რეგისტრირებული ფაქტები86171
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წლის სექტემბერში საბჭოთა მთავრობამ აკუშელი ძმები, ზვიად და ადადა ბაბუას ძე ლიქოკელები დააპატიმრა.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 23-26 სექტემბერს განჯაში სამხედრო სასამართლომ განიხილა ყარა მაჰმედ-ოღლის საქმე, რომელსაც ბრალდებოდა ქურდობა და მკვლელობა. ამ საქმის გამო დაჰკითხეს 50 მოწმე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და ჩამოხრჩობა მიუსაჯა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 28 სექტემბერს ბაღდადის საზოგადოებამ გამოსათხოვარი სადილი გაუმართა გამომძიებელ პ. ბ. კიზირიას, რომელიც სურამში მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე გადაიყვანეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს სამეურნეო საზოგადოების საბჭომ განიხილა პურის ვაჭრობის მოწესრიგების საკითხი. ამისთვის შეიქმნა კომისია, რომლის წევრები იყვნენ: ი. ი. კარაპეტოვი, ა. ა. ედიგაროვი, დ. ნ. ნიკიტინი. ა. გ. სოგომონოვი, გ. ა. ბაგრატიონ-დავითიშვილი, ნ. ს. ფრიდონოვი, გ. ა. ოთაროვი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წელს შალვა ისაკის ძე ნუცუბიძე რუსეთის სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ცენტრალი საბჭოს წევრად აირჩიეს.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის წევრი გრიგოლ მეთოდეს ძე ჩიკვაიძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის წევრი ალექსანდრე იასონის ძე იოსელიანი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის წევრი მარო ალექსის ასული დვალი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის წევრი მიხეილ ელიზბარის ძე ელიავა თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს ეროვნული პარტიის წევრი გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპელი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს ეროვნული პარტიის წევრი დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს ეროვნული პარტიის წევრი შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს ეროვნული პარტიის წევრი რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს ეროვნული პარტიის წევრი მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს ეროვნული პარტიის წევრი დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის წევრი აკაკი მელენტის ძე ტუსკია თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის წევრი ფილიმონ გიორგიოს ძე მაღლაძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თბილისში ჩამოვიდა თერგის ოლქის უფროსის თანაშემწე, გენერალ-მაიორი პისარევი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 2 ოქტომბერს თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში დამხმარე საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე კომიისის თავმჯდომარემ, ნ. ი. თამამშევმა უარი თქვა დაკავებულ თანამდებობაზე, მის მაგივრად პირველი გიმნაზიის ინსპექტორი პ. ა. კუმსკოი აირჩიეს
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლომ განიხილა სიღნაღის მცხოვრებ მიხეილ რომანოზის ძე ყაზაროვის საქმე, რომელიც 1894-1897 წლებში კომისიონერად მუშაობდა მოსკოვის სავაჭრო ფირმაში „კ. ს. პოპოვისა და ოდესისა-მ. ი. გოდზვილინსკისა".
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 1-ელ ოქტომბერს მცხეთაში უბედური შემთხვევა მოხდა: ქართველთა გამომცემელი ამხანაგობის სტამბის ასოთამწყობი კანდაბაროვი თბილისში მიმავალი მატარებლიდან გადმოვარდა და მეორე მატარებლის ქვეშ მოჰყვა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ტრამვაის გზების მეთვალყურე კომისიამ გადაწყვიტა ბეითლებთან ერთად დაეთვალიერებინა უსახელო საზოგადოების ცხენები და გაეგო, რამდენად გამოსადეგი იყვნენ ვაგონების სატარებლად. ამ გადაწყვეტილების განხორციელება კომისიამ მიანდო კომისიის წევრ ნ. გრიქუროვს.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის წევრი კარპეზ ფარნაოზის ძე ბარათაშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.