საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81176

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ საშუალებით იტალიელ აქციონერთა საზოგადოება N60-ის სახელით თავის კლიენტებს ახალ წელს ულოცავს მისი ადმინისტრატორ-დელეგატი გ. ზ. ოჰანეზოვი.

1920

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 1-ელი ივნისის „ერთობაში“ დაიბეჭდა თ. გარტმანის წერილი ქართველ მხატვართა გამოფენის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ: ალექსანდრე მრევლიშვილი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, შალვა ქიქოძე, ვასილ ჯორჯაძე, ელენე ახვლედიანი, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, იაკობ ნიკოლაძე და სხვ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ივნისის „ერთობა“ იუწყება, რომ გრ. ურატაძემ ანდრეიკა ნოეს ძე ჟორდანია სახ. საბავშვო ბაღის გასაშენებლად დამფ. კრების ს. დ. ფრაქციისგან მიიღო 500 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1919 წლის 4 ივნისს სახ. თეატრში გაიმართება გიორგი არადელი-იშხნელის ბენეფისი სცენაზე მოღვაწეობის ათი წლის აღსანიშნავად. წარმოადგენენ ალ. სუმბათაშვილის „ღალატს“. მონაწილეობას მიიღებენ: ნინო დავითაშვილი, ელის. ჩერქეზიშვილი, ტასო საგინაშვილი-პიერეტტა, ალისა ქიქოძე, ილ. ზურაბიშვილი-ელევთერიძე, შალვა შარაშიძე-თაგუნა, სოსო რომანიშვილი, გ. ფრონისპირელი, პლ. კორიშელი, ვალ. გუნია, ალ. იმედაშვილი, დ. ჩარკვიანი, დ. მჟავია, პ. ფრანგიშვილი და სხვ. რეჟისორები: ალ. წუწუნავა და კ. ანდრონიკაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლი ივნისის „ერთობის“ ცნობით, ჯარისკაცი ალფესი გოგეშვილი მსახურობდა ოსმალეთის ფრონტზე კაბარდინის პოლკში, მონაწილეობდა ყარსის ბრძოლაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ივნისის „ერთობის“ ცნობით, ოზურგეთის მაზრის სოფელ ჯვარცხმის მცხოვრები ესოფ ივლიანეს ძე მეფარიშვილი მსახურობდა მე-8 ქართულ ქვეითთა პოლკში, მე-8 როტაში და მონაწილეობდა სოჭში დენიკინთან ბრძოლაში. მის შესახებ თბილისში ცნობები აღარ მოსულა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელი ივნისის გაზეთი „ერთობა“ იუწყება, რომ დამფუძნებელი კრების წევრ გაბრიელ ცისკარიშვილს თუშეთიდან შეატყობინეს, რომ საზაფხულო სოფელ ტბათანს თავს დაესხნენ ოსები, გაიტაცეს ცხვარი და დახოცეს მწყემსები. ცისკარიშვილმა დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამმართველოს მიმართა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ივნისის „ერთობა“ იუწყებოდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა „ტიფლისკაია გაზეტაში“ და „ნოვოსტი დნიაში“ დაბეჭდილი ყალბი ცნობების (მოხალისეთა ჯარის შავი და კასპიის ზღვებისკენ მსვლელობის შესახებ, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობაში არევ-დარევას ემსახურება) გაცნობის შემდეგ დაადგინა, შეწყვეტილიყო გაზეთების გამოცემა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის პირველი ივნისის „ერთობაში“ ნუცა ჩხეიძეს ულოცავენ სასცენო მოღვაწეობის 25 წლისთავს.

1919

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, პავლე ბლუაშვილმა დაამთავრა ოთხკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვალს სახალხო განათლების სამინისტრომ ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ გიმნაზიის საქმისმწარმოებლად პავლე ბლუაშვილი დაენიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 იანვარს პროფესორი ბლაგოვიდოვი სახალხო განათლების მინისტრს სთხოვდა, საბჭოს წევრად ან სხვა რომელიმე შესაფერის თანამდებობაზე დანიშვნას. პროფესორის თხოვნა შეზღუდული ადგილების გამო ვერ დაკმაყოფილდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 მარტს ნაძალადევის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის წარმომადგენლობამ სახალხო განათლების კანცელარიის დირექტორს მიმართა, რომ ამავე სასწავლებლის მასწავლებლის, ევგენია ბილანიშვილის დასაკმაყოფილებლად სპეციალური თანხა არ იყო.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 20 დაიბეჭდა ექიმი მ. ი. პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (როგორ უნდა ვებრძოლოთ პროსტიტუციას!), რომელშიც განხილულია პროსტიტუციის გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის მეთოდები.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N19 გამოქვეყნებულ ექიმ პაკროვსკაიას პუბლიკაციას „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“, სადაც დასასრულს საუბარია თავისუფალ სასიყვარულო ურთიერთობაზე, ახლავს რედაქციის შემდეგი შენიშვნა: „ასეთი კავშირის მგალობლებია „ცისფერი ყანწების“ მგოსნები, რომელნიც ამ დიდი რევოლუციის ქარტეხილში ჩვენს დაბა-ქალაქებში პარადებს მართავენ და რომელთა ქება-დიდებას „ფრანც მოორი“ – იდეური თანამოაზრე „ჩვენი ქვეყნის“ ფაქტიური რედაქტორისა, ამავე გაზეთში გაჰყვირის. მე ვამბობ, თანამოაზრე, რადგან ბ. რედაქტორი მხოლოდ თანამოაზრეთ უბეჭდავს ფსევდონიმით წერილებს. საინტერესოა, კიდევ რამდენი არიან „ცისფერი ყანწელების“ მადიდებელნი „ნ. [.]-ბში, რომ იმედი ვიქონიოთ მათ მიერ საქართველოს აღდგენა-განახლებაში“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 დეკემბერს ქართული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ივანე ბეწუკლიშვილი უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლების მთავარგამგეს მიმართავს თხოვნით, მასწავლებლად დანიშნონ თიანეთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში "ხმა ქართველი ქალისა" N19 ექიმი მ. ი. პაკროვსკაია თავის პუბლიკაციაში „საზოგადო ტემპერამეტის მსხვერპლზე“ წერს, რომ პროსტიტუციასთან ბრძოლაში ერთადერთი გამოსავალია მამაკაცთა თავშეკავება.

1920

ტიპი: თანამდებობა

ქუთაისის ქალთა წმინდა ნინოს გიმნაზიის მასწავლებელ ოლღა ბექაიას ფრანგული ენის საშუალო სასწავლებლის პედაგოგის წოდება მიენიჭა. 1920 წლის პირველი მარტიდან კი მასწავლებლის თანამდებობაზე დაამტკიცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ნოემბრიდან ოლღა ბექაია ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 7 ნოემბრის მონაცემებით, ოლღა ბექაიას დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელი და მერვე პედაგოგიური კლასი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 ნოემბრიდან ოლღა ბესტუჟევა-შუბითიძე ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის უფროს კლასებში ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1917

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ ბერძნიშვილმა დაკარგა ატესტატი, რომელიც 1917 წლის მაისში ბათუმის გიმნაზიიდან მიიღო. ის სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიას ატესტატის ასლს სთხოვდა.

1918

ტიპი: განათლება

ნიკოლოზ ბერძნიშვილი იყო მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მაისის სახალხო განათლების სამინისტროს ცნობით, ქალაქის გამგეობამ მაქსიმე ბერძნიშვილის ბინის რეკვიზიცია მოახდინა, რის გამოც მას რთულ პირობებში უხდებოდა მუშაობა. განათლების სამინისტრო ითხოვდა ბერძნიშვილის ბინის რეკვიზიცია შეწყვეტილიყო.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სახალხო განათლების სამინისტროს საერთო საქმეთა მდივანი, მაქსიმე დავითის ძე ბერძენიშვილი მეცხრე სამილიციო უბანში, ოთხოთახიან ბინაში ცხოვრობდა.