საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83954

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წელს შალვა შარაშიძეს უნდოდა გიორგი კაჭახიძის გაგზავნილი წამალი ლიზიკო ქიქოძისთვის ან ვინმე სხვა ბოტნიკოსისთვის ეჩვენებინა, რათა გაერკვია, რა ბალახი იყო და გურიაში თუ იშოვებოდა.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932 წელს შალვა შარაშიძემ ნინო ქიქოძეს გაუგზავნა წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ლიზიკო ქიქოძე ბოტანიკოსი იყო.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წელს შალვა შარაშიძეს ქუთაისიდან თბილისში კუჭის წამალი გაუგზავნა გიორგი კაჭახიძემ, რომელიც შალვას პირადად არ იცნობდა, მაგრამ მას დიდ პატივს სცემდა.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932 წელს გერმანე მგალობლიშვილი საქართველოს სახალხო კომისიის საბჭოს თავმჯდომარე იყო.

1931

ტიპი: ღონისძიება

1931 წლის 8 აპრილს შალვა შარაშიძემ დედას – ნინო ქიქოძეს შეატყობინა, რომ წამალს იშოვნიდა იროდიონ სონღულაშვილის დახმარებით.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მაისში ქუთაისის მასწავლებელთა საერთო საგანმანათლებლო კურსებზე სწავლობდა შალვა იოსების ძე ჭელიძე, დაბადებული 1897 წლის პირველ დეკემბერს. მან დაასრულა ქუთაისის მეორე უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებელი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მაისში ქუთაისის მასწავლებელთა საერთო საგანმანათლებლო კურსებზე სწავლობდა ალექსანდრა მიხეილის ასული რიჟინაშვილი, დაბადებული 1900 წლის 23 აპრილს. მან დაამთავრა ქუთაისის გიმნაზიის 4 კლასი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მაისში ქუთაისის მასწავლებელთა საერთო საგანმანათლებლო კურსებზე სწავლობდა ალექსანდრე ივანეს ძე პაპავა, დაბადებული 1902 წლის 5 იანვარს. მან დაასრულა სამტრედიის გიმნაზიის 4 კლასი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მაისში კლიმენტი ამბროსის ძე კანდელაკი ქუთაისის მასწავლებელთა საერთო საგანმანათლებლო კურსზე სწავლობდა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მაისში ქუთაისის მასწავლებელთა საერთო საგანმანათლებლო კურსებზე სწავლობდა ნიკოლოზ ისმაილის ძე გამრეკლიძე, დაბადებული 1899 წლის 15 თებერვალს. მან დაასრულა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელი და დუშეთის სამხედრო სკოლა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მაისში ქუთაისის მასწავლებელთა საერთო საგანმანათლებლო კურსებზე სწავლობდა ანასტასია სიმონის ასული ბელდინა, დაბადებული 1899 წლის 31 ოქტომბერს. მან დაასრულა ქართული გიმნაზიის 4 კლასი და 1917 წელს სწავლობდა ამავე სასწავლებლის მოსამზადებელ განყოფილებაზე.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მაისში ქუთაისის მასწავლებელთა საერთო საგანმანათლებლო კურსებზე სწავლობდა ანასტასია გიორგის ასული ანდრეადი, დაბადებული 1890 წლის 6 მაისს. მან 1907 წელს დაამთავრა ქუთაისის ქალთა სასწავლებელი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მაისში ქუთაისის მასწავლებელთა საერთო საგანმანათლებლო კურსებზე სწავლობდა 1899 წლის 4 აპრილს დაბადებული ნინა ალექსანდრეს ასული ალავიძე და კონსტანტინე დიმიტრის ძე ბრეგაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს კარლ კაუცკი შეხვდა გერმანელთა ეროვნული საბჭოს დელეგაციას ფრანც შულცის, ლამპარტორის, გორგინისა და კონტრინის შემადგენლობით. კაუცკიმ მოისმინა მოხსენებები და დაინტერესდა თბილისში მყოფი გერმანელების მდგომარეობით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი მაისისთვის ქუთაისის სამასწავლებლო სემინარიის პირად შემადგენლობაში ირიცხებოდნენ პედაგოგები: გერმანე სტეფანეს ძე ხაჟომია – სამართალი, ფილიპე სიმონის ძე იანოვიჩი, ვარლამ დავითის ძე ლექვინაძე, ვარლამ ადამის ძე ხუროძე, ნ. მ. ცაგარეიშვილი, ანტონ ვასილის ძე გაიდუკი, ნიკოლოზ ივანეს ძე შაფაქიძე, ხ. ხ. ოგანეზოვი, ვასილ გაბრიელის ძე ტოროშელიძე და დირექტორი ათანასე გაბრიელის ძე ხარაბაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს, 1916 წლის 12 იანვრის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 მანეთის ოდენობით ხელფასის დანამატს იღებდნენ სოხუმის სახალხო სკოლების ინსპექტორები: ეკატერინე პლატონოვა, თეიმურაზ ზუხბაია, ნადეჟდა ტაბიძე, ე. შონია, ევგენია აკირთავა, მელიტონ ბჟანია, ელიზბარ მერჩულე, იოსებ კვარაცხელია, ნიკოლოზ ჩიხლაძე, არეტა ცხაკაია, ივანე ჯიქია, ალექსანდრე გეგია, ეკატერინა ქეცბაია, ვლადიმერ სოკოლოვი, იაკობ სოლოხინი, ალექსანდრე ვარანონი, მიხეილ კუპაიდა, ოლღა გოგია და ნატალია ზავოდჩიკოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს, 1916 წლის 12 იანვრის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 მანეთის ოდენობით ხელფასის დანამატს იღებდნენ სოხუმის სახალხო სკოლების ინსპექტორები: მინადორა ყოლბაია, ოლღა მარღანია, პარასკევა ისაევა, მარია მიხელიძე, ალექსანდრე ბეჟანია, ლუკა კუხალეიშვილი, ფადეი ჩხოტუა, აკაკი გულუა, ეკატერინე საგოხინა, ევგენი ბენია, სტეფანე ბჟანია, იონა წულაია, ბარბარე აკირთავა, ევდოკია გარმელია, ილარიონ კილანავა, ნეონილა ჩხეტია, იაკობ ბენდელიანი, მარია მერინოვა და ნეონილა საკოვიჩი.

1919

ტიპი: ღონისძიება

კრასნოვოდსკში გენერალ ლაზარევს ატყობინებენ 20 სექტემბერს დერბენტთან გამართული ბრძოლის პერიპეტიებს, ასევე ამცნობენ აგენტურის მონაცემებს, რომლის თანახმადაც, საქართველოდან და ინგუშეთიდან ადგილობრივი 60 და 30 გერმანელი ოფიცერი გაიგზავნა თანხითა და შეიარაღებით აჯანყებული დაღესტნის დასახმარებლად, - გაზეთ „აზერბაიჯანის“ ინფორმაციას ბეჭდავს „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის 6 ოქტომბრის N4.

1919

ტიპი: ღონისძიება

„ვოლნი გორეცის“ 1919 წლის N4 ბეჭდავს გაზეთ „აზერბაიჯანში“ გამოქვეყნებულ „დობროარმიის“ რელაციას ჩრდილო კავკასიიდან: პოლკოვნიკი ზაპოროჟეცი პიატიგორსკიდან ატყობინებს გენერალ ლაზარევის შტაბს კრასნოვოდსკში, რომ 6 სექტემბერს რუსულმა მხარემ ჯავშნოსანი მატარებლის მეშვეობით ჩაშალა მოწინააღმდეგის მცდელობა - აეყარათ რკინიგზის ლიანდაგი ხასავ-იურთთან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 დეკემბერს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ თბილისის ქალთა მე-5 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში დაინიშნენ: თამარ ალექსი-მესხიშვილი – არითმეტიკისა და ხელსაქმის მასწავლებლად, კ. კორსაკი – გერმანული ენის მასწავლებლად, ნინო გონიევისა – რუსული ენის მასწავლებლად და ელისაბედ ანდრიუშკევიჩი – ხელსაქმის მასწავლებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ნოემბერს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ ძიძიგური თბილისის ქალთა მე-5 გიმნაზიის დირექტორს წერენ, რომ მისდამი რწმუნებული სასწავლებლიდან მიღებული „პირადი შემადგენლობის სიის“ დასამატებლად საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი ცნობები: აქვს თუ არა მიღებული სპეციალური განათლება ელისაბედ ანდრიუშკევიჩს და რა თანამდებობაზეა ე. ნ. პროხოროვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის გრიგოლ ნათაძის N 160 ბრძანების თანახმად, თბილისის ქალთა მე-5 გიმნაზიის ხელსაქმის შტატის მასწავლებლად ელისაბედ ანდრიუშკევიჩი დაინიშნა.

1919

ტიპი: ავტორობა

აჰმედ ცალიგოვის (Ах.Ц.) მოწინავე „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის N4-ში, ერთი მხრივ, აღტაცებას გამოხატავს დაღესტანსა და ჩეჩნეთში მიმდინარე განმათავისუფლებელი ბრძოლის მიმართ, მეორე მხრივ - ამიერკავკასიის დემოკრატიას უმოქმედობას საყვედურობს, ხოლო მათ სიტყვიერ მხარდაჭერას „მელოდეკლამაციასა“ და „პოლიტიკურ თვალთმაქცობას“ უწოდებს. ერთი რამ ცხადია, - დასძენს ბოლოს რედაქტორი, - ჩვენი დამარცხება საბედისწერო შეიქნება ამიერკავკასიის რესპუბლიკებისთვისაც.

1919

ტიპი: ღონისძიება

როგორც „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის 6 ოქტომბერს იუწყება, ყუბანის საკანონმდებლო რადის ამასწინანდელ სხდომაზე, ღათაგოგუს გარდა, სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებმაც გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება ჩრდილოკავკასიელ მთიელთა ტრაგედიის მიმართ, კერძოდ: პეტრე მაკარენკომ, პეტრე ავდეევმა და პრეობრაჟენსკიმ.