საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82987

1917

ტიპი: განათლება

1917-1918 სასწავლო წელს მიხეილ გავრილოვმა თბილისის მეორე კომერციული სასწავლებელი დაამთავრა.

1917

ტიპი: განათლება

1917-1918 სასწავლო წელს ვიქტორ ვაჩნაძემ თბილისის მეორე კომერციული სასწავლებელი დაამთავრა.

1917

ტიპი: განათლება

1917-1918 სასწავლო წელს ნიკოლოზ ბობროკოვმა თბილისის მეორე კომერციული სასწავლებელი დაამთავრა.

1917

ტიპი: განათლება

1917-1918 სასწავლო წელს აიკ ატბაშიანმა თბილისის მეორე კომერციული სასწავლებელი დაამთავრა.

1917

ტიპი: განათლება

1917-1918 სასწავლო წელს შალვა ბიბილურმა თბილისი მეორე კომერციული სასწავლებელი დაასრულა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 მაისს თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის დირექტორი ნიკოლოზ მახათაძე განათლების სამინისტროს სთხოვს, აცნობონ, ჰქონდა თუ არა თბილისის დედათა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულს საშუალო სკოლის ყველა კლასში სწავლების უფლება.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წელს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს სთხოვა, გაეგზავნა გურიაში გავრცელებული ლობიოს ჯიშებისა და კერძების სახელწოდებები, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევისთვის გამოადგებოდა.

ტიპი: ავტორობა

ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევით ლობიოს თესლი საქართველოში XVI საუკუნიდან უნდა შემოსულიყო, სავარაუდოთ ამერიკიდან, გურიის საშუალებით.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 30 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძემ მშობლებს მისწერა, რომ ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ეკონომიკური ისტორიის საკითხებს ამუშავებდა და ცდილობდა, საქართველოში ლობიოს კულტურის გავრცელების დრო და გზები გაერკვია.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 30 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძემ მშობლებს მისწერა, რომ მიიღო მათი დაზღვეული და დაუზღვეველი წერილები და მამას მასალაც.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება საშუალო სასწავლებლებისთვის ავანსის 150 მანეთიდან 1000-მდე გადიდების შესახებ. დაადგინეს, წარედგინოს პარლამენტს კანონპროექტის სახით, რადგან ეს წინადადება ეწინააღმდეგებოდა არსებულ დებულებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება სამეცნიერო დაწესებულებათა გაერთიანების შესახებ. საკითხი განხილვისთვის კომისიას გადაეცა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ბ. ბ. არუთინოვს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 397 მანეთი და 90 კაპიკი მოემატა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ე. გ. ტოროსინს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 397 მანეთი და 90 კაპიკი მოემატა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ს. ი. გზელიევს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 400 მანეთი მოემატა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარი გამგის მოხსენება უმაღლეს დაწყებით სასწავლებელთა გახსნის შესახებ. დაადგინეს: სასწავლებლები გაიხსნას თბილისის გუბერნიაში – ბორჯომში, მცხეთაში, თბილისში, ნაძალადევში, გურჯაანში, საგარეჯოსა და ქვემო მაჩხაანში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარი გამგის მოხსენება უმაღლეს დაწყებით სასწავლებელთა სახაზინო ხარჯზე მიღების შესახებ და დადგინეს: ხაზინის ხარჯზე მიიღონ ცხინვალისა და დუშეთის სასწავლებლები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარი გამგის მოხსენება ახალი დაწყებითი სკოლების შესახებ და დაადგინეს, თბილისის გუბერნიაში გახსნილიყო 36 ახალი დაწყებითი სასწავლებელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 აგვისტოს სატექნიკო და საპროფესორო სწავლის მთავარი გამგე თაქთაქიშვილი ხელს აწერს დოკუმენტს, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს, ი. ა. ვანახსა და ნ. ი. უჩუნსკის თბილისის მიწისმზომელთა სასწავლებელში გამოცდების ჩაბარების ნება ეძლევათ.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 28 აგვისტოს ბრძანებით რუსეთის მოქალაქე ნ. ი. უჩუნსკის თბილისის მიწისმზომელთა სასწავლებელში გამოცდების ჩაბარების ნება დართეს.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 28 აგვისტოს ბრძანებით რუსეთის მოქალაქე ი. ა. ვანახს თბილისის მიწისმზომელთა სასწავლებელში გამოცდების ჩაებარების ნება დართეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 იანვარს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორმა ხელი მოაწერა დადგენილებას თბილისის სამიწათმოქმედო სასწავლებელში შტატების დამტკიცების თაობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ივლისს თბილისის სამიწათმზომელო სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლის, სტანისლავ ვოშინსკის შესახებ განათლების მინისტრმა პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ივლისს თბილისის სამიწათმზომელო სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლე ანდრეი იურჩაკის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ივლისს თბილისის სამიწათმზომელო სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლე გიორგი ოგანეზოვის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.