რეგისტრირებული ფაქტები87041
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 7 ოქტომბერს რკინიგზის საავადმყოფოს ფერშალი პეტრე მელუა გარდაიცვალა. მისი გამოსვენება თავისი ბინიდან, გლდანის ქუჩიდან, იყო დაგეგმილი. ის კუკიის სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 8 ოქტომბერს ნინო მელქისედეკის ასული მიქელაძე გარდაიცვალა. პანაშვიდი დანიშნული იყო 9 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, ლერმონტოვის ქ. N 19-ში.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წლის 21 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი თარგმანი სხირტლაძეს გადასცა და დაჰპირდა, რომ ჰონორარს შეუნახავდა.
1952
ტიპი: ღონისძიება
1952 წელს ევგენი გეგეჭკორმა შალვა მაღლაკელიძე მთავრობის სახელით პარიზში მიიწვია. შალვა მაღლაკელიძეს საკონსულოში ვიზის მიღებას დაჰპირდნენ.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წლის მაისში დავით შარაშიძის ვაჟი, გიორგი (გოგი) შარაშიძე ყვავილზე აცრეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 აპრილს თელავში ჩატარდა თათბირი, რომელიც ან. ყაზახაშვილმა გახსნა, მდივანი ე. კაკულია იყო. მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭოს წევრებმა, გ. ა. წინამძღიშვილმა და სოლომონ მ. ჩოლოყაშვილმა წაიკითხეს მოხსენებები მათი საქმიანობის შესახებ და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საბჭოს დებულების გეგმის უმთავრესი საფუძვლები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 აპრილს წინანდალში სოლომონ ჩოლოყაშვილმა და გ. წინამძღვრიშვილმა ჩაატარეს კრება, სადაც ისაუბრეს მეღვინე-მევენახეობათა ყრილობის საბჭოს შესახებ. მათ დაარსეს მევენახეობის სარაიონო საბჭო და წარმომადგენლად ვასილ ბერეჟიანი აირჩიეს.

