რეგისტრირებული ფაქტები88533
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს შავი ქვის მრეწველთა საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ჭიათურაში გიორგი ზდანოვიჩის სახელობის სახალხო სახლის აგება იყო დაგეგმილი. ხარჯი ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოს“ უნდა დაეფარა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივლისს თბილისში დაბრუნდა სიფლის მეურნეობისა და სახელმწიფო მამულების ინსპექტორი ეგოროვი, რომელმაც დაათვალიერა წინანდლისა და მუკუზანის რაიონები. მან განაცხადა, რომ ამ რაიონების ვენახებში წვიმის გამო ვაზის ავადმყოფობა უფრო კერძო მესაკუთრეთა ვენახებში გავრცელდა, სახელმწიფო ვენახები ველისციხესა და კარდანახში დაუზიანებელი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ივლისს ბათუმიდან დაბრუნდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის დირექტორი სიმონ გეგელაშვილი და ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორი სიმონ ჯაფარიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 მაისის გაზ. „ერთობის“ ცნობით, მიწათმოქმედების სამინისტროს თხოვნით, სამთო სამმართველომ მადნეული წყლების გამოსაკვლევად ინჟინერი და მკვლევარი დ. კონიუშევსკი კახეთში გაგზავნა. ამის შემდეგ კომისია ბორჯომ-აბასთუმანსა და ახალციხე-ახალქალაქში გაიგზავებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივლისს შრომის სამინისტრომ შუამდგომლობა აღძრა მთავრობის წინაშე, მუშათა ორგანიზაციების საჭიროებისთვის ქუთაისში რიჟინაშვილის უძრავი ქონების გადაცემის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის ივლისში თბილისს ეწვივნენ იტალიისა და ბელგიის მსხვილ სამრეწველო ფირმათა წარმომადგენლები: იტალიის სამთო უწყების მრჩეველი ფრანსუა როდრიგერი და სამთო ინჟინერი ფლავიო როდრიგე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივლისს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი დაბრუნდა დასავლეთ საქართველოდან. მან მოიარა ჭიათურა, ზესტაფონი, ქუთაისი, ტყიბული, ხონი, მარტვილი და სამტრედია, სადაც წაიკითხა მოხსენებები საქართველოსა და ამიერკავკასიის საერთაშორისო მდგომარეობაზე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 ივნისს სოფელ ახალსაყდარში (ოზურგეთის მაზრა) ახალგაზრდა რევოლუციონერი სიმონ ივანეს ძე გუჯაბიძე დაკრძალეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივლისს, საღამოს 9 სთ-ზე, მეორე ქართულ კლუბში, პლეხანოვის ქ. N129-ში, უნდა გამართულიყო საოჯახო საღამო-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ სოფიო გაბაშიძე, გილბერტისა, რისსი, ბ. ბ. ვენაძე, თარხან-მოურავი და ჭუმბურიძე, როიალთან – ჟანა ფალიაშვილი.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 25 ივლისს ბაქოში ბოლშევიკების მიერ მოკლულ თომა კონსტანტინეს ძე ალანიას პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში გადაუხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 18 ივლისს ახალშენ ეკატერინფელდში მოვალეობის აღსრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა ბორჩალოს მაზრის რეზერვის უფროსი მილიციონერი მიხეილ (მიშა) ჯანიაშვილი. იგი გორის მაზრის სოფელ სასირეთიდან იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ოქტომბერს შავი ქვის მრეწველთა საბჭომ გამოაცხადა კონკურსი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ზდანოვიჩის სახელობის სახალხო სახლის საესკიზო პროექტის შედგენაზე.
1949
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1949 წლის 2 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს ირაკლი ბაგრატიონის ორი მისამართი გაუგზავნა: S. A. R. Principe Irakly de Bagration Serrano 154, Madrid, L'Espagne. / S. A. R. Principe Irakli de Bagration Palacio de la Infanta Santillana del Mar (Santander) L'Espagne.
1949
ტიპი: პირადი ურთიერთობა
ირაკლი ბაგრატიონის მიერ შალვა მაღლაკელიძისადმი მიწერილი წერილით ირკვევა, რომ ირაკლი ბაგრატიონს 1949 წელს შვილიშვილი შეეძინა.
1949
ტიპი: ღონისძიება
1949 წელს მადრიდიდან ირაკლი ბაგრატიონმა რომში შალვა მაღლაკელიძეს მისწერა, რომ სამეფო ოჯახების შესახებ სტატიის დაწერას აპირებდა.

