საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89882

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მომარაგების სამინისტროს მთ. რწმუნებულმა ქუთათელაძემ სამინისტროს შეატყობინა, რომ შემსყიდველებს დამზადებული აბრეშუმი სოხუმიდან, ოჩამჩირიდან, ფოთიდან და ბათუმიდან კონსტანტინეპოლით გააქვთ და ითხოვს, სათანადო ნებართვის გარეშე აბრეშუმის რკინიგზით გადატანა აიკრძალოს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანის ბარათი ამერიკის ახლო აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარის, პოლკოვნიკ ჰასკელის მიმართ, რომელშიც მას მთავრობის სახელით მადლობას უხდის გაწეული მუშაობისთვის.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლად პოლონეთში დაინიშნა ნაფიცი ვექილი სიდამონ-ერისთავი, პირველ მრჩევლად კი – ვლადიმერ ბაქრაძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილია განცხადება, რომ მექარხნე დავით კალანდაძის კანტორა (ვაგზლის ქ.N5) ყიდულობს მინის ჭურჭელს კონიაკისა და არყისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობაში“ დაბეჭდილი ნიკო გურულის ინფორმაციით, რკინიგზის მუშებისგან შედგენილმა მომღერალთა გუნდმა ბ. შარაბიძის ლოტბარობით 1920 წლის 13 ივლისს ხაშურის მუშათა კლუბში გამართა კონცერტი, რომელსაც დიდძალი ხალხი დაესწრო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ივლისს ხაშურის მუშათა კლუბში გ. ხუნდაძე მოხსენებით გამოვიდა საბჭოთა რუსეთის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვიქტორ ნოზაძის წერილი ლონდონიდან „ბრიტანეთის მუშათა პარტიის წლიური კონფერენცია“ (ომისა და ზავის საკითხი).

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 28 ივლისს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ს. ავალიანის თავმჯდომარეობით გაიმართა ფინანსთა მინისტრის საბჭოს სხდომა. საბჭომ მიიღო „კავკასიის სასოფლო-სამეურნეო სამრეწველო“ სააქციონერო საზოგადოების წესდება. საზოგადოების მიზანია, მცხოვრებთ იარაღები მიაწოდოს მიწის დასამუშავებლად.