რეგისტრირებული ფაქტები88076
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 7 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოებას სკოლების, ბიბლიოთეკებისა და სხვ. დასახმარებლად ამ დრომდე დახარჯული ჰქონდა 278. 90 მანეთი, ხოლო ბიუჯეტით 1899 წლისთვის გათვალისწინებული იყო 800 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს პავლე ბურჯანაძის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N 183.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს პავლე ბურჯანაძის წარდგენილი ყულაბა N183, რომელშიც აღმოჩნდა 2. 43 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიიტანეს სოფიო სოლომონის ასული ბილანიშვილის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N86.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს სოფიო სოლომონის ასული ბილანიშვილის წარდგენილი ყულაბა, რომელშიც 1. 22 მანეთი აღმოჩნდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე მდივანმა დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ზაქარია ჭიჭინაძისთვის უნდა მიეცათ წიგნების თანხა – 80 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დააკმაყოფილა დავით კარიჭაშვილის მოხსენება ზაქარია ჭიჭინაძისთვის წიგნების თანხის – 80 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ექვთიმე თაყაიშვილი და ვლადიმერ ლორთქიფანიძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ანგარიშები. პირველიდან 9 აგვისტომდე საზოგადოებას შემოუვიდა 258. 6 მანეთი, დაეხარჯა – 522. 22. 9 აგვისტოსთვის საზოგადოებას ჰქონდა ნაღდი ფული 5998. 49 მანეთი, ქაღალდებით – 11816. 11, სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18628. 2, ვალი – 813. 42 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 9 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოებამ გაანაღდა შინაგანი სესხის სამი 4%-იანი ობლიგაცია, რადგან 15 ივლისიდან შეწყდა სარგებლის მიღება ასეთ ქაღალდებზე. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ანასტასია ხოშტარიასთვის 31. 12 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ია კარგარეთელისთვის სახალხო სიმღერების ნოტების კორექტურისთვის 5 მანეთის გადახდის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში წიგნსაცავისთვის ნაყიდი წიგნების, მათ შორის სახარების ძველი გამოცემის თანხის (2. 60 მანეთის) გაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც შიო ქუჩუკაშვილისთვის უნდა მიეცათ გასული წლის მოგების წილი – 178. 40 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ვასილ ედილაშვილისთვის ვაჟა-ფშაველასა და პუშკინის თხზულებების 59 თაბახის გადასაწერად 11. 80 მანეთი უნდა მიეცათ.

