რეგისტრირებული ფაქტები85205
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ფილიპე გოგიჩაიშვილის წინადადება „ქართლის ცხოვრების“ მარიამ დედოფლისეული ვარიანტის გამოცემასთან დაკავშირებით. გამგეობამ გადაწყვიტა, გამოეცათ „ქართლის ცხოვრება“ და ამის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილისთვის ეცნობებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მიმართა, რომ გამოფენაზე გაეტანათ ყველა ის ქართულენოვანი გამოცემა, რომლებიც 1901 წელს აღარ იბეჭდებოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 იანვარს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თბილისის პირველი და მეორე სამკითხველოების ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა. პირველი სამკითხველოდან გაცემული იყო 33. 87 მანეთი, მეორედან კი – 37. 39 მანეთი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს სიმონ ესაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წიგნის „Историческая записка об управлении Кавказом“ ეგზემპლარები გადასცა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ე. დალიენკოს თხოვნა, საზოგადოებას თავისი გამოცემები გადაეცა ავჭალის სახალხო ბიბლიოთეკისთვის.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება კანცელარიისა და წიგნის მაღაზიისთვის ბინის გამოცვლის შესახებ. ამ საკითხზე ზრუნვა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს დაევალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ნიკოლოზ ცხვედაძეს 1900 წლის ანგარიშის შემოწმება და დაბეჭდვა დაევალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ლ მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოახსენა, რომ ერასტი გორდელაძე თავს ვალდებულად არ თვლიდა, სამრევლო სკოლების საბჭოსთვის 11 მანეთი გადაეხადა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „სიტყვაკაზმული მწერლობის კრებულების“ გამოცემის საკითხი. დაწვრილებითი პროგრამის შემუშავება ფილიპე გოგიჩაიშვილს დაავალეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 12 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება ილია ჭავჭავაძის საფლავისთვის კარის გაკეთების შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 12 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძეს, სამსონ ფირცხალავას, ალექსანდრე სარაჯიშვილსა და სიმონ კლდიაშვილს ილია ჭავჭავაძის საფლავისთვის რკინის მესრის გაკეთებაზე ზრუნვა დაევალათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, ნაძალადევის ბიბლიოთეკისთვის უსასყიდლოდ გადაეცათ მათ მიერ დაბეჭდილი ყველა წიგნის თითო ან ორი ეგზემპლარი.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ს. მალაქაშვილი იყო წინარეხის სკოლის კომიტეტის წევრი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსი ობგაიძისა და ურჯუკა ფოცხვერაშვილის თხოვნა წიგნების გადაცემასთან დაკავშირებით.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე უნდა განეხილათ სამსონ ფირცხალავას მოხსენება საზოგადოების წესდების შეცვლისა და ბინის გამოცვლის შესახებ. წესდების განხილვა გადაიდო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილს დაევალა საზოგადოების წლიური კრების გაგრძელებაზე ზრუნვა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრ ივანე რატიშვილის მოხსენება წინარეხის სკოლის 1898 წლის 7 ივნისის ანგარიშის შესახებ. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.