საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 მარტს თავრიდის სასახლეში (პეტერბურგი) ჯარისკაცთა დეპუტატების წევრი, პროვოკატორი ზორინი, ხოლო როსტოვში - სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი აფანასევი დააპატიმრეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 აპრილს, კვირას, საღამოს 7 საათზე კავკასიის კომისარიატის წევრმა აკაკი ჩხენკელმა კრებაზე მოიწვია სოციალ-ფედერალისტები და ნაციონალ-დემოკრატები სათავადაზნაურო ბანკის შენობაში. კრებაზე მან აღნიშნა უხერხულობა ერთსა და იმავე ქალაქში ორი მუშათა საბჭოს არსებობაზე და ს.-ფ. პარტიის წარმომადგენლებს ურჩია დამორჩილება დემოკრატებისადმი, როგორც უფრო ძლიერი პარტიისადმი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 მარტს ქ. ქუთაისში ქალთა საზოგადო კრებაზე კატო მიქელაძემ ქართველ ქალებს მიმართა სიტყვით ქალთა ზოგადი ჩაგრული მდგომარეობის შესახებ და მოუწოდა მათ ქალთა ემანსიპაციის, განსაკუთრებით კი ხმის უფლებისა და „საერო საქმეში ჩარევის“ მოთხოვნისაკენ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 29 დეკემბერს თბილისში გამართული კახეთის რკინიგზის აქციონერთა შეხვედრა დღის 12 სთ-ზე გახსნა გამგეობის თავმჯდომარემ ცნობით, რომ გარდაიცვალა გამგეობის წევრი, ინჟინერი რაფიელ ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 დეკემბერს თბილისში, ელისაბედის ქ. N73-ში, გამგეობის შენობაში, გაიმართა კახეთის რკინიგზის აქციონერთა შეხვედრა. გამგეობას წარმოადგენდნენ: თავმჯდომარე ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი, დირექტორები: დიმიტრი ესტატეს ძე ჩოლოყაევი, ინჟინერი გ. ვ. სარაჯიევი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 დეკემბერს მთავრობის თავმჯდომარემ და გზათა მინისტრმა კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარეს აცნობეს, რომ 29 დეკემბრისთვის დანიშნულ კახეთის გზის აქციონერთა სხდომაზე გზათა სამინისტროს მხრიდან მთავრობის წარმომადგენლებად ინჟინერი ი. ო. დადიანი და სამინისტროს კონსულტანტი კონსტანტინე დიმიტრის ძე მიქელაძე დანიშნეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის დეკემბერში შრომის სამინისტრო სთხოვს თბილისის ოფიცერთა ეკონომიური საზოგადოების გამგეობას, რომ გაუწიოს დახმარება დასაქმების მხრივ, მათ ყოფილ მუშა პარმენ ზოსიმეს ძე ბოკუჩავას.

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 დეკემბერს, ტერ-აბრამოვს, ნავთობის საბითუმო საწყობის მფლობელს , შრომის სამინისტრო უგზავნის წერილს, რომ მან გასცეს კურიერზე ტალონის შესაბამისი რაოდენობის ნავთი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 დეკემბერს, გიორგი პავლეს ძე ერაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შრომის მინისტრის ამხანაგი , წერს შსს მინისტრს, რომ მათ დაქვემდებერებაში მყოფ სასტუმრო ,, ბო- მონდს,, გაუწიონ შესაბამისი დახმარება

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 დეკემბერს შრომის სამინისტროს საქმისმწარმოებელი გოლდმანი სთხოვს შესაბამის განყოფილებებს, მიაწოდონ სტატისტიკური მონაცემები ამავე სამინისტროს თანამშრომელ მარია ალექსის ასულ გრიბოვსკაიას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 აგვისტოს მთავრობის საქმეთა მმართველი ს. კაკაბაძე ხელს აწერს დოკუმენტს, რომელიც გაეგზავნა შრომის სამინისტროს. მთავრობის თავმჯდომარე სთხოვს მათ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ გაზეთებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე მათი უწყების მუშაობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში დაიწყოს ფაქტების გამოძიება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შსს თბილისის ფოსტა -ტელეგრაფის ოლქის უფროსის მეორე განყოფილების საორგანიზაციო სამმართველოს უფროსმა მგელაძემ შრომის სამინისტროს გაუგზავნა დოკუმენტი, რომელშიც ითხოვს, უცხოეთში გასულ საქმიან კორესპოდენციაზე დაწესდეს ფასი.

1918

ტიპი: თანამდებობა

თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის თხოვნა ვლადიმერ მიხეილის ძე აბრამიშვილის მე-2 ვაჟთა გიმნაზიაში გადაყვანის შესახებ ინახებოდა N423 საქმეში.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგის ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძის 1918 წლის 29 ოქტომბრის N67 ბრძანების თანახმად, თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებელი მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად 1918 წლის 1-ლი ნოემბრიდან გადაიყვანეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის N44 ბრძანების თანახმად, დერპტის უნივერსიტეტის საისტორიო-საფილოლოგო ფაკულტეტის კურსდამთავრებული მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი იმავე წლის 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს 1918 წლის 17 იანვრის N283 შუამდგომლობაზე უპასუხეს, რომ თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორი წინააღმდეგი იყო მასწავლებელი მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი შუა სასწავლო წელს გადაეყვანათ ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იოსების ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

1918

ტიპი: განათლება

დამფუძნებელი კრების წევრ გრ. უროტაძეს ცნობად: 1918/19 სასწავლო წლის განმავლობაში საშ. სკოლაში სწავლის ფული იყო მინიმუმ 300, მაქსიმუმ _ 400 მან. გამონაკლისს შეადგენდა რამდენიმე სასწავლებელი, სადაც 500 მანეთს უდრიდა. მიმდინარე წელს მხოლოდ პირველ სამ კლასში დარჩა ძველებურად, 500 მან., ზედა კლასებში 500-600 მან. გახდა. რამდენიმე სკოლაში ადგილობრივი პირობების გამო (სკოლისთვის ინვენტარის შეძენა, ძველი ვალის გადახდა და სხვ.) 750-800 მანეთამდე გაიზარდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

„საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციამ 1919 წლის 25 აპრილს განათლების სამინისტროს სთხოვა განკარგულების გაცემა, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლისთავთან დაკავშირებით, 26 მაისისთვის მიეწოდებინათ სამინისტროს ერთი წლის მუშაობის ანგარიში, რათა რედაქციას შესძლებოდა მთავრობის მოღვაწეობის აღნუსხვა. „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქტორის მაგიერ ვ. ნოზაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილე (ხელს აწერს კანცელარიის დირექტორი მიქაბერიძე, საქმის მწარმ. კ. აბაშიძე) 1918 წლის 15 ოქტომბრის მოხსენებაში მთავრობის თავმჯდომარეს აცნობებს, რომ სამინისტრომ ყურადღება მიაქცია ქვეყნის იმ კუთხეებს, სადაც სახალხო განათლების მხრივ მეტად ჩამორჩენილი მდგომარეობა იყო, მაგ., თიანეთისა და დუშეთის მაზრებს, კრედიტი გამოითხოვა და 37 ახალი სკოლა გახსნა.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილემ (ხელს აწერს კანცელარიის დირექტორი მიქაბერიძე, საქმის მწარმ. კ. აბაშიძე) 1918 წლის 15 ოქტომბრის მოხსენებაში მთავრობის თავმჯდომარეს აცნობა, რომ თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტისა და საქართველოში არსებული ყველა სემინარიის რეორგანიზაცია განხორციელდა.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილე (ხელს აწერენ: კანც. დირექტორი მიქაბერიძე, საქმის მწარმ. კ. აბაშიძე) 1918 წლის 15 ოქტომბრის მოხსენებაში მთავრობის თავმჯდომარეს აცნობს დაწესებულებებს, რომლებიც გაუქმდა საქართველოს დამოუკიდებელ სახელწიფოდ გამოცხადების დღიდან: 1. ამიერკავკასიის სახალხო განათლების სამინისტრო, 2. ამიერკავკასიის სასწავლო ოლქი, 3. თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახალხო სკოლათა დირექციები, 4. თბილისის ქალთა ინსტიტუტი, 5. თბილისის სამხედრო გიმნაზია (კადეტთა კორპუსი). ამ დაწესებულებათა მოსამსახურეების უმრავლესობა შტატგარეშედ დარჩა.

1918

ტიპი: თანამდებობა

თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის N67 ბრძანებით გიმნაზიის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებელი მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი გადაიყვანეს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში 1918 წლის 1-ლი ნოემბრიდან. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის ბრძანების თანახმად (29 ოქტომბერი N67) გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად დანიშნეს მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის N44 ბრძანების თანახმად, დორპატის უნივერსიტეტის საისტორიო-საფილოლოგო ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილების სწავლადამთავრებული მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი დანიშნეს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლად მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან. ხელს აწერენ კანცელარიის ვიცე-დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.

ტიპი: განათლება

1918 წლის 18 ივლისს მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს თხოვნით მიმართავს, რომ დანიშნოს მასწავლებლად თბილისის ერთ-ერთ ქართულ გიმნაზიაში. დაასრულა დორპატის უნივერსიტეტის საისტორიო-საფილოლოგო ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება 1918 წლის 26 იანვარს. შეუძლია ასწავლოს: 1.ქართული ენა და ლიტერატურა, 2.საქართველოს ისტორია, 3.მსოფლიო ისტორია, 4.ფსიქოლოგია და ლოღიკა. ასევე, ადგენს მოწმობას სასწავლებლის დაარულების შესახებ. უთითებს მისამართს : გუნიბის ქუჩა, სახლი #58. მოწმობა სასწავლებლის დასრულების შესახებ წაიღო #3 1919 წლის 7 თებერვალს.