საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86162

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცელში“ კესარია გიორგის ასული და იოსებ როსტომის ძე ტატიშვილები მადლობას უხდიან ყველა იმ პირს, რომელთაც გაიზიარეს მათი მწუხარება შვილის, ლეო ტატიშვილის გარდაცვალების გამო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლში“ ეკატერინა კონსტანტინეს ასული ნაკაშიძე მადლობას უხდის ნათესავებს და მეგობრებს, რომელთაც გაიზიარეს მისი მწუხარება მეუღლის, ტიფო ნაკაშიძის გარდაცვალების გამო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვლადიმერ გაბრიელის ძე მაყაშვილის სახელზე ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკო ფაღავა მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა და გარდაიცვალა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ანდრია როცენს მატარებელმა გადაუარა და ორივე ფეხი მოწყვიტა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სიმონ ამირაღოვმა ძვირფსეულობის დაგარგვის გამო ეჭვი მოსამსახურე ვალერიან ქორიძეზე მიიტანა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იბრაჰიმ ქერბალაი მამედი ოთხმა შეარაღებულმა კაცმა მოკლა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 თებერვლის „ცნობის ფურცლში“ ელისაბედ დიმიტრის ასული ნათიშვილისა მეუღლის, ილია ბარამის ძის გარდაცვალებას იუწყებოდა. დაკრძალვა 26 თებერვალს, კუკიის სასაფლაოზე გაიმართებოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ს. გ. დუკელსკიმ სადგურზე, არმიანცის სახლში სატეხნიკო კანტორა გახსნა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რუსეთის ელჩი პავლე ლესარი პეკინში გარდაიცვალა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კუტლერი რუსეთის ფინანსთა მინისტრის თანაშემწე იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის სტატია „მშაკის რედაქტორს“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 დეკემბრის „დროებაში“ სერგეი მესხის ფელტონი „მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 დეკემბრის „დროებაში“ ა. კავთელის სტატია „სოფ. საგარეჯო“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 25 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ილია ალხაზიშვილი ახალციხეში აფთიაქის გახსნას აპირებდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 25 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელტონი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 30 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქუთაისის ქალაქის თავად აირჩიეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 დეკემბრის „დროებაში“ სოლომონ ასლანიშვილის სტატია „აჭარლები რად გვიფრთხებიან“ დაიბეჭდა.

1936

ტიპი: ნასამართლეობა

1936 წლის შემოდგომაზე საბჭოთა მთავრობამ აპარეკა გიორგის ძე ლიქოკელი ცრუ ბრალდებით დააპატიმრა.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს ხევსურეთში საბჭოთა ხელისუფლების დავალებით შედგენილი სიის მიხედვით, ბაბუკა ლიქოკელი ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობის მონაწილე იყო.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს გიორგი გაგას ძე ლიქოკელმა ხევსურეთში კონტრრევოლუციური შეთქმულების მონაწილეთა სია შეადგინა.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს ხევსურეთში საბჭოთა ხელისუფლების დავალებით შედგენილი სიის მიხედვით, ბაძია მგელას ძე ლიქოკელი ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობის მონაწილე იყო.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს ხევსურეთში საბჭოთა ხელისუფლების დავალებით შედგენილი სიის მიხედვით, ხახონი თაძიას ძე ლიქოკელი ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობის მონაწილე იყო.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს ხევსურეთში საბჭოთა ხელისუფლების დავალებით შედგენილი სიის მიხედვით, ბაბუკა ლიქოკელი ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობის მონაწილე იყო.