რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მოსკოვის სამეურნეო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი არქიფო ლავრენტის ძე კანდელაკი 1914 წელს დაარსებული ნიკორწმინდის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვლადიმერ ოქროპირის ძე მესხი 1914 წელს დაარსებული ნიკორწმინდის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ილია მიხეილის ძე კბილაძე 1914 წელს დაარსებული ნიკორწმინდის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული მინა სპირიდონის ასული მესხი 1914 წელს დაარსებული ნიკორწმინდის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის კორძაიას სახელობის ჭრა-კერვის სასწავლებლის კურსდამთავრებული ნეოლინა ვასილის ასული გაბუნია 1916 წელს დაარსებული ძველი სენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია1916 წელს დაარსებული ძველი სენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ბათუმის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული ნინო ბორისის ასული ფიფია 1916 წელს დაარსებული ძველი სენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ფოთის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული მარიამ დავითის ასული ხოფერია 1916 წელს დაარსებული ძველი სენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მღვდელი კირილე ჯავახია 1916 წელს დაარსებული ძველი სენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ამიერკავკასიის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული ვლადიმერ სპირიდონის ძე ქუთათელაძე 1916 წელს დაარსებული ძველი სენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გიორგი ივანეს ძე ქვარცხავა 1917 წელს დაარსებული ჩხოროწყუს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს კალისტრატე მაქსიმეს ძე ქვარცხავა 1917 წელს დაარსებული ჩხოროწყუს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გერმანული ენის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული იოანე სტეფანეს ძე კაჭარავა 1917 წელს დაარსებული ჩხოროწყუს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ივანე პავლეს ძე ქვარცხავა 1917 წელს დაარსებული ჩხოროწყუს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული თადეოზ ზოსიმეს ძე ვეკუა 1917 წელს დაარსებული ჩხოროწყუს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული ერასტი ასლანის ძე როდონაია 1917 წელს დაარსებული ჩხოროწყუს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.
1948
ტიპი: გარდაცვალება
1948 წლის ოქტომბერში შალვა მაღლაკელიძის ძმიშვილი კირიონ მაღლაკელიძე გარდაიცვალა.
1948
ტიპი: ღონისძიება
1948 წლის დეკემბერში მღვდელი თარხნიშვილი შალვა მაღლაკელიძეს დაჰპირდა, რომ გაიოზ მაღლაკელიძის პრესის ბიუროსთვის მასალების მოძიებაში დაეხმარებოდა. თარხნიშვილი ბეირუთში იყო და მაღლაკელიძეს სირია-ლიბანის შესახებ მიაწვდიდა ინფორმაციას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები: შიო დედაბრიშვილი, სეით იაშვილი, მეთოდე კაკაბაძე, თავმჯდომარეობდა დავით კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვ. ბარნოვის წინადადება თავის სახელმძღვანელოს „ქართულით სიტყვიერების ისტორიიდან გაკვეთილების“ დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ თ. კიკვაძეს მიანდო სამინისტროს რეცენზიის მოტანა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ჯავახიშვილისგან მისი წიგნის, „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის მე-XVII ს.“, 800 ცალის შეძენის საკითხი. გამგეობამ 400 ცალის შეძენა გადაწყვიტა.