საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ფრონტის დამხმარე მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმმა ჯარში დასარიგებლად ქართველი ჯარისკაცების აზერბაიჯანში ცხოვრების შესახებ დასურათებული ბროშურის გამოცემა გადაწყვიტა.მისი შედგენა მიენდოთ: სერგო ჟორჟოლიანს, სოლომონ დოლიძეს და ტიტე ართმელაძეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 აპრილს ლექსო ვარძეულის სახლში გამართულ კრებას ესწრებოდნენ: მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე, დათიკო ხუბულური, ბუხაშვილი, თომა ჩუბინიძე და გიორგი ლაფანაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 აპრილს გიორგი ლაფანაშვილი, თომა ჩუბინიძე და გიგო ხულელიძე წავიდნენ ბაზალეთში და ლექსო ვერძეულთან დაბინავდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს თომა ჩუბინიძე და გიგო ხულელიძე ჭოპორტში შეხვდნენ გიორგი ლაფანაშვილს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სადგურ ნატანებში დაატუსაღეს ცნობილი ყაჩაღი ვლადიმერ სურგულაძე, რომელიც ერთ დროს დაკავშირებული იყო დენიკინის შტაბთან ბათუმში. იგი ცნობილ ყაჩაღ პაიჭაძესთან ერთად მონაწილეობდა ხიდების აფეთქებასა და მატარებლების მსხვრევაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლ ივლისს დამფუძნებელი კრების წევრებმა პავლე საყვარელიძემ, სამსონ ფირცხალავამ, გრიგოლ ვეშაპელმა და ტოპჩიამ ბათუმის მოსახლეობას ანტანტის მიერ ბათუმისა და მისი ოლქის მისთვის გადაცემის შესახებ აცნობეს. ამ ცნობას ხალხი ზეიმით შეხვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გიორგი ლაფანაშვილი ქალაქ კავკავიდან გადავიდა სოფელ ჭოპორტში.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის აპრილში ბოლშევიკებმა პარტიული სამუშაოებისთვის თბილისიდან დუშეთში გაგზავნეს თომა ჩუბინიძე, მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე, დათიკო ხუბულური და ბუხაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 ივლისს მუშტაიდის დემოკრატიულ კლუბში გაიმართება უდროოდ გარდაცვლილი პოეტის, ნოე ჩხიკვაძის საღამო მისი შვილების დასახმარებლად, იუწყება „ერთობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „აჯანყება“ დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ დეპუტატმა აკაკი ჩხენკელმა მიიღო 5 100 მან., სოხუმის ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთა მიერ მხედრობისთვის შეგროვებული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, რედაქციამ სეით დევდარიანის წიგნი „როგორ ცხოვრობენ რუსეთში“ მიიღო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 2 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ქალაქის საბჭოს მდივანი ვასილ ხახანაშვილი დროებით დანიშნეს მთავრობის საქმეების გამგედ და მთავრობის თავმჯდომარის პირველ მდივნად, მას მიანდეს ყველა უწყებათა კანცელარიის რევიზიაც.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ივლისს ბათუმისა და ბათუმის ოლქის საქართველოსთვის გადაცემის გამო მთავრობამ და რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდალმა გენერალმა კვინიტაძემ ბათუმის ოლქის და აჭარის მოსახლეობას მოწოდებებით მიმართეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ დრამატული საზოგადოების დასის რეჟისორთა კოლეგია დასში თანამშრომლებად იწვევს სამსახურის მოსურნეთ – ალექსანდრე წუწუნავას ხელმძღ. მომუშავე სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დრამატული წრის წევრებს და სხვებსაც ახ. კლუბის დარბაზში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გიორგი ლაფანაშვილმა გაბო მწითურის დახმარებით ქალაქ დუშეთში მოიწვია თემის მცხოვრებთა საერთო მიტინგი.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 27 თებერვალს ბოლშევიკური პარტიის თბილისის ორგანიზაციამ დუშეთის მაზრაში გაგზავა პარტსამუშაოდ გიორგი ლაფანაშილი

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ბაზალეთში ბოლშევკების მიერ ჩატარებულ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა ისიდორე რამიშვილი, რომელსაც გლეხებმა არ მოუსმინეს.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 1-ლ მარტს გიორგი ლაფანაშვილი ქალაქ დუშეთში ბაზალეთის თემის წითელი რაზმის წევრ გაბო მწითურს შეხვდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ აბრეშუმის პარკის სეზონი დაიწყო. საქმის მოწესრიგება იკისრა მომარაგების სამინისტრომ. პრაქტიკული ხელმძღ. დაავალეს მეაბრეშუმეობის უფრ. სპეციალისტს იოსებ ქუთათელაძეს. მან ქუთაისში დაიქირავა ძვ. მსხვილი ვაჭრების _ პ და მ. გოკიელოვების ფარდული ხონის გზაზე, სადაც ინახავს შეზიდულ პარკს. მას ერობა ყიდულობს.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ელენე მენთეშაშვილმა დაამთავრა სიღნაღის ქალთა პროფესიული სკოლა ო. ა. ჟამუტაშვილისა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ნინა ფხოველიშვილმა დაამთავრა სიღნაღის ქალთა პროფესიული სკოლა ო. ა. ჟამუტაშვილისა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ქსენია სპანდერაშვილმა დაამთავრა სიღნაღის ქალთა პროფესიული სკოლა ო. ა. ჟამუტაშვილისა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ნინა ნატროშვილმა დაამთავრა სიღნაღის ქალთა პროფესიული სკოლა ო. ა. ჟამუტაშვილისა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ანა ვარაზაშვილმა დაამთავრა სიღნაღის ქალთა პროფესიული სკოლა ო. ა. ჟამუტაშვილისა.