საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88484

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს თბილისში მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ატყობინებს რაუფ-ბეისთან შეხვედრის დროს ერევნის გუბერნიასთან დაკავშირებით წარმოშობილ პრობლემებს. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ მეუღლე დარია ნესტორის ასული ტყემალაძე შვილები: გალაქტიონი, კლავდიოზი, მიტროფანე და ირაკლი ტყემალაძეები იუწყებიან მამის დეკანოზ აბესალომ ტყემალაძის გარდაცვალების შესახებ და ამცნობენ ნათესავებს პანაშვიდის შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 იანვარს დაგეგმილი იყო ახალი მწერალთა კავშირის მეექვსე სხდომა, რომელზეც ალი არსენიშვილი წაიკითხავდა მოხსენებას ალექსანდრ ბლოკის შესახებ, სიტყვით გამოვიდოდნენ: გრიგოლ რობაქიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ევგენი დვალის გარდაცვალების ცნობა.

1922

ტიპი: ღონისძიება

ილია ზდანევიჩი უძღვებოდა პარიზში არსებული პოეტების პალატის რუსულ განყოფილებას.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ინჟინერი გიორგი სფეტანეს ძე მოსეშვილი იუწყება მისი მეუღლის, ვერა ალექსის ასული მოსეშვილის გარდაცვალების შესახებ. ამცნობს მის ნაცნობებს და ნათესავებს პანაშვიდისა და დაკრძალვის ადგილისა და დროის შეახებ.

1922

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ მზადდებოდა ჟურნალ „ხომალდის“ მეორე ნომერი, რომელშიც შევიდოდა ალექსანდრე აბაშელის, სოლომონ თავაძის, ხარიტონ ვარდოშვილის, ვარლამ რუხაძის, ლეო ქიაჩელის და გიორგი ქუჩიშვილის ლექსები.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ნიკო ლორთქიფანიძემ, ქუთაისის რაბისის თავმჯდომარემ, კრებული გამოსცა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვრის „ბარრიკადის“ ცნობით ტერენტი გრანელი გამოსაცემად ამზადებდა ლექსების კრებულს „სულიდან საფლავები“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გამართულ ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომაზე (თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი) განიხილეს ტერიტორიული საკითხები. მონაწილეობდნენ დელეგაციის წევრები და მდივნები, მათ გარდა: გ. ვ. აბაშიძე, მეხტიევი და ი. ბ. გაიდაროვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გაიმართა ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი და განიხილებოდა ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შიეხ-ულ-ისლამოვი და ისურვა გარკვევა ტერიტორიების ჩამოცილების საკითხის დასმისას რითი ხელმძღვანელობდა თურქეთი – ციხესიმაგრეების ჩამოშორების სურვილით, თუ მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის საკითხით ამ მხარეებში. შედგა ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი, საქმეთამმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრ. ვეშაპიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გამართული ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი. სხდომაზე განიხილეს ტერიტორიული საკითხები. სიტყვით გამოვიდა მ. გ. გაჯინსკი, რომელმაც წამოჭრა სადავო ციხესიმაგრეების საკითხი. შედგა ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი, საქმეთ ამმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრიგოლ ვეშაპიძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 6 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პარიზში მიმავალი სერგეი სუდეიკინი თბილისის რკინიგზამდე მიაცილეს ალი არსენიშვილმა და ნინო მაყაშვილმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გაიმართა ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი და განიხილებოდა ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ა. ი. ხატისოვი. მან აღნიშნა, რომ ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები არ უნდა დათმონ და სომხეთის ავტონომიის საკითხიც პრივილეგირებული უნდა იყოს. შედგა ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი, საქმეთამმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრ. ვეშაპიძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ლადო გუდიაშვილსა და სერგეი სუდეიკინს „ქიმერიონის“ მოხატვისას მოუვიდათ უთანხმოება, როდესაც გუდიაშვილმა სუდეიკინი მემარჯვენე მხატვრად მოიხსენია.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ტიციან ტაბიძემ სტატიაში „ქიმერიონი“ აღწერა ბენია ჩხიკვიშვილის დამსახურება ქართული თეატრისა და ხელოვნების განვითარებაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გაიმართა ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი და განიხილებოდა ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ხ. ბ. ხას-მამედოვი და მოსახლეობის ნების გამოხატვის საუკეთესო გზად პლებისციტი მიიჩნია. შედგა ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი, საქმეთამმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრ. ვეშაპიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 სექტემბერს საფრანგეთის კომისარმა დე-მარტელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ნოტით აცნობა, რომ საფრანგეთის კომისრის მოვალეობის შესრულებას დროებით საფრანგეთის კონსულ ბ. ნეტტემანს ანდობდა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 11 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ საგანგებო რაზმის წევრებმა გაშინბეკოვის სახლში დაიჭირეს დავით ლორთქიფანიძე, რომელსაც ბრალად ედებოდა ახალციხისა და თბილისის ხაზინებიდან ყალბი საბუთებით 907 850 მან. გატანა ვითომ ასპინძის პოლკის საჭიროებისთვის. მან დანაშაული აღიარა და ციხეში ჩასვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გაიმართა ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი და განიხილებოდა ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გ. ვეშაპელი, რომელმაც მოიშველია ბრესტის ხელშეკრულება სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით. შედგა ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი, საქმეთამმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრ. ვეშაპიძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

„ერთობაში“ დუშეთის სამაზრო ერობის გამგეობა ერობათა საყურადღებოდ აცხადებს, რომ ცენტრალური სტატისტიკური კომიტეტის სტატისტიკოსის, მიხეილ კეზელის სამსახურში მიღება სასურველი არ იყო, რადგან ის 1920 წლის 28 აგვისტოს უმოქმედობისა და უუნარობისთვის დაითხოვეს სამსახურიდან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გაიმართა ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი და განიხილებოდა ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მ. გ. გაჯინსკი და აღნიშნა, რომ ოტომანთა დელეგაცია მოითხოვს, უარი ითქვას ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქებზე; მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი არსებითი მოლაპარაკება თურქეთთან. შედგა ოქმი,  რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი, საქმეთამმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრ. ვეშაპიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სოფელ წილკანში გიორგი ლაფანაშვილს შეხვდნენ მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე, მჭადიჯვრის აღმასკომის თავმჯდომარე სანდრო კახუაშვილი, გრემისხევის აღმასკომის თავმჯდომარე ვლადიმერ ბუზალაძე, ძალისის სოფლის კომისარი ფედრო ფხაკაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გამართულ ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომაზე, რომლის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი, განიხილეს ტერიტორიული საკითხები. რ. ი. კაჩაზნუნი და არ დაეთანხმა ტერიტორიების დათმობას. შედგა ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს თავმჯდომარე ა. ჩხენკელმა, საქმეთამმართველმა მ. თუმანოვმა და მდივანმა გრიგოლ ვეშაპიძემ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გამართულ ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომაზე განიხილეს ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი გვაზავა, რომელმაც მხარი დაუჭირა სომხეთის თვითგამორკვევას. კრების ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა, საქმეთა მმართველმა მ. თუმანოვმა, მდივანმა გრიგოლ ვეშაპიძემ.