რეგისტრირებული ფაქტები81176
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 ივნისის დამფუძნ. კრების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვ.თაყაიშვილი, ო. სოლოღაშვილის მოხსენებით მიიღეს საბოლოო ტექსტი კანონისა დაზარალებულ მეომართა და მათი ოჯახების დახმარების შესახებ და დეკრეტისა _ თბილისის ქალაქის თვითმართველობისთვის 10 მილ. მანეთის სესხად მიცემის შესახებ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი ივლისის „ერთობის“ ცნობით, ბეითალი სიმონ ტარიელის ძე ქარსელაძე მსახურობდა ეკატერინოსლავის გუბერნიის დ. პეტრიკოვკაში. ერთი წელი მის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლ ივნისს ქართული სამუსიკო საზოგადოების წლიურ კრებაზე განიხილავდნენ დიმიტრი არაყიშვილის მოხსენებას აკადემიის შესახებ, ასევე ილია აბაშიძის მოხსენებას – ქართული სამუსიკო საზოგადოების კომპეტენციის გაფართოების შესახებ და სხვ.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წლის 31 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ დაარსდა სახელოვნო ცენტრი, რომელშიც გაერთიანდნენ მწერლობის, მუსიკის, მხატვრობისა და მსახიობთა კავშირის წარმომადგენლები. თავმჯდომარედ აირჩიეს კოტე მაყაშვილი, მდივნად – შალვა დადიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 მაისის გაზეთ „ერთობის" ცნობით, ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობის დავალებით კონსტანტინე (კოტე) გორგის ძე ფოცხვერაშვილმა შეადგინა მომღერალთა გუნდი.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობას უხდიან პანამის რესპუბლიკის მინისტრს და მის მეუღლეს მენდეს პერეირას 3 ნოემბერს პანამის ეროვნულ დღესასწაულზე მიწვევისთვის. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს, რომ ეწვევა, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 10 ოქტომბერს აკაკი ჩხენკელი უგზავნის წერილს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის გენერალურ სამდივნოს. იგი მადლობას უხდის საფრანგეთის პრეზიდენტს სადილზე მიპატიჟებისთვის, რომელსაც სიამოვნებით ეწვევა 20 ოქტომბერს და აღნიშნავს, რომ წეულებას ვერ დაესწრება მისი მეუღლე.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 1-ლ ივლისს აკაკი ჩხენკელი ულოცავს კოლუმბიის საგანგებო ელჩსა და სრულუფლებიან მინისტრ ა. ვასკეს კობოს რწმუნებათა სიგელის ჩაბარებას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დაწყების სურვილს.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 27 ივნისს აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე უგზავნიან მადლობის წერილს ვაჭრობის მინისტრს, დეკორატიული ხელოვნების პრეზიდენტს და ბოკანოვსკის საღამოზე მოწვევისათვის, რომელიც გაიმართება 30 ივნისს 9 საათსა და 30 წუთზე გრან პალეში. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს დასწრებას, ხოლო მისი მეუღლე ვერ შეძლებს მისვლას.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 16 ივნისს აკაკი ჩხენკელი ულოცავს ვენესუელის საგანგებო ელჩსა და სრულუფლებიან მინისტრ ს. ლუმეტას რწმუნებათა სიგელის ჩაბარებას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დაწყების სურვილს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 16 ივნისს საფრანგეთში ვატიკანის ნუნციუსი ჩერეტი უგზავნის მოწვევას საქართველოს მინისტრ აკაკი ჩხენკელს და ატყობინებს, რომ აწყობს წვეულებას მისიებისა და დიპლომატიური კორპუსის წევრებისთვის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით. ღონისძიება გაიმართება ელისეს სასახლეში 20 ივნისს 15 საათსა და 30 წუთზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ სოფ. ქარელი კულტურით ბევრად მაღლა დგას ქართლის ზოგიერთ სოფელზე. აქ არსებობს თეატრი, სადაც კვირადღეს ადგილობრივი სცენისმოყვარეები წარმოდგენებს მართავენ მასწავლებელ ნატო ყორბესაშვილის ხელმძღვანელობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს ქაშვეთის ეკლესიაში ილია წინამძღვრიშვილის პანაშვიდს დაესწრნენ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეები: ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე და ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლები: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების თავმჯდომარე ს. ყაზახაშვილი, მიწათმოქმედების სამინისტროს ხაზინადარი თ. მეგრელიშვილი, მეღვინეობა-მევენახეობის ყრილობის საბჭოს მდივანი გ. წინამძღვრიშვილი, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე მიქაბერიძე და ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი პ. გოთუა. დაკრძალვის ხარჯები მიწათმოქმედების სამინისტრომ გაიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბრის გაზეთმა „ერთობამ" გამოაქვეყნა სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის განცხადება, რომ ერობის კონტრაგენტები – ზინა კალანდარიშვილი, ანდრია ხოფერია, შამუშე თოფურიძე – აღარ ითვლებოდნენ კონტრაგენტებად და ერობასთან კავშირი არ ჰქონდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს გაბრიელ ხუნდაძე ლექციების წასაკითხად ლანჩხუთსა და ბათუმში გაემგზავრა.
1920
ტიპი: თანამდებობა
გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი ამბროსი მებურიშვილის განცხადების თანახმად, გიმნაზიაში განმეორებითი გამოცდები და სწავლა 1920 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყებოდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 23 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე მილერანდი და მისი მეუღლე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აკაკი ჩხენკელს მეუღლესთან ერთად, ელისეს სასახლეში, 19 საათსა და 45 წუთზე სადილზე იწვევდნენ.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 6 მარტს, 19 საათსა და 45 წუთზე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდ პუანკარე საქართველოს სრულუფლებიან ელჩს, აკაკი ჩხენკელს მეუღლესთან ერთად, სადილად ელისეს სასახლეში იწვევდა.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 იანვარს, 19 საათსა და 45 წუთზე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდ პუანკარე საქართველოს სრულუფლებიან ელჩს, აკაკი ჩხენკელს მეუღლესთან ერთად სადილად ელისეს სასახლეში იწვევდა.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იწვევს საგანგებო ელჩსა და საქართველოს სრულუფლებიან მინისტრ აკაკი ჩხენკელს სადილად ელისეს სასახლეში, რომელიც დაიწყება 19 საათსა და 45 წუთზე.