რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს კირაკოზოვის საბუღალტრო კურსების წესდებისა და პროგრამების დამტკიცების საკითხი. დაადგინეს: დამტკიცდეს პროგრამა და წესდება და ეწოდოს „კერძო საბუღალტრო კურსები“. კურსებზე სავალდებულო იყოს სახელმწიფო ენის სწავლება.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სამტრედიის უმაღლესი დაწყ. სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლის მღვდელ კანდელაკის თხოვნა საპენსიო და ხუთწლეულების მისაღებად ძველი ნამსახური წლების ჩათვლის შესახებ. დაადგინეს, ჩაეთვალოს არსებული კანონის თანახმად და მიეცეს ხუთწლეულები მხოლოდ ერთი თვის, დამტკიცების დღიდან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე სოხუმის საშუალო სასწავლებელთა რევიზიის საქმე გრიგოლ ნათაძეს მიანდეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს საკითხი ბ. ჩინჩალაძის ლათინური ენის სახელმძღვანელოს მიღების შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სახალსო მასწავლებელი ამბროსი გიორგის ძე შევარდნაძე 1917 წელს დაარსებული ძიმითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის ქალთა ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ივლიტა იობის ასული გოგუაძე მუშაობდა 1917 წელს დაარსებულ ძიმითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გაბრიელ ჯამულეთის ძე გოგუაძე, რომელსაც პეტერბურგის უნივერსიტეტის პედაგოგიური კურსები ჰქონდა დამთავრებული,1917 წელს დაარსებული ძიმითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს დიმიტრი მიხეილის ძე ნაცვლიშვილი, რომელსაც გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, 1918 წელს დაარსებული ხვარბეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საერთო საგანთა მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული გიორგი სიმონის ძე წითლიძე 1918 წელს დაარსებული ხვარბეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ივანე საბას ძე ვაშაყმაძე 1917 წელს დაარსებული ლიხაურის უმაღლესი დაწყებითი საშუალო სასწავლებლის ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პელაგია ერმილეს ასული ლომჯარია 1917 წელს დაარსებული ლიხაურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნასტასია ქიშვარდის ასული მახარაძე 1917 წელს დაარსებული ლიხაურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საერთო საგანთა მასწავლებლად მუშობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებული ლიუდმილა ირაკლის ასული ჯუღელი 1917 წელს დაარსებული ლიხაურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საერთო საგანთა მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გიმნაზიის კურსდმთავრებული ელენე მიხეილის ასული ქიქოძისა 1917 წელს დაარსებული ლიხაურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საერთო საგანთა მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ირაკლი ნიკიფორეს ძე ღლონტი მუშაობდა 1917 წელს დაარსებულ ლიხაურის უმაღლესი დაწყებითი საშუალო სასწავლებლის ინსპექტორად
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მღვდელი მოსე დავითის ძე ჯორბენაძე 1917 წელს დაარსებული ჩიბათის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს აკაკი დომენტის ძე იმნაძე, ხონის სამასწავლებელო სემინარიის კურსდამთავრებული, 1917 წელს დაარსებული ჩიბათის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ბათუმის სამოქალაქო სასწავლებლის კურსდამთავრებული პლატონ სამსონის ძე იმნაძე 1917 წელს დაარსებული ჩიბათის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ალექსანდრე მიხეილის ძე ჭავჭანიძე 1917 წელს დაარსებული ჩიბათის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ამბაკო ბუჭუას ძე მგელაძე 1915 წელს დაარსებული ბახვის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ფიზკულტურის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სახალხო სასწავლებლის კურსდამთავრებული ეკატერინე მირიანის ასული სობოლევისა 1915 წელს დაარსებული ბახვის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს კონსტანტინე სალუქვაძე 1915 წელს დაარსებულ ბახვის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს რეალური სასწავლებლი სკურსდამთავრებული ბორის კონსტანტინეს ძე ნინიძე 1915 წელს დაარსებული ბახვის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საოსტატო სემინარიის კურსდამთვრებული ილია გიორგის ძე ორაგველიძე 1915 წელს დაარსებული ბახვის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვერა გრიგორის ასული მგალობლიშვილი, ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული, 1915 წელს დაარსებული ბახვის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.