საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრმა N78 ბრძანების თანახმად ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელ, დეკანოზ ივლიანე აბესაძეს მიანიჭა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლის წოდება და დაამტკიცა თანამდებობაზე მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 მაისის ახალქალაქის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელ გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძის N48 მიმართვა გაუგზავნეს ახალციხეში მესხეთ-ჯავახეთის სახალხო სკოლათა მთავრობის ინსპექტორს გ. მელიქიძეს. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 20 იანვრიდან გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძე 1920 წლის 31 იანვრის N82 ბრძანებით ახალქალაქის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დანიშნეს. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კირილე მიხეილის ძე არჯევანიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 აგვისტოს განათლების სამინისტროს მთავარგამგემ ახალქალაქის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორ კირილოვსა და მაზრის კომისარს, დეკანოზ გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძეს მისწერა, რომ სასწავლებელი ფული, ქონება და საქმეები მაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანდასწრებით გადაეცათ დეკანოზ აბესაძისთვის. აქტი კი სამინისტროში გაეგზავნათ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბალ სკოლათა მთავარგამგის N82 ბრძანების თანახმად, 1920 წლის 20 იანვრიდან გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძე ახალქალაქის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად დანიშნეს. ხელს აწერს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე. დედანთან სისწორეს ადასტურებს საქმისმწარმოებელი ეკატერინე გველესიანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს ახალქალაქის ფერისცვალების ეკლესიის გამგემ, დეკანოზმა გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძემ ახალქალაქის პირველდაწყებითი უმაღლესი სასწავლებლის ინსპექტორს სთხოვა ეშუამდგომლა მისთვის, რათა ქართული საგნების მასწავლებლად და უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში დამრიგებლად დაენიშნათ. მას მასწავლებლობის ძალიან დიდი სურვილი და გამოცდილება ჰქონდა. ასევე მისწერა, რომ ამზადებდა ნამსახურეობის სიას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბერს თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის 7 ნოემბრის N81 ბრძანების თანახმად, გიმნაზიის სომხური ენის თავისუფლად დაგირავებულ მასწავლებლად 1-ლი ნოემბრიდან დანიშნეს არტაშე აბეგიანი. ხელს აწერენ დირექტორის ნაცვლად ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ნოემბერს განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს სთხოვა, სომხური ენის მასწავლებელ არტაშე აბეგიანს სამინისტროში წარედგინა ორი თითო მანეთიანი მარკა იმ თხოვნაზე დასართავად, რომელიც მას შეტანილი ჰქონდა სომხური ენის მასწავლებლის თავისუფალ ადგილზე დანიშვნის შესახებ. ხელს აწერენ დირექტორის ნაცვლად ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებილი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 ნოემბერს თბილისის ქალთა გიმნაზიის დირექტორს 4 ნოემბრის N414 მინაწერის პასუხად სწერენ და სთხოვენ დაუყოვნებლივ წარმოადგინონ ცნობები მასწავლებელი მ. დ. აბდუშელიშვილი-დემიდოვის ცენზის შესახებ. ხელს აწერენ: მთავარგამგე მიქაბერიძე, საქმისმწარმოებელი გვახარია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ნოემბერს თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის საქართველოს ისტორიის მასწავლებლად 16 ნოემბრიდან (ბრძ.N131) დაინიშნა მ. აბდუშელი-დემიდოვისა. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე და საქმისმწარმოებლის მაგიერ ძიძიგური.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის 1918 წლის 25 ნოემბრის N131 ბრძანებით მ. აბდუშელი-დემიდოვისა დანიშნულია თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიის საქართველოს ისტორიის მასწავლებლად მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან. ხელს აწერს მთავარგამგე გ. ნათაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

განათლების სამინისტრომ ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორ კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილს აუწყა, რომ მასწავლებელ ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილს მიანიჭეს საშუალო სასწავლებლის ფრანგული ენის მასწავლებლის წოდება და დაამტკიცეს იმავე თანამდებობაზე 1920 წლის პირველი მარტიდან (მინისტრის მოადგილის ბრძანება N66). ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია, მდივანი გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე და საქმისმწარმოებელი დ. მესხი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ლი მაისიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის 1920 წლის ბრძანებით ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის მასწავლებელ ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილს ფრანგული ენის საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიანიჭეს და დაამტკიცეს იმავე თანამდებობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის მოხსენება თბილისის სასამართლოს პალატის პროკურორ ისაი მარკოზის ძე დოლუხანოვის თხოვნა თანამდებობიდან განთავისუფლებაზე და დაადგინეს: 1-ლი დეკემბრიდან განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, მის ადგილას დაინიშნოს ქუთაისის ოლქის სასამართლოს პროკურორი ანტონ სტეფანეს ძე გელაზარიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის მოხსენება კავკავის ოლქის სასამართლოდან პალატაში გადმოცემული საქმეების თერგის ან მთიელ ხალხთა კავშირის რესპუბლიკისთვის გადაცემის შესახებ. დაადგინეს: გადაეცეს თერგის წარმომადგენელს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენება ეხებოდა საბერძნეთის კონსულის მიმართვას ბინიათ-ოღლების უძრავი ქონებისა და თამბაქოს კონფისკაციის საქმეს. დაადგინეს: დაუყოვნებლივ მოიხსნას რევიზია ბინიათ-ოღლის ქონებაზე და დაუბრუნდეს მას თავისი საქონელი; რაც შეეხება მურად ზაქარიას ძე ბინიათ-ოღლის, მისი საკითხი გადაწყდეს მისი დანაშაულის გამოკვლევის შემდეგ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენება გერმანიის მისიისთვის სესხად მიცემული 5 000 000 მანეთის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენება მთიელ ხალხთა რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიმართვის თაობაზე ბოლშევიკებისგან ჩეჩნეთისა და დაღესტნის განთავისუფლების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენება ეხებოდა მთიელთა რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მიმართვას ბონების გამოცემაში მონაწილეობის მიღების შესახებ. საკითხის გადაწყვეტა კომისიას მიანდეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მცირეწლოვან ისაი კეპინოვის თხოვნა გვარის დამკვიდრებაზე. დასკვნისთვის გადასცეს იუსტიციის მინისტრს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრო იღებს იუსტიციის სამინისტროსაგან თანამშრომელთა კოორდინატებს, მათ შორისაა, დ.ს.მელიქოვი, პროკურორის ამხანაგი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრო იღებს იუსტიციის სამინისტროსაგან თანამშრომელთა კოორდინატებს, მათ შორისაა, ე.ვ.დრაგნევინი, პროკურორის ამხანაგი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრო იღებს იუსტიციის სამინისტროსაგან თანამშრომელთა კოორდინატებს, მათ შორისაა, პ.პ. პრელეპკო, პროკურორის ამხანაგი

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრო იღებს იუსტიციის სამინისტროსაგან თანამშრომელთა კოორდინატებს, მათ შორისაა, მ.ა.ტატიშვილი, სასამართლოს პროკურორი

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროსგან თანამშრომელთა კოორდინატები მიიღო, მათ შორის თბილისის ოლქის სასამართლოს თავმჯდომერე პ. ზ. კიზირიასიც.