რეგისტრირებული ფაქტები83601
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1919 წლის პორველ ივნისს კოჯრისკენ გაემგზავრება სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტთა ექსკურსია პროფესორ ქურდიანისა და ასისტენტ ყანჩელის ხელმძღვანელობით ბოტანიკაში პრაქტიკული ვარჯიშისთვის.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 29 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ ბაქოს ქართველთა ნაციონალურმა საბჭომ აზერბაიჯანის პარლამენტიდან გაიწვია თავისი წარმომადგენელი ცხაკაია და მის ნაცვლად დანიშნა ვლადიმერ ბაქრაძე.
1952
ტიპი: ღონისძიება
1952 წლის მაისში შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ ირაკლი ბაგრატიონს მსოფლიოს მონარქისტული მოძრაობის კრებაზე დასწრება და ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის სახელით სიტყვით გამოსვლა ურჩია.
1952
ტიპი: ღონისძიება
1952 წლის მაისში ესპანეთში მყოფმა ირაკლი ბაგრატიონმა გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ რეზო გაბაშვილისა და გენერალ კვინიტაძის ეროვნულ-პოლიტიკურ ცენტრს დახმარებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს მთავრობის თავმჯდომარის ევ. გეგეჭკორისათვის პირდაპირი ხაზით დაშიფრული სახით გადასაცემად, რომელშიც აღწერს საომარ მდგომარეობას არდაგანში, ყარსსა და ბათუმში. სიტუაციის გამოსასწორებლად მას მიაჩნია საჭიროდ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება, რათა ამოქმედდეს ბრესტის ხელშეკრულება. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი სამშვიდობო დელეგაციის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელს ტრაპიზონში ატყობინებდა, რომ სეიმის პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა 26 მარტს და გადაწყვიტეს, ოტომანთა დელეგაციის ულტიმატუმთან დაკავშირებით ყოველგვარ დათმობაზე წასულიყვნენ. ასევე სწერდა, რომ ტრაპიზონში მიემგზავრებოდა სახალხო განათლების მინისტრი უსუბეკოვი და სეიმის მდივანი კანტემიროვი. დოკუმენტის სისწორეს მ. თუმანოვი ადასტურებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის მარტში აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს მთავრობის თავმჯდომარისათვის პირდაპირი ხაზით დაშიფრული სახით გადასაცემად, რომელშიც აღწერს თურქეთის უკომპრომისო დამოკიდებულებას სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც ცხადად ჩანს რაუფ-ბეისთან და ვეჰიბ-ფაშასთან საუბრებიდან. იგი ითხოვს მითითებებს სეიმისაგან. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ნოემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება ბაქოს ცენტრში გამართული დიპლომატიური შეხვედრის შესახებ, რომელიც შედგა გენერალ ტომსონსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარეშე საქმეთა მინისტრის თანამდებობის აღმასრულებელ იდილ ხაზ ზიათხანოვს შორის. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ქალაქისთავი მ. მეხთიევიც.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს და ატყობინებს ვეჰიბ-ფაშასგან მიღებულ კერძო ინფორმაციას ხოფის რაიონში ჭურვების ჩამოყრასთან დაკავშირებით. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მარტში აკაკი ჩხენკელი მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორს ატყობინებდა, რომ რაუფ-ბეისთან შეხვედრები ჩიხში იყო შესული, თურქეთი დათმობაზე არ მიდიოდა. დოკუმენტის სისწორეს მ. თუმანოვი ადასტურებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს თბილისში მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ატყობინებს რაუფ-ბეისთან შეხვედრის დროს ერევნის გუბერნიასთან დაკავშირებით წარმოშობილ პრობლემებს. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ მეუღლე დარია ნესტორის ასული ტყემალაძე შვილები: გალაქტიონი, კლავდიოზი, მიტროფანე და ირაკლი ტყემალაძეები იუწყებიან მამის დეკანოზ აბესალომ ტყემალაძის გარდაცვალების შესახებ და ამცნობენ ნათესავებს პანაშვიდის შესახებ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 29 იანვარს დაგეგმილი იყო ახალი მწერალთა კავშირის მეექვსე სხდომა, რომელზეც ალი არსენიშვილი წაიკითხავდა მოხსენებას ალექსანდრ ბლოკის შესახებ, სიტყვით გამოვიდოდნენ: გრიგოლ რობაქიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ევგენი დვალის გარდაცვალების ცნობა.
1922
ტიპი: ღონისძიება
ილია ზდანევიჩი უძღვებოდა პარიზში არსებული პოეტების პალატის რუსულ განყოფილებას.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ინჟინერი გიორგი სფეტანეს ძე მოსეშვილი იუწყება მისი მეუღლის, ვერა ალექსის ასული მოსეშვილის გარდაცვალების შესახებ. ამცნობს მის ნაცნობებს და ნათესავებს პანაშვიდისა და დაკრძალვის ადგილისა და დროის შეახებ.