საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88484

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 აგვისტოს განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის თვიური ბიულეტენების განყოფილების გამგე ალექსანდრე პლატონის ძე ლოილისი შტატების შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლ დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე იხსენებს განვლილ 6 თვეს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და ქართველ ხალხს კვლავ შრომისკენ, ბრძოლისა და ერთიანობისკენ მოუწოდებს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 აგვისტოს განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის მეტეოროლოგიური სადგურების ინსპექტორი ანტონ ადოლფის ძე სინელშიკოვი შტატების შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკმა პარიზის პოლიტიკური კომისიის წევრებს შეატყობინა, რომ საქართველოში ხალხი დამშეული იყო, გლეხობა ქართველი ბოლშევიკების ბატონობას შეურიგდა, დაიწყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრების დაკავება, ბოლშევიკები კი ოსმალეთთან დასაპირისპირებლად ჯარს ამზადებდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 მაისს ნოე ხომერიკი სწერს თავმჯდომარე ნოე რამიშვილს და სთხოვს, მოიპოვოს პუნქტის აგების უფლება ტრაპიზონში, ან რიზეში და ატყობინებს, რომ ქართველმა მოვაჭრეებმა დაადგინეს საბჭოთა საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1 მარტის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ გამოქვეყნდა გიორგი წინამძღვრიშვილის სტატია ვაზის მოვლა-პატრონობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

ამიერკავკასიის სეიმის სამშვიდობო მოლაპარაკების დელეგაციის ტრაპიზონში გამგზავრება გადაიდო 1918 წლის 17 თებერვლისთვის რუსეთის სამშვიდობო დელეგაციის მდივნის კარახინისგან მიღებული ტელეგრამის გამო, რომელშიც იტყობინებოდა, რომ ბრესტ-ლიტოვსკში ხელი მოეწერებოდა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ბათუმი, ყარსი და არდაგანი თურქეთს გადაეცემოდა. დელეგაცია იძულებული იყო თბილისში მოეცადა. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს მეურნეობის გამგედ ლ. ა. შოტნიევი დანიშნა. შოტნიევთან ერთად მასთან მომსახურე პირებიც დაინიშნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა დაადგინა, რომ თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიეღოთ პოლიტიკური პარტიების მდივნებს: გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძეს (ვეშაპელს), ა. ბ. პეპინოვს, სამსონ ფირცხალავასა და რ. ტერ-მინასიანს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს თარჯიმნად ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე დანიშნა. ღამბაშიძის გარდა კიდევ ორი თარჯიმანი დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმსა და თურქეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დროს საქმეთა მმართველად მ. გ. თუმანოვი დაინიშნა, ხოლო მის თანაშემწეებად – რ. ს. მიქელაძე და გ. ა. ნანეიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს ვაჭრობისა და მრეწველობის უწყების წარმომადგენლად ლ. ს. ქიქოძე დანიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს ფინანსური უწყების წარმომადგენლად მ. ა. ბუნიატიანი დანიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს სამხედრო უწყების წარმომადგენლებად დანიშნა: გენერალ-მაიორი ვ. ა. ლევანდოვსკი, პოლკოვნიკი სიმონ სპირიდონის ძე ესაძე, კაპიტანი პრიტომანოვი და სხვ. სულ 10 ადამიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების წევრებად დანიშნა: გ. ბ. აბაშიძე, მ. გ. გაჯინსკი, ი. ბ. გაიდაროვი, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, რ. ი. კაჩაზნუნი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, მ. ი. მეხტიევი, ხ. ბ. ხას-მამედოვი, ა. ი. ხატისოვი და ა. ა. შეიხ-ულ-ისლამოვი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი და საქმეთამმართველი მ. თუმანოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობის“ საშუალებით სამკითხველოს გამგე დ. ორაგველიძემ მადლობა გადაუხადა მოქალაქე მ. დემინს, რომელმაც საგანგებო ბატალიონის წიგნსაცავ-სამკითხველოს 3300 წიგნი შესწირა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების მინისტრმა ნოე ხომერიკმა თბილისის კულტურულ-ტექნიკური სასწავლებლის ინსპექტორად ვ. ფალავანდიშვილი დანიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 7 აგვისტოს მეთამბაქოეთა პროფ. კავშირის ინიციატივით ბათუმში გაემგზავრება 120 მუშა ბათუმის ოლქის საქართველოსთან შემოერთების გამო მისასალმებლად. მათთან ერთად – თბილისის პროფ. კავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხელაძე და სხვ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 აგვისტოს იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე სენატის პროკურორ ანტონ გელაზარაშვილთან ერთად თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორი გუგუშვილს უგზავნის წერილს, რომლშიც  სთხოვს, სასწრაფოდ მივიდეს სერ ჯონ ტილთან და გადასცეს, რომ  საქართველოს სჭირდება რეალური დახმარება ფინანსურად და იარაღით. როგორც გეგეჭკორი ამბობს, ლოიდ ჯორჯი პირადად დაპირდა მას დახმარებას და ნება მისცა, მისი სახელთ ეს ეცნობებინა საქართველოს მთავრობისათვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი სწერს საქართველოს წარმომადგენელს ლონდონში, რომ საჩქაროდ მოელაპარაკოს ინგლისის მთავრობას, პრემიერმინისტრ ლოიდ ჯორჯს ან ჯონ ტილს მაინც, რადგან ნოტაში მიწერილი საკითხის მოგვარება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 24 მარტს ივლიანე გვადის ძე გაბუნიას უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგის წოდება მიენიჭა.