საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80971

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 16 დაიბეჭდა ექიმ ი. რ. ჟორდანიას წერილი „ხმა სოფლის ექიმისა“. ავტორი განიხილავს ვენერიულ სნეულებებსა და მათი პრევენციის გზებს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 16 კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ჩვენი მტერ-მოყვრების საყურადღებოდ“. ავტორი განიხილავს აღნიშნულ გაზეთს, ასევე ქალთა პოლიტიკურ კლუბს და ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის მნიშვნელობას.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 20 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N15 გამოქვეყნებულია გულნარა ქაიხოსროს ასული კანდელაკისას განცხადება, რომელიც კურნავს სხვადასხვა დაავადებებს და მსურველთ შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ძველი თბილისის ქუჩა, აპელის სახლები, მიღება დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 ცნობით, ქუთაისის გუბერნიის კომისარი გრიგოლ გიორგაძე მთხოვნელებს იღებს 11 საათიდან 1 საათამდე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო სასურსათო კომიტეტს ეცნობა, რომ სადგ. ბალაჯარაში დგას ქუთაისის გუბერნიისთვის დანიშნული 120 ვაგონი სიმინდი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ივლისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ N 15-ის ცნობით, ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბის ბიუროში, რომლის ხელმძღვანელი იყო კატო მიქელაძე, 22 ივლისიდან კლუბის წევრთათვის იხსნებოდა პროპაგანდისტ ქალთა კურსები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ როცა რუსეთის ჯარმა მტერს ზურგი შეაქცია, კავკასიელები და პოლონელები თავგანწირულად ეკვეთნენ წინ მომავალ გერმანელებს და უკუაგდეს. გენერალი კორნილოვი მათ მადლობას უხდიდათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ გიორგი ევგენის ძე ლვოვს, კერენსკისა და როძიანკოს შორის დიდი შეთანხმება დაიდო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკანასკნელი არეულობის დროს პეტროგრადში, ცარსკოე სელოში, ალექსანდროვის სასახლეში მცხოვრებნი აღელვებულნი იყვნენ, ყოფილი მეფე და დედოფალი დარაჯისგან გებულობდნენ საქმის ვითარებას. სამშაბათს ღამით, როცა არეულობამ მწვავე ხასიათი მიიღო, ყოფილმა იმპერატორმა, ნიკოლოზ რომანოვმა მოითხოვა ცარსკოე სელოს მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასრულებელი წევრის ნახვა, რაც არ დააკმაყოფილეს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით აქვეყნებს ნ. ვ. ჩაიკოვსკის სიტყვას, რომელიც ამბობს, რომ სოციალისტებს აკისრიათ პასუხისმგებლობა ჯარსა და პროლეტარიატში ერთობის დარღვევაზე. ის ღებულობს რეზოლუციას და მოითხოვს ახალი მთავრობის მხარდაჭერას მის საიერიშო ბრძანებაზე ყველა ფრონტზე და სამხედრო კრებების აკრძალვას ფრონტებზე იერიშის გამოცხადების შემდეგ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 9 ივლისს, პეტროგრადში, აღმასრულებელი კომიტეტების კრებაზე მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხკაცთა საბჭოს დეპუტატებმა გამოიტანეს რეზოლუცია, რომ მხედველობაში იღებდნენ რა ქვეყნის შიდა და ფრონტის მდგომარეობას, რომელიც დამარცხებით ემუქრებოდა რევოლუციას და სამხედრო განადგურებით ქვეყანას, დაადგინეს, ქვეყანა და რევოლუცია საფრთხეშია, ახალი მთავრობა აღიარებულია რევოლუციის მხსნელად, მას ენიჭება განუსაზღვრელი მინდობილობა ჯარის ორგანიზაციის დისციპლინის აღსადგენად, საბრძოლველად კონტრევოლუციასთან და ანარქიასთან. სოციალისტი მინისტრები შეერთებულ აღმასრულებელ კომიტეტის კრებას კვირაში ორჯერ მთელ მოქმედებაზე მოახსენებდნენ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 20 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 15 დაიბეჭდა კ. დ. მაჭავარიანის „წერილი ბათომიდან“, რომელშიც განხილულია ქალთა მდგომარეობა და მათი უუფლებობა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 20 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N15) გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „ეგ საქმე თქვენი ძმების ხელისაა“ ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობის და შემდეგ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან უპატივცემულო დამოკიდებულების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „რა უნდა მოითხოვონ ქალთა კავშირებმა?“, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ქალებო გამოფხიზლდით“, რომელშიც ავტორი ქალებს მოუწოდებს საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლისკენ.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 13 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N14) გამოქვეყნებულია გულნარა ქაიხოსროს ასული კანდელაკისას განცხადება, რომ კურნავს სხვადასხვა დაავადებას და მსურველთ შეუძლიათ მიმართონ მისამართზე: ქუთაისი, ძველი თბილისის ქუჩა, აპელის სახლები, მიღება დილის 8-დან საღამოს 6 საათამდე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N14 დაიბეჭდა კვირიკე-ზემოხეთის ქალთა კავშირის თავმჯდომარის, ლადიკო გოგოლაშვილისას წერილი რედაქტორი მიმართ, სადაც იუწყებოდა, რომ 11 ივნისს კვირიკე-ზემოხეთის ქალთა კავშირის გამგეობამ გამართა ნინოშვილის საღამო ადგილობრივ და საჭამიასერის ინტელიგენციის დახმარებით. გამგეობას შემოსული თანხის ნაწილი უნდა გაეგზავნა ნინოშვილის ძეგლისათვის, ხოლო ნაწილი გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ და უგზავნის კიდეც 40 მანეთს გაზეთის ფონდს. მან მადლობა გადაუხადა ნინოშვილის საღამოს გამართვაში მონაწილე პირებს: თეკლე ნიკოლაიშვილისა, ტასო თევზაძისა, ვერა ბერსენაძე-გოგალაშვილისა, მარგალიტა მარშანიასა, ბაბილინა იობიძისა, ანეტა ჭიბაქუა, ანეტა თევზაძისა, კატო ცკვიტინიძე-თევზაძისა, თეკლე რამიშვილი-თევზაძისა, თეოლინე თევზაძისა, მარო თევზაძისა, ატატო ნიკოლეშვილისა, მარო ნიკოლეშვილი, ოლღა ნიკოლეშვილი, დესპინე ნიკოლაიშვილისა, მინადორა ნიკოლეშვილი, თეკლე ნიკოლეშვილისა, ირინე თავაძისა, მარინე თავაძისა, ვასასი თავაძე, ირინე მარშანია, გვალია კოტრიკაძისა, ეკატირინე კოტრიკაძისა, ბარბალე კოტრიკაძისა, შუშამა მარშანია, ედუკი კოტრიკაძისა, ნატა მჟავიასა, ატატო მჟავია. წერილში ლადიკო გოგალაშვილისა მადლობას უხდის აგრეთვე იმ პირთ, რომელთაც დახმარება აღმოუჩინეს კვირიკე-ზემოხეთის უფასო სამკითხველოს. ესენი არიან: ფეფო საბაევისა, მარია კაკაბაძისა, მინადორა ბახტაძე, თამარა ჯანელიძისა, ლიდა შათირიშვილისა, ატატო კაკაბაძისა, ეკატირინე კალანდაძე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N14 რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პისარევისა და ს. დ. მილის ციტატები ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, სამტრედიაში დაიჭირეს გამომძიებელი კანდელაკი, პორუჩიკი გიორგაძე და ყოფილი ბოქაული ნესტორ გაბუნია. სიმთვრალის დროს გამომძიებლის ბინაში მათ დაიწყეს რევოლვერებიდან სროლა. სამივე დაკავებულს კონტრ-რევოლუციონერობას აბრალებენ. ადგილობრივმა საბჭომ ისინი მეტეხის ციხეში გადაგზავნა, გამოძიება მიმდინარეობს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, 29 ივნისს სოფელ მონასტერში (გორის მაზრა) 5 შეიარაღებული პირი თავს დაესხა გელაშვილის ქვრივს, მოიტაცეს მისი ქალიშვილი. აღმასრულებელი კომიტეტის განკარგულებით, მესამე დღეს ქალი ყურმაშვილის ოჯახში აღმოაჩინეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N14) ცნობით, გაზეთის ფონდის გასაძლიერებლად დავით მელქაძემ შესწირა 4 მან და 50 კაპ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, თბილისელი მაჰმადიანები მხედართა ყრილობის აკრძალვისთვის მინისტრ კერენსკის პროტესტს უცხადებენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, საგუბერნიო სასურსათო კომიტეტი აცხადებდა, რომ სურსათის სარეკვიზიოციო საწყობები 12 ივლისიდან ქალაქის სასურსათო კომიტეტს გადაეცემოდა და ყოველგვარი ჩამორთმეული სანოვაგე ქალაქის სასურსათო კომიტეტს გადაეცემოდა და არა საგუბერნიო სასურსათო კომიტეტს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, 10 ივლისს ყვირილიდან ს. საქარაში მიმავალი მღვდელი კირილე კავილაძე შეიპყრეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ურატაძე, მის მოადგილედ – ილია თევზაძე, გუბერნიის კომისრად – გრიგოლ გიორგაძე.