გამგეობამ მოხსენება დაამტკიცა.

