საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88881

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 17 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კავკასიაში სპარსეთის გენერალური საკონსულოსგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვით, გერმანიის საკონსულო საქმეები დოქტორ ფონ დრუფელს ჩააბარეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

„ერთობაში“ დაიბეჭდა დოქტორ ფონ დრუფელის წერილი, რომელიც მან საგარეო საქმეთა მინისტრს გაუგზავნა. დრუფელი იუწყება, რომ 1920 წლის 25 ივლისიდან საქართველოს რესპუბლიკაში გერმანიის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურად დაინიშნა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. კანცელარია პასკევიჩის N14-ში გახსნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი სექტემბრიდან სტეფანე გაგუა საკუთარი თხოვნის თანახმად, ფოთის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

სტეფანე დავითის ძე გაგუა მასწავლებლად 40 წელიწადი მსახურობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

სტეფანე გაგუამ თანახმად მისი თხოვნისა პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეობის მოვალეობის აღსრულებას თავი დაანება, მაგრამ პედაგოგიური საბჭოს თხოვნით დარჩა გიმნაზიის მასწავლებლად.

1919

ტიპი: ღონისძიება

ფოთის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა გაუგზავნა წერილი სასწავლებელთა მთავარ-გამგეს, რომლის მიხედვითაც აცნობა, რომ ფოთის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თვამჯდომარის მოვალეობის აღმსრულებელი სტეფანე დავითის ძე გაგუა, თანახმად პედაგოგიური საბჭოს სურვილისა, მიიწვიეს ხსენებული გიმნაზიის უმცროს კლასებში 1919 წ. პირველი სექტემბრიდან ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკის მასწავლებლად.

ტიპი: ღონისძიება

სასამრთლომ გადაწყვიტა, რომ ფოთსა და სენაკში დაარსებულ ჯგუფებთან დაკავშირებული ყველა მასალა გადაეცა ქ. თბილისში ქართული ისტორიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოებისათვის.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს სასამართლომ შენიშნა, რომ კორესპონდენციის სიტყვები „პროვოკატორული მუშაობა“ და „ქართველ მოძმეთა შორის შუღლისა და მტრობის თესვა“ სტეფანე გაგუას არ ეხებოდა. თვით შალვა ჩოჩიამაც განაცხადა, რომ ამ სიტყვების დაწერისას მას სტეფანე გაგუა არ ჰყოლია მხედველობაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს შალვა ჩოჩია თავის კორესპონდენციაში საუბრობდა იმის შესახებ, რომ სტეფანე გაგუა სოფლის მასწავლებლებს აძლევდა „ფარულ დირექტივებს“, თუმცა ეს ბრალდება არ დამტკიცდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს სასამართლომ დაამტკიცა, რომ სტეფანე გაგუა არ ასწავლიდა ბავშვებს მეგრულად, თუმცა მეგრელ ბავშვებს მეგრულად უხსნიდა ზოგიერთ გაუგებარ სიტყვას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს სტეფანე გაგუას ცილს სწამებდნენ, რომ შეპყრობილი იყო მეგრული სეპარატიზმით და გიმნაზიაში მოწაფეებს ჰყოფდა მეგრელ და გურულ მოწაფეებად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის პირველი აპრილის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ სოლომონ ჩოლოყაშვილი მევენახეებს უხსნიდა, როგორ გაებათ მავთული ვენახებში.

ტიპი: ღონისძიება

ფოთსა და სენაკში სამეგრელოს კულტურის მოყვარე ჯგუფების დაარსებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოების ფართო წრეებში. ეს მითქმა-მოთქმა განსაკუთრებით გაძლიერდა მიხეილ კანკავას სიტყვის შემდეგ იონა მეუნარგიას დასაფლავების დროს. საზოგადოებამ ,,მაფალუუს'' დაარსება მიიღო თავზარდამცემ ამბად, თითქოს დაიბადა მეგრული სეპარატიზმიო. სწორედ ამ გულისტკივილმა აღაშფოთა და აიძულა შალვა ჩოჩია თავისი სახელით გაზეთში გამოექვეყნებინა წერილი სათაურით ,,სამეგრელოს ავტონომისტები!''. ის რომელიმე პიროვნებისადმი პირადი ინტერესებით არ სარგებლობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს სტეფანე გაგუა არ მონაწილეობდა სენაკში არსებულ „მაფალუუს“ ჯგუფის საქმეებში.

ტიპი: ღონისძიება

მიხეილ კანკავა შეუთანხმდა ფოთის ჯგუფს, რომ მათ ექნებოდათ მხოლოდ კულტურული მიზნები. ხსენებული წესდების პროექტის საბოლოო რედაქცია მიენდო თბილისში მიმავალ პედაგოგს სერგო დანელიას, რომელსაც შემდეგ ეს პროექტი უნდა დაესტამბა ერთ-ერთ გაზეთში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის პირველი აპრილის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ მიხეილ შალამბერიძე მკითხველს ყურძნის შემადგენლობას ასწავლიდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ფოთის ჯგუფსა და „მაფალუუს“ შორის არსებობდა ურთიერთობა, რომელიც იმაში გამოიხატებოდ, რომ „მაფალუუს“ წარმომადგენელი მიხეილ კანკავაფოთის ჯგუფის სხდომებს ესწრებოდა და საერთო წესდების შემუშავებაში მონაწილეობდა.

ტიპი: ღონისძიება

მიხეილ კანკავამ ,,მაფალუუს'' პოლიტიკური ხასიათი უარყო და განაცხადა, რომ ჯგუფის სახელი იყო - სამეგრელოს კულტურის მოყვარე ჯგუფი ,,მაფალუუ''.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 10 ოქტომბერს სოფელ კავთისხევში ტრაგიკულად დაღუპული პორუჩიკი მიხეილ ივანეს ძე ონოფრიშვილი დაკრძალეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის პირველი აპრილის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ ივანე ანდრონიკაშვილი წერდა, როგორ მოიმატებდა ღვინის ფასი და მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე, თუკი მეღვინე-მევენახეები მისი დაყენების ტექნოლოგიას შეცვლიდნენ. მისი აზრით, მარტო მევენახეები ამას ვერ შეძლებდნენ და ეს საქმე კოოპერატივებსა და ღვინით მოვაჭრე სააქციო საზოგადოებებს უნდა გაეკეთებინათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მაისში „მაფალუუს“ თავმჯდომარის ამხანაგმა, მიხეილ კანკავამ სოფელ ცაიშში იონა მეუნარგიას დასაფლავებაზე „მაფალუუს“ სახელით სამეგრელოს პოლიტიკური მოწყობის შესახებ პოლიტიკური შინაარსის სიტყვა მეგრულად წარმოთქვა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 ოქტომბერს ონში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ვლადიმერ დავითის ძე ჯაფარიძე გარდაიცვალა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 აპრილს ახალ სენაკში სტუდენტმა მიხეილ კანკავამ და მისმა ძმამ, ალექსანდრემ დააარსეს ჯგუფი „მაფალუუ“, რომლის მიზანი იყო სამეგრელოს ისტორიის, არქეოლოგიისა და ენის შესწავლა. ჯგუფი უმეტესად ახალგაზრდებისგან შედგებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ნოემბერსა თუ დეკემბერში ქ. ფოთში დაარსდა პატარა ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სტეფანე გაგუა, როგორც ერთ-ერთი თაოსანი. ეს ჯგუფი მიზნად ისახავდა სამეგრელოს ისტორიის, არქეოლოგიის, ზნე-ჩვეულებებისა და ენის შესწავლას, პერიოდულ და სხვა გამოცემათა ბეჭდვას მეგრულ ენაზე და საზოგადოდ საგანმანათლებლო საქმის მოწყობას საქართველოს ამ კუთხეში.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 8 ოქტომბერს, დილის 10 საათზე გიორგი (გიგო) დუშურაშვილი კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალეს.