საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87089

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 მაისს გალინა ის. ას. ქოჩიაშვილის თაოსნობით ს. სიქთარვაში მოწვეული იქნა ადგილობრივ ქალთა კრება, რომლის მიზანი იყო სოფლის ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს გ. გოჩიაშვილის ასული, მდივნად პატული შანიძის ასული, ასევე წევრები: მაჭავარიანისა, სირინო ვერულაშვილისა, ანა ცხადაძისა, ანა დევიძისა, ვერა კახიძისა, პეპელა ჯუღელისა, თათანა ამაშუკელი, თამარა პატარიძე, ნუცა შოთაძე, პისიტია კვატაია, მარო აბჟანაძე. ერთი ხმით გადაწყდა კრებაზე მამაკაცთა დაშვება. სიტყვა წარმოთქვეს: იონა მაჭავარიანმა, დავით ვახტანგის ძე კახიძემ, მოწაფემ – მირდატ გოჩიაშვილმა და მასწავლებელმა – მიხა გოჩიაშვილმა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 25 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N7 „სიქვარველი მანდილოსნის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა წერილი „სოფ. სიქთარვა“ (ზემო იმერეთი), რომელშიც ავტორი მიმოიხილავს ადგილობრივ ქალთა კრებას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 25 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N7 გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „ჩვენი გაზეთი“ ნინო ნადირაძე წერს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“, როგორც ქალების მიერ დაარსებული და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი პერიოდული გამოცემის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 25 მაისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N7-ის ცნობით, პორუჩიკმა სამსონ კონსტანტინეს ძე ბოლქვაძემ გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ ერთი წლით გამოუწერა საჯავახოს უფასო სამკითხველოს.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისთვის გიმნაზიის დაწყებითი კლასების მაღალ განყოფილებაში ირიცხებოდა 1 იტალიელი მოსწავლე, რაც 2,9%-ს შეადგენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისთვის გიმნაზიის დაწყებითი კლასების მაღალ განყოფილებაში ირიცხებოდა 1 გერმანელი მოსწავლე, რაც 2,9%-ს შეადგენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღის მაღალ განყოფილებაში ირიცხებოდა 2 გერმანელი ბავშვი, რაც 6,9%-ს შეადგენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისთვის გიმნაზიის დაწყებითი კლასების მაღალ განყოფილებაში ირიცხებოდა 1 პოლონელი ბავშვი, რაც 2,9%-ს შეადგენდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 25 მაისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N7 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ქ. ქუთაისი, 25 მაისი“ ქალთა საკითხებზე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მდგომარეობასა და მათ უფლებებზე.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-1920 სასწავლო წლისთვის გიმნაზიის დაწყებითი კლასების მაღალ განყოფილებაში ირიცხებოდა 1 ესტონელი ბავშვი, რაც 2,9%-ს შეადგენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისთვის გიმნაზიის დაწყებითი კლასების დაბალ განყოფილებაში ირიცხებოდა 3 ესტონელი ბავშვი, რაც 9,4%-ს შეადგენდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 25 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N7 დაიბეჭდა ჯაფარ ფაშას პუბლიკაცია ქალთა საკითხებზე, რომელშიც ავტორი განიხილავს ქალთა ემანსიპაციის საკითხს.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღის დაბალ განყოფილებაში ირიცხებოდა 2 ესტონელი ბავშვი, რაც 7,1%-ს შეადგენდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 25 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ დაიბეჭდა ქრისტინა დგებუაძის ლექსი „ჩემს ამხანაგ ქალებს“.