რეგისტრირებული ფაქტები81196
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 მარტს გორის სამაზრო ერობის გამგეობა დაბალი სკოლების მთავარ გამგეს აცნობებს, რომ ჯავის უმაღლესი სასწავლებლის ინსპექტორმა ივ. სანაყოევმა სარევიზიოდ გაუშვა ოსთა სკოლების ინსტრუქტორი მასოხოვი, რომელსაც მათ მიერ დავალებული ჰქონდა განათლების განკარგულების თანახმად სასწავლებელში ჩაეტარებინა რევიზია. ხელს აწერენ განათლების განყოფილების გამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი ფიდედვაძე. (1920 წლის 11 მარტი)
1918
ტიპი: ღონისძიება
6 თებერვალს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას მისწერა, რომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე ივ. სანაყოევს დროებით ვერ გადააყენებდნენ თანამდებობიდან. სასწავლო წლის ბოლოს მას ან გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან ან სხვა ადგილას გადაიყვანდნენ სამუშაოდ. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კირილე მიხეილის ძე არჯევანიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიამ გორის სამაზრო ერობას გაუგზავნა მიმოწერა კომისარ გასიევის მიერ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლიდან წაღებული ტყის მასალის დაბრუნების შესახებ. ხელს აწერენ დირექტორი ი. ვ. აფაქიძე, განყოფილების უფროსი, საქმისმწარმოებელი დ. ბოკუჩავა. (ფანქრით მიწერილია თარიღი 3 დეკემბერი.)
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 2 თებერვალს განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს, ივ. სანაყოევს წლის ბოლომდე ვერ გადააყენებდნენ თანამდებობიდან, წლის ბოლოს კი ან გაათავისუფლებდნენ, ან სხვა ადგილას გადაიყვანდნენ სამუშაოდ. ხელს აწერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვალს გორის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს გაუგზავნა 6 ფურცელი მიწერ-მოწერა ივ. სანაყოევისა და გასიევის საქმის შესახებ. ასევე აცნობა განათლების განყოფილების აზრი, რომ საჭირო იყო ივ. სანაყოევი ჯავის რაიონიდან გაერიდებინათ. ხელს აწერენ განათლების განყოფილების გამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი ფიდედვაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას გაუგზავნა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის მინაწერის ასლი და სთხოვა სამინისტროსთვის წარედგინა დაწვრილებითი ცნობები და დასკვნა ჯავის სასწავლებლის გამგის მინაწერისა და მასწავლებლის ანდრო ბეჟანოვის შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ: მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე, საქმისმწარმოებლის ნაცვლად ეკატერინე გველესიანი. (ფანქრით მიწერილია თარიღი 24 ნოემბერი, განათლების თავმჯდომარე).
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ჩიგოგიძეს მისი შუამდგომლობის პასუხად შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: რადგან 50%-ანი დამატება დაწესდა, ახალი მიმატება სასწავლებლის სპეციალური თანხიდან აღარ იყო საჭირო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 მაისს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორის, ნიკოლოზ ჩიგოგიძის თხოვნა. მისი ცნობით, ალ. ივ. ბალარჯიშვილისთვის 1919 წ. გიმნაზიის ხარჯთაღრიცხვაში ნაჩვენები იყო ზედმეტად თვეში 150 მანეთი, რაც ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შემდეგ ბალარჯიშვილს უნდა მისცემდოდა იმავე წლის 1-ლი იანვრიდან. დირექტორი ითხოვდა ნებართვას გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ზედმეტად ნაჩვენები 150 მანეთის გამოწერის შესახებ, აგრეთვე 1918წ. ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებისაც, სულ 450 მანეთს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 მარტს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორის, ნიკოლოზ ჩიგოგიძის წერილი, რომ ალექსი ბალარჯიშვილი 1918 წლის 1-ელ ოქტომბრამდე თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კომიტეტის დადგენილებით თვეში 474 მან. და 66 კაპ. ჯამაგირს იღებდა, ხოლო ახალი შტატების შემოღების შემდეგ – 300 მან., ე.ი. 174 მან. და 66 კაპ. ნაკლებს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ჩიგოგიძე უმაღლეს და საშუალო სკოლათა მთავარ გამგეს სთხოვდა, რომ ა. ი. ბალარჯიშვილს ნამსახური წლები ჩათვლოდა სახელმწიფო სამსახურში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიგოგიძემ უმაღლეს და საშუალო სკოლათა მთავარგამგეს გაუგზავნა ცნობა, რომ გიმნაზიის ექიმი ალექსი ივანეს ძე ბალარჯიშვილი 1907 წლის 1-ელი ნოემბრიდან სათავადაზნაურო გიმნაზიაში იყო მიწვეული.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 აპრილს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის ცნობა, რომ ალექსი ბალარჯიშვილს ნამსახურევი წლები სახელმწიფო სამსახურად ჩაეთვლოდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 7 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორს მიმართა, რომ 1-ელი ოქტომბრიდან სასწავლებლის უმაღლესი დაწყებითი სკოლის მათემატიკის მასწავლებლად მ. ბალანჩივაძე დაენიშნათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტროს დირექტორმა ალექსანდრე მდივანმა მიმართა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან გეომეტრიის მასწავლებლად მ. ბალანჩივაძე დაენიშნათ.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ ყორაღანის ქალთა სკოლის მასწავლებელს ნინო ყულუშვილს ხელფასის სახით 1050 მანეთი უნდა მისცემოდა, ხოლო პირველი სექტემბრიდან 400 მანეთი.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ მუშაბას ქალთა სკოლის მასწავლებელს პალადი ჯაოშვილს ხელფასის სახით 1050 მანეთი უნდა მისცემოდა, ხოლო პირველი სექტემბრიდან 400 მანეთი.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ ქოთუქლოს ქალთა სკოლის მასწავლებელს ქეთ. ბაჩალიაშვილს ხელფასის სახით 1050 მანეთი უნდა მისცემოდა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ ალიბეგლოს ქალთა სკოლის მასწავლებელს სოფიო ჯაოშვილს 1050 მანეთი უნდა მისცემოდა, ხოლო პირველი სექტემბრიდან 400 მანეთი.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ კახის ქალთა სკოლის მასწავლებელს სოფიო ყულოშვილს 1050 მანეთი უნდა მისცემოდა, ხოლო პირველი სექტემბრის შემდეგ 400 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
სოფელ კახის ნორმალური სკოლის მასწავლებელს, ელენე მჭედლიშვილს 1918 წლის 1 სექტემბრიდან უნდა მისცემოდა ჯამაგირი 400 მანეთის ოდენობით.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სოფელ კახის ნორმალური სკოლის მასწავლებელს ნიკ. მჭედლიშვილს ხელფასი 1918 წლის პირველი სექტემბრიდან უნდა მისცემოდა. პირველი სექტემბრის შემდეგ ის 400 მანეთს მიიღებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბერს გრიგოლ აფშინაშვილმა განათლების სამინისტროს წარმოუდგინა მოკლე წერილობითი მოხსენება საინგილოს სკოლების შესახებ და აღძრა შუამდგომლობა საინგილოს სკოლებისათვის საჭირო თანხის გადადების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ზაქთალის ოლქის მდგომარეობა, კერძოდ საინგილოსი, გამოუძიებელი იყო, სამინისტრო მაინც შესაძლებლად თვლიდა, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 31 დეკემბრამდე 20 250 მანეთი გადაედო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ განიხილა მოხსენება საინგილოს სკოლებისათვის 20 250 მანეთის გადადების შესახებ. იმჟამად საინგილოში არსებობდა შემდეგი სასწავლებლები: ნორმალური სკოლა სოფელ კახში; ქალთა და ვაჟთა სამრევლო სკოლები – ალიბეგლოში, ქოთუქლოში; მუშაბაშსა და ყორაღანში. ამ სკოლების მასწავლებლები იმ წლის მარტამდე ნორმალურად იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო აპრილიდან კახის ნორმალური სკოლის მასწავლებლებს შემცირებული ხელფასი ეძლეოდათ. ამიტომ იძულებულნი გახდნენ, სამსახურისთვის თავი დაენებებინათ. ისინი ითხოვდნენ კუთვნილ ანაზღაურებას. მოხსენებას ხელს აწერს სოფელ კახის ნორმალური სკოლის მასწავლებელი გრიგოლ აფშინაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
გიორგი დომენტის ძე მაჭარაშვილი 1918-1919 წლებში სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში კონსტანტინე მიხეილის ძე მიხაილოვი სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.