რეგისტრირებული ფაქტები80922
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ცსკ-ის პლენუმის გადაწყვეტილებით სსრკ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ფელიქს ძერჟინსკის სიკვდილის შემდეგ მის მაგივრად ვალერიან კუიბიშევი დაინიშნა.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ვოლხოვსტროის სამუშაოების უფროსი ინჟინერი იყო გ. ო. გრაფიტო, ხოლო მისი მოადგილე – ვ. გ. ჯიქია.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის ნოემბერში საქართველოს საოლქო სასამართლომ ბრალდებულ ევგენი გერასიმეს ძე პაჭკორიასა და ჯიტო (აკაკი) ქარდავას მიუსაჯა დახვრეტა შეიარაღებული ძარცვის გამო.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 11 ნოემბერს სამხედრო ტრიბუნალს ვლადიმერ იაკობის ძე პეტრაშევსკის საქმე უნდა განეხილა. მას ბრალად ედებოდა აფერისტობა, ყალბი საბუთების შედგენა და სხვ. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კოჯრის სატყეო ტრესტის საწყობის გამგე ბურდულს ბრალად ედებოდა 1200 მანეთის გაფლანგვა, რაც არ დადასტურდა.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კოჯრის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე შალამბერიძეს, გამგეობის წევრებს სურმავასა და გოგელიას, ასევე ბუღალტერ კანკავა-„ფარულავას" ბრალად ედებოდათ სახელმწიფო ქონების მითვისება და დიდი ოდენობით საქონლის ნისიად გაცემა.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის ნოემბერში სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმასკომის ბიუროს პრეზიდიუმის წევრმა სავლე ბრეგვაძემ კალმისტარი და სამელნე უმიზეზოდ ესროლა ბიუროს თანამშრომელს. თანამშრომლები მის დასჯას მოითხოვდნენ.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს კ. სალუქვაძის რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთ „კომუნისტის“ 2-კვირეული დამატება „ახალგაზეთი“ – საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული ყოფილ მენშევიკთა შორის მომუშავე განყოფილების ორგანო.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის კომუნისტში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პასუხად მენშევიკურ დონ კიხოტებს", რომელშიც ავტორი ამტკიცებდა, რომ მენშევიკები პოლიტიკურ-იდეოლოგიურად გაკოტრდნენ. სწორედ ამ დროს ბათუმში საბჭოთა ხელისუფლებამ დაიჭირა კ.სალუქვაძე, არალეგალურად ჩამოსული ემიგრაციის დავალებით, მენშევიკური პროპაგანდის მიზნით. მის შესახებ პარიზში ნოე რამიშვილმა თავის ჟურნალში დაწერა: „ბოლშევიკებმა დაატუსაღეს ბრძოლაში გამობრძმედილი ცნობილი სოციალ-დემოკრატი და რევოლუციონერი კ. სალუქვაძე (კოწია)”. მაგრამ იმ დროისათვის სალუქვაძე უკვე ცნობდა ბოლშევიკურ ხელისუფლებას და დიდი ბრძოლა გააჩაღა პროლეტარიატის დიქტატურის დასაცავად, რის გამოც რამიშვილმა განაცხადა: „სალუქვაძე ჩაეფლო ღრმა წუმპეში, გატყდა, დაეცა. საერთოდაც, ის არასდროს ყოფილა დიდი რევოლუციონერი", მისი თქმით, პარტიის გაჭირვების ჟამს, ყოველთვის განზე იდგა.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის 15 ნოემბერს მოსკოვში ჩავიდნენ ავღანეთის სრულუფლებიანი მინისტრი სსრკ-ში მირზა მუჰამედ-ხანი, ავღანეთის არმიის შტაბის უფროსი მუჰამედ ომარ-ხანი და სამხედრო ატაშე ალი ამბერ-ხანი.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის 19 ნოემბერს სსრკ-ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ვოიკოვმა პოლონეთის ელჩს საპასუხო ნოტა გადასცა.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს სმიგლა, ბოგოლეპოვი და გრინკო საგანგებო კომისიის პრეზიდიუმის წევრებად დაამტკიცეს.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წლის 24 ნოემბერს, დილის 4 საათზე, გულის უკმარისობით გარდაიცვალა სსრკ ცაკ-ის წევრი, ინგლისში სსრკ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ლეონიდ ბორისის ძე კრასინი.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის, ეპიფანე კვანტალიანის ადგილას დაინიშნა ლავრენტი ბერია, ხოლო კვანტალიანი ამიერკავკასიის სსრკ-ის ფოსტა-ტელეგრაფის რწმუნებულად გადაიყვანეს.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ს. აღამალი ოღლი კავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.