რეგისტრირებული ფაქტები92889
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ აბრამ გერასიმეს ძე აკოფოვისთვის „ბუნების კარისა“ და „დედა ენის“ ყდაში ჩასმისთვის კუთვნილი თანხის მიცემა გადაწყვიტა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ პეტრე სურგულაძესთვის ეთხოვათ საგარეჯოსა და გიორგიწმინდის სკოლების რევიზია.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 3 თებერვალს დავით კარიჭაშვილმა გაბრიელ ეპისკოპოსის პანაშვიდის გადახდისთვის სასულიერო პირებს მადლობა გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელთუბნის სკოლის რევიზიის საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ივანე რატიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წინაშე პირველი და მეორე სამკითხველოს შესახებ მოხსენებით წარდგა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოახსენა, რომ საჭირო იყო თონეთის სკოლის რევიზია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ თონეთის სკოლის რევიზიის საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილის ინიციატივით საზოგადო კრება 28 ოქტომბრის 11 საათზე დანიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოახსენა, რომ საჭირო იყო წინარეხის სკოლის რევიზია.

