რეგისტრირებული ფაქტები85406
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-1904 წლებში აკაკი ჩხენკელი აფხაზეთში ვექილად მუშაობდა, მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმეებში, ებრძოდა რუსეთის ანტიქართულ პოლიტიკას, რისთვისაც იგი კავკასიიდან გადაასახლეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში მოხდა არეულობა, რომელსაც აკაკი ჩხენკელის მონაწილეობით საიდუმლო სოციალისტური ჯგუფი ხელმძღვანელობდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
აკაკი ჩხენკელი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი დღიდან მისი დაარსებისა საქართველოში.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის 1918 წლის 18 ივლისის ბრძანებით (N16) გიორგი მიხეილის ძე ბერიძე 1-ელი იანვრიდან ხონის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძის 1918 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით (N183) 1-ელი იანვრიდან გიორგი ბერიძე ხონის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 20 ივნისიდან აგრაფინა ბერიძე ხონის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის პირველ მარტს აგრაფინა ბერიძე, მისი თხოვნის თანახმად, სამსახურიდან დაითხოვეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ნოემბერის ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების კომისარიატის განკარგულებით აგრაფინა ბერიძე ხონის მარინეს სახელობის ქალთა სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1910
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის 1910 წლის 17 მარტის განკარგულებით, აგრაფინა ბერიძე მარტვილის ერთკლასიანი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის პირველი დეკემბერის იმერეთის ეპარქიალური საბჭოს განკარგულებით აგრაფინა ბერიძე ხონის მაცხოვრის სამრევლო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1950
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1950 წლის 10 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძე და გაიოზ მაღლაკელიძე გერმანიაში ერთმანეთს ვერ შეხვდნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
ივანე ბერიაშვილი ავადმყოფობის გამო ითხოვდა თანამდებობიდან გათავისუფლებას. 1920 წლის 15 იანვრიდან ის გაათავისუფლეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
თბილისის ვაჟთა მერვე გიმნაზიის დირექტორი განათლების სამინისტროს სთხოვდა ნებართვას ივანე ბერიაშვილისთვის იმ მძიმე და რთული შრომის გამო, რომელსაც ის ეწეოდა მისცემოდა გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ერთდროული დახმარება 1200 მანეთი. განათლების სამინისტრომ დირექტორის თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 სასწავლო წლებში ივანე ბერიაშვილს თბილისის ვაჟთა მერვე გიმნაზიის საქმისმწარმოებლის მოვალეობის შესრულება ჰქონდა დავალებული.