რეგისტრირებული ფაქტები81176
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კონსტანტინოპოლში მყოფი საქართველოს მისიის შუამდგომლობა იქ მცხოვრებ ქართველ მაჰამდიანთათვის ქართული სკოლის დაარსების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, სკოლის დაარსებას კონსტანტინოპოლში დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, რომ საზოგადოების გამგეობა სიამოვნებით იკისრებდა კონსტანტინოპოლში ქართული სკოლის გახსნას, რისთვისაც შეიმუშავებდა შესაფერის გეგმას და ხარჯთაღრიცხვას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება სკოლებისა და ბიბლიოთეკების ქონების გადაცემის შესახებ. როგორც მოხსენებიდან ჩანდა, ვ. ბურჯანაძემ ატენის და ვარიანის სკოლები გორის სამაზრო ერობას გადასცა, აკაურთას სკოლა – ბორჩალოს სამაზრო ერობას, სამტრედიის ბიბლიოთეკა-სამკითხველო და წიგნის სავაჭრო კიოსკი წიგნებით – ქალაქის გამგეობას. საზოგადოების გამგეობამ მოხსენება ცნობად მიიღო და სამტრედიის თვითმართველობას ვალად 37590 მანეთი და 64 კაპიკი დააწერა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ვასილ დავითის ძე მამულოვი სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ელენე გრიგორის ასული ჭავჭანიძე სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 გალაკტიონ ჩაჩხიანი წლებში იყო სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ნინა ნაუმის ასული ჩიგოგიძე სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ელისავეტა ვასილის ასული ფავლენიშვილი სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ნიკოლაი ტიმოთეს ძე შეპელევი სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში დავით გიორგის ძე ჯორჯაძე სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 ოლღა სვანიძე წლებში სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ფეოდორ სერგეის ძე სოტნიკოვი სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ანა ფომინის ასული სურმავა სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ივანე ადამის ძე პუცე სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ნიკოლაი ნიკოლაის ძე პოგორელოვი სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ნიკიტა ეფიმის ძე ორლოვი სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი 1918-1919 წლებში იყო სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი.
1918
ტიპი: თანამდებობა
გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე 1918-1919 წლებში იყო სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში დავით ზებედის ძე მესხი სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ნინა ივანეს ასული მჭედლიძე სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 მაისს მასწავლებელმა სამსონ ნუცუბიძემ დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოს მისწერა, რომ არანაირ შეიარაღებულ გამოსვლებსა და მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციებში მონაწილეობა არ მიუღია. იგი უდანაშაულოდ იყო დატუსაღებული, როგორც ბოლშევიკი, რის გამოც მთავრობის განკარგულების თანახმად სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსონ ნუცუბიძემ პედაგოგიურ საბჭოს სთხოვა ეშუამდგომლათ მისთვის შესაბამის უწყებასთან, რათა სამსახურში დაებრუნებინათ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 მაისს დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლიდან ქუთაისის სამაზრო ერობის გამგეობას მისწერეს, რომ სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს დადგენილების თანახმად, უმზადებდნენ მასწავლებელ სამსონ ნუცუბიძის სამსახურში დაბრუნების განცხადების ასლს და იმავე პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობის ოქმს ხსენებული მასწავლებლის სამსახურში დაბრუნების შესახებ. ხელს აწერს სასწავლებლის გამგე ათანასე ზურაბის ძე ლეჟავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
ქუთაისის სამაზრო ერობის გამგეობამ განათლების სამინისტროს აცნობა, რომ დიდი ჯიხაიშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭო შუამდგომლობდა სამსონ ნუცუბიძეს, რათა იგი სამსახურში თავის ადგილზე დაებრუნებინათ. ამავე სასწავლებლის განცხადებას სამსონ ნუცუბიძის სამსახურში დაბრუნების შესახებ ხელს აწერენ თავმჯდომარე და საქმის მწარმოებელი ვ. ჯანელიძე.