საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87041

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ ვალერიან გაფრინდაშვილმა „ვარამ გაგელის“ ფსევდონიმით გამოაქვეყნა წერილი „სანდრო ცირეკიძე და შალვა კარმელი“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის წერილი „ვალერი ბრიუსოვი“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსი „ოდა პიკასსოს“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა შალვა კარმელის ლექსი „გიჟი და ბაყაყები“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის ლექსი „ირრუბაქიძე“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა რაჟდენ გვეტაძის ლექსი „პოეტის ქუდი და თვითმკვლელობა“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა გრიგოლ ცეცხლაძის ლექსი „კვირა დღე ტფილისში“.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს გ. რობაქიძემ დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „გასპარ გაუზერ“.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ი. ფურცელაძემ თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს გ. ჯაყელმა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა შალვა აფხაიძის პოემა „კატასტროფის“ პირველი ნაწილი.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა პაოლო იაშვილისა და კოლაუ ნადირაძის „პორტრეტები“, რომელთა ავტორი იყო იმ დროს უკვე გარდაცვლილი სანდრო ცირეკიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

ქუთაისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორი სთხოვდა სახალხო განათლების მინისტრს, რომ ხსენებულ გიმნაზიაში ლათინური ენის მასწავლებლად დაემტკიცებინათ დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი 1917 წ. პირველი სექტემბრიდან.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პედაგოგი დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი დაიბადა 1891 წლის 3 ივნისს. ის იყო მართლმადიდებელი და წლიური ჯამაგირი ჰქონდა 6458 რუბლი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 15 მარტიდან თამარ ივანეს ასული გარსოევი თბილისის ქალთა მე-5 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწედ დამტკიცდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

ბარბალე გარსიაშვილმა თხოვნით მიმართა დაბალ სკოლათა მთავარგამგეს, რათა დაენიშნათ ახალციხის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი იანვრიდან ბარბალე გარსიაშვილი დამტკიცდა ახალციხის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბრის მონაცემებით, მარიამ გარსიაშვილს სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვლებოდა ნამსახური წლები, თუ ის შეიტანდა სახაზინოში სამსახურის განმავლობაში მიღებული ჯამაგირის სათანადო პროცენტს, საპენსიო ფონდის გასაძლიერებლად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ელი მარტის „ერთობაში“ დაბეჭდილია გორის რაიონის მაზრის კომისრის, ვ. ზ. მაჩაბლის ერთგვარი ანგარიში „გორის ამბები“ მე-4 ქართული პოლკის დაშლის და სხვ. შესახებ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 20 თებერვალს ციმბირში გადასახლებაში გარდაიცვალა ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი სეფე მეთოდის ძე ხომასურიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ელი მარტის „ერთობაში“ დაიბეჭდა ახალქალაქის ქალაქისთავის, მარქარიანის ცნობა, რომ 15 თებერვალს ქართველთა ბრბოს მიერ ნაცემი ილია ალხაზიშვილი კარგად არის და რომ ცნობა მისი მოკვლის შესახებ პროვოკაციაა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლ მარტს „ერთობაში“ დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას წარმოთქმული სიტყვა ამიერკავკასიის სეიმის 26 თებერვლის სხდომაზე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 25 თებერვალს დაასაფლავეს კავკავში ვერაგულად მოკლული სასურსათო კომიტეტის წევრი გიორგი დალაქიშვილი.