საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80102

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 18 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ექიმმა მიხეილ ზანდუკელმა „წითელ ჯვარში“ სამსახურს თავი დაანება.

1920

ტიპი: ავტორობა

დამფუძნებელი კრების წევრები – ფირცხალავა, გომართელი და ჭელიძე – ლეჩხუმიდან იტყობინებიან, რომ ხალხი სამშობლოს დასაცავად ერთხმად მომართულია.

1920

ტიპი: ავტორობა

მუშათა კლუბში გამართულ პროფესიულ ორგანიზაციათა შეკრებაზე, ევროპიდან დაბრუნებულმა ირაკლი წერეთელმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელი მოხსენება გააკეთა. იგი საქართველოს მდგომარეობას ბელგიისას ადარებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მაისში ქართულ კლუბში პირველად დაიდგა პიესა „ქალის ცხოვრება“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ალექსანდრე მაისურაძის მომღერალთა გუნდი და აზიური ორკესტრი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ნავთიჭალაში სამთო მადნეულის გამოსაკვლევად გაიგზავნა მკვლევართა ჯგუფი ინჟინერ იოსებ ყიფშიძის მეთაურობით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ბორჩალოს მუსლიმთა ყრილობამ რესპუბლიკის თავმჯდომარეს მისასალმებელი დეპესა გაუგზავნა და მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საღამოს 6 საათზე რკინიგზის საავადმყოფოდან ფრონტზე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გამოასვენეს. დაკრძალვას დამფუძნებელი კრების წევრები ესწრებოდნენ. პროცესიას სიტყვით მიმართეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ სიმონ გურგენის ძე მდივანმა და ქალაქ თბილისის თავმა ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს კონსტანტინე ბერეკაშვილი კახეთში გაჩენილი ვენახების ახალი სენის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებს ეძებდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

მიწათმოქმედების სამინისტრომ კახეთში თავის წარმომადგენლად კონსტანტინე ბერეკაშვილი დანიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სოფელ კულაშში გაიმართა მიტინგი, რომელსაც ალექსანდრე ლომთათიძეც დაესწრო. მომიტინგეებმა მთავრობას თავდაცვის საქმეში ყოველგვარი დახმარება აღუთქვეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ მათეს ძე არსენიძემ სასამართლო უწყების ყველა დაწესებულებას აცნობა, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებასთან დაკავშირებული არც ერთი შუამდგომლობა არ განიხილებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

მთავრობის თავმჯდომარემ სენაკის სახალხო გვარდიელებისა და ტყიბულის მაღაროელებისაგან მიიღო დეპეშა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ისინი დაიცავდნენ დედასამშობლოს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ რუსეთში საქართველოს რესპუბლიკის ელჩ გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძეს ზავის დადება დეპეშით მიულოცა. ის დარწმუნებული იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ყოველგვარი გაუგებრობის აღმოფხვრაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ქალაქის საბჭოში გამართული თბილისის ჟურნალისტთა პროფესიული კავშირის კრების თავმჯდომარე იყო ო. ბუკშტეინი. კრებაზე კავშირის ახალი წესდება განიხილეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მაისში შავ ზღვაზე, ბათუმსა და სტამბულს შორის მიმავალ გემს თავს დაესხნენ მეკობრეები. გემზე იმყოფებოდა პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელის მეუღლე, რომელსაც ორი მილიარდის ღირებულების ნივთები წაართვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მაისში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას წარუდგა სომხეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი ბეკზადიანი.

1920

ტიპი: თანამდებობა

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება სვიმონ მდივანს დაევალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე მოხსენების წასაკითხად თბილისიდან დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს შეარაღებული ძალების სარდლის, გენერალ გიორგი ივანეს ძე კვინიტაძის განკარგულებით გაზეთების ამწყობნი და მბეჭდავნი სამხედრო სამსახურში გაწვევისგან განთავისუფლდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის მაისში თელავში სამაზრო მილიციის უფროსმა დიდგულიძემ მოკლა ყაჩაღთა რაზმის მეთაური გარი ასტან ასუფ-ოღლი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საფრანგეთის მოქალაქე გიბის მიერ მიწათმოქმედების სამინისტროს წინაშე მდინარე ტყიბულაზე ათიათასი ცხენისძალის სიმძლავრის ჰიდროელექტოსადგურის აშენებასთან დაკავშირებით შუამდგმლობა აღიძრა. სამინისტრომ თანხმობა განაცხადა.

1919

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს მაზრების გენერალ-გუბერნატორის ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძის განკარგულებით, სენსაციური ცნობების გამოქვეყნების გამო გაზეთი „Новости дня“ დაიხურა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ლაგოდეხში მცხოვრები ვანი ჯანიაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზის დროს მოაჭრეს მარჯვენა ხელი, მზად იყო სამშობლოს დასაცავად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სენაკის სატუსაღოდან გაქცეული პატიმარი ბიგვავა დაჭერისას მძიმედ დაიჭრა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის მაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდიდან შეატყობინეს, რომ ხანგრძლივი დევნის შემდეგ დაიჭირეს სენაკის სატუსაღოდან გაქცეული პატიმრები: ბიგვავა, ქაჯაია და გვასალია.