რეგისტრირებული ფაქტები90064
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის სექტემბრისათვის, როდესაც წყდებოდა ქართული სამხედრო კორპუსის ჩამოყალიბების საკითხი, საქართველოში თავი მოიყარეს რუსეთის ფრონტებიდან ჩამოსულმა გამოცდილმა მხედართმთავრებმა, მათ შორის იყვნენ გენერლები: ილია ოდიშელიძე, ვასილ გაბაშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, იმნაძე, იოსებ გედევანიშვილი და სხვ. მათ ბევრად ჩამორჩებოდა იმხანად პოლკოვნიკის ჩინის მქონე სტეფანე ახმეტელი, თუმცა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოს ჯარის მეთაურად სწორედ ის დანიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ფრონტზე მიიღეს ბრძანება, რომ ვისაც სურდა, შეეძლო სამშობლოში დაბრუნება ეროვნული სამხედრო ნაწილების შესაქმნელად, გიორგი მაზნიაშვილი 60-მდე ქართველ ოფიცერთან ერთად დასავლეთის ფრონტიდან თბილისში დაბრუნდა.
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ ხანებში მთავრობას მიუმართავს დავით ჭავჭავაძისათვის თხოვნით, ცხენოსანი ჯარი შეექმნა, მაგრამ მას საკუთარი პირობები წამოუყენებია, ალექსანდრე სულხანიშვილის თქმით, (ინფორმაცია არაზუსტია) ის მოითხოვდა სამი ბრიგადის ჩამოყალიბების უფლებასა და სრულ უფლებამოსილების მიღებას მტკიცე დისციპლინის შესატანად ჯარში. რის გამოც მთავრობა არ დათანხმდა. ცოტა დროის გასვლის შემდეგ კვლავ მიმართა მთავროიბამ თხოვნით, სასწრაფოდ შეექმნა ცხენოსანთა ჯარი, მაგრამ ჭავჭავაძე უარზე იდგა, ასეთ მოკლე ხანში, მტერი რომ კარს არის მომდგარი ვერ მოვასწრებ ჩამოყალიბებასო. ნოე ჟორდანიას მიუმართავს : გვიშველე თავადო, სამშობლო განსაცდელშია. თქვენც ისევე უნდა დაგვეხმაროთ ამ გაჭირვების ჟამს ,როგორც თქვენს მამა- პაპას უბრძოლია ქვეყნისათვისო.
ტიპი: თანამდებობა
გენერალი დავით ჭავჭავაძე ერთ- ერთი სახელგანთქმული კავალერისტი იყო რუსეთის არმიის ცხენოსან ჯარში. პირველი მსოფლიო ომის პირველ წლებში ნიკოლოზ მეორემ დართო მას ნება ჩამოეყალიბებინა ქართველ ცხენოსანთა ათასეული, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მეფემ ქართული ჯარის შექმნა ინება თავის არმიაში.ამ ნაწილში, რომელსაც ქართველ ცხენოსანთა პირველი ათასეული უწოდეს დავით ჭავჭავაძე დანიშნეს უფროსად და მიანიჭეს უფლება ყველა ნაწილიდან გამოეწვია ქართველი ოფიცრები ამ ათასეულისათვის. მასთან იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილიც.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სოფელ ალის მახლობლად დაბანაკებული სამხედრო ნაწილის უფროსმა, პოლკოვნიკმა შენგელიამ ალექსანდრე სულხანიშვილი 12 კაცის თანხლებით რუსი ჯარისკაცების ადგილსამყოფლის გასარკვევად გაუშვა. გზაში შეტაკება მოხდა. ქართველებიდან იბრძოდნენ ალექსანდრე სულხანიშვილი, გუნცაძე და კიდევ ერთი ჯარისკაცი. ბრძოლიდან გაქცეულ ჯარისკაცებს შენგელიამ საყვედური გამოუცხადა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში გზათა დეპარტამენტის დირექტორის, ბესარიონ ჭიჭინაძის განკარგულებით შექმნილი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორს, ივანე ჯავახიშვილს, ისტორიკოს სარგის კაკაბაძესა და ეთნოგრაფ პავლე ინგოროყვას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა ემუშავა გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბესარიონ ჭიჭინაძის ახალ განკარგულებაზე, სადგურებს ბაქოს მიმართულებით დარქმეოდა ქართული სახელები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სომხეთის მთავრობის დავალებით თბილისში ჩამოვიდა სომხეთის პარლამენტის წევრი, მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი. მისი მიზანი იყო გენერალ უილიამ ჰასკელთან მოლაპარაკება, რომ იგი დახმარებოდა სომხეთისთვის ფქვილის მიცემის საკითხში. ხატისოვი ჩავიდა ბათუმშიც.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდნენ ქიზიყელები, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს მთავრობასთან ერთად დაეცვათ ზაქათალას ოლქი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 20 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა განცხადება: „მე, ნიკო შარამზანის ძე აბრამიშვილი, ს. თიანეთის მცხოვრები, ცალხელი (მარჯვენა დაკარგული მსოფლიო ომში), საყოველთაოდ ვაცხადებ, რომ მსურს მეორე, ჩემი მარცხენა ხელი და სიცოცხლე შევწირო ჩემს ძვირფას სამშობლოს და ვთხოვ სამხედრო სამინისტროს მიმიწვიოს სამსახურში“.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 19 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამთო სამმართველოს სინჯების შემმოწმებელმა განყოფილებამ ყალბი სინჯები აღმოაჩინა, რის შესახებაც საგანგებო რაზმს აცნობა. შეიპყრეს ოქრომჭედლები: ბაღდასაროვი და კარაპეტოვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში რაჟდენ არსენიძე სამუშაო ვიზიტით გორის მაზრასა და ქუთაისის გუბერნიაში გაემგზავრა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ექიმმა მიხეილ ზანდუკელმა „წითელ ჯვარში“ სამსახურს თავი დაანება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში ქართულ კლუბში პირველად დაიდგა პიესა „ქალის ცხოვრება“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ალექსანდრე მაისურაძის მომღერალთა გუნდი და აზიური ორკესტრი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ნავთიჭალაში სამთო მადნეულის გამოსაკვლევად გაიგზავნა მკვლევართა ჯგუფი ინჟინერ იოსებ ყიფშიძის მეთაურობით.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საღამოს 6 საათზე რკინიგზის საავადმყოფოდან ფრონტზე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გამოასვენეს. დაკრძალვას დამფუძნებელი კრების წევრები ესწრებოდნენ. პროცესიას სიტყვით მიმართეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ სიმონ გურგენის ძე მდივანმა და ქალაქ თბილისის თავმა ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს კონსტანტინე ბერეკაშვილი კახეთში გაჩენილი ვენახების ახალი სენის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებს ეძებდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
მიწათმოქმედების სამინისტრომ კახეთში თავის წარმომადგენლად კონსტანტინე ბერეკაშვილი დანიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სოფელ კულაშში გაიმართა მიტინგი, რომელსაც ალექსანდრე ლომთათიძეც დაესწრო. მომიტინგეებმა მთავრობას თავდაცვის საქმეში ყოველგვარი დახმარება აღუთქვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
მთავრობის თავმჯდომარემ სენაკის სახალხო გვარდიელებისა და ტყიბულის მაღაროელებისაგან მიიღო დეპეშა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ისინი დაიცავდნენ დედასამშობლოს.

