საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72064

ტიპი: ღონისძიება

გიგო შარაშიძეს უთხრეს, რომ გრიშა გიორგაძემ დაწერა წიგნი „რუსიფიკატორი ეპიზკოპოზი“. გიგო შარაშიძის ვარაუდით, ეს იქნებოდა გაბრიელ ქიქოძის შესახებ შურიძიების მიზნით დაწერილი და მან შალვა შარაშიძეს სთხოვა სიმართლე გაერკვია და გრიშა გიორგაძე სიცრუეში ემხილებინა.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გოგი ქარცივაძე სწავლობდა სააღმშენებლო ინსტიტუში საკონსტრუქციორო დარგზე, სადაც გადაიყვანეს გიგული წულუკიძის დახმარებით.

ტიპი: ღონისძიება

კონსერვატრიაში გაიმართა გრიგოლ ცეცხლაძის საღამო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ: პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე. ლექსები წაიკითხეს: ტიციან ტაბიძემ, ვალერიან გაფრინდაშვილმა, პაოლო იაშვილმა, ლიდი მეუნარგიამ, შალვა კარმელმა, რ. გოგოხიამ და გრიგოლ ცეცხლაძემ.

ტიპი: ღონისძიება

შალვა აფხაიძემ თარგმა რობერტ ლუის სტივენსონის ლექსები.

ტიპი: ღონისძიება

დოსტოევსკის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავ საღამოზე სიტყით გამოვიდნენ: სერგეი რაფალოვიჩი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი და გრიგოლ რობაქიძე.

ტიპი: ღონისძიება

ანდრია ბოროზნინი, თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის მუსიკის მასწავლებელი, ოპერაციისთვის ფულად დახმარებას ითხოვდა. განათლების სამინისტრომ იმავე გიმნაზიის დირექტორს ნება დართო გიმნაზიის სპეციალური თანხიდან მისთვის სამკურნალოდ 300 მანეთი მიეცათ.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნოე ცინცაძე პარიზში მაწონს ამზადებდა და დღეში დაახლოებით 2000 ქილას ყიდდა.

ტიპი: ღონისძიება

რაჟდენ აბულაძე წერს, რომ კომიტეტმა შეიწყნარა შუამდგომლობა და სათანადო მიწერილობით, რომელიც თხოვნასთან ერთად არის წარმოდგენილი, აუწყეს დამტკიცება, მაგრამ მთავარი გამგე არ დაკმაყოფილდა და მისგან ეცნო უარი წინადადებით, რომ შეძინა წოდება.

ტიპი: ავტორობა

1920 წელს გამოვიდა ევ. ნიკოლაძის „საქართველოს ისტორია“ (გამომც. „მერანი“. ქუთაისი) – სახელმძღვანელო საშ. სასწავლებლის VI კლასის მოწაფეთათვის.

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც სპირიდონ გაბელაშვილს ჩაეთვალა სახელმწიფო სამსახურში ყველა ნამსახური წლები.

ტიპი: ღონისძიება

მიხეილ კანკავამ ,,მაფალუუს'' პოლიტიკური ხასიათი უარყო და განაცხადა, რომ ჯგუფის სახელი იყო - სამეგრელოს კულტურის მოყვარე ჯგუფი ,,მაფალუუ''.

ტიპი: ღონისძიება

მიხეილ კანკავა შეუთანხმდა ფოთის ჯგუფს, რომ მათ ექნებოდათ მხოლოდ კულტურული მიზნები. ხსენებული წესდების პროექტის საბოლოო რედაქცია მიენდო თბილისში მიმავალ პედაგოგს სერგო დანელიას, რომელსაც შემდეგ ეს პროექტი უნდა დაესტამბა ერთ-ერთ გაზეთში.

ტიპი: ღონისძიება

ფოთსა და სენაკში სამეგრელოს კულტურის მოყვარე ჯგუფების დაარსებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოების ფართო წრეებში. ეს მითქმა-მოთქმა განსაკუთრებით გაძლიერდა მიხეილ კანკავას სიტყვის შემდეგ იონა მეუნარგიას დასაფლავების დროს. საზოგადოებამ ,,მაფალუუს'' დაარსება მიიღო თავზარდამცემ ამბად, თითქოს დაიბადა მეგრული სეპარატიზმიო. სწორედ ამ გულისტკივილმა აღაშფოთა და აიძულა შალვა ჩოჩია თავისი სახელით გაზეთში გამოექვეყნებინა წერილი სათაურით ,,სამეგრელოს ავტონომისტები!''. ის რომელიმე პიროვნებისადმი პირადი ინტერესებით არ სარგებლობდა.

ტიპი: ღონისძიება

სასამრთლომ გადაწყვიტა, რომ ფოთსა და სენაკში დაარსებულ ჯგუფებთან დაკავშირებული ყველა მასალა გადაეცა ქ. თბილისში ქართული ისტორიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოებისათვის.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვლადიმერ სამსონის ძე გაჩეჩილაძე დაქორწინდა მარი ნიკოლოზის ასულ ამაშუკელზე. ჰყავდათ ვაჟი - რევაზი. ცოლ-შვილი ორივე მართლმადიდებელი სარწმუნოების იყო.

ტიპი: პირადი ურთიერთობა

შალვა მაღლაკელიძეს იმედი ჰქონდა, რომ იურიდიული პრაქტიკა ადვოკატად მუშაობაში გამოადგებოდა.

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ჯუღელი საზოგადოების სხვა პირებთან ერთად მისულა პირველი რაიონის მეთვალყურესთან, სვირის მაღალ დაწყებითი სასწავლებლის გამგის ადგილის დაკავებასთან დაკავშირებით. გაუგიათ რა ეს სვირის მასწავლებლებს, ჭურაძის წასვლისთანავე მიუწვევიათ კრება, წარუდგენიათ აკაკი გველესიანის კანდიდატურა, მაგრამ გაუშავებიათ.

ტიპი: ღონისძიება

აკაკი გველესიანი არჩევნების უსამართლოდ ჩატარებას საზოგადოების დაწიხვლად და პირად შეურაცხყოფად თვლიდა, მით უმეტეს, რომ არჩეული კანდიდატი მასზე ბევრად მაღალი არ უნდა ყოფილიყო ზენზით.

ტიპი: ღონისძიება

შალვა მიქელაძე მკურნალობდა შალვა შარაშიძეს.

ტიპი: განათლება

1918 წელს სახელმწიფოს ხარჯით უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად წასვლას ითხოვდნენ შემდეგი ახალგაზრდები: 1.სერგი ბესარიონის ძე ჯანაშია, 2.გერონტი პლატონის ძე ბერძულიშვილი, 3.როსტომ პავლეს ძე ყიფიანი, 4.ივანე ოტიას ძე ურუშაძე, 5.ამბერკი ნიკოლოზის ძე ჟორჟოლიანი, 6.იპოლიტე ალექსის ძე კიკაბიძე, 7.ტარიელ გიორგის ძე ხერხეულიძე, 8.დავით ვასილის ძე ნაცვლიშვილი, 9.ნიკოლოზ მიხეილის ძე ჩხატარაშვილი, 10.ნიკოლოზ მიხეილის ძე კურდღელაშვილი, 11.ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ნიჟარაძე, 12.ვახტანგ კარანაძე, 13.ანდრო ლილოს ძე გაგუა, 14.არტემ ფელიქსის ძე ფანცულაია, 15.ბაქარი სოლომონის ძე ბიწკინაშვილი, 16.გიორგი ალექსანდრეს ძე ჭიკაძე, 17.შალვა გაბრიელის ძე გულისაშვილი, 18.ელენე ალექსანდრეს ასული ამირანაშვილი, 19.ნინო გრიგოლის ასული გრძელიშვილი, 20.ელენე თომას ასული თათრიშვილი, 21.ალექსი დიმიტრის ძე უსტიაშვილი, 22.მიხეილ ივანეს ძე დავითაშვილი, 23.გრიგოლ სიმონის ძე ჭუმბურიძე.

პირები
სერგი ბესარიონის ძე ჯანაშია გერონტი პლატონის ძე ბერძულიშვილი როსტომ პავლეს ძე ყიფიანი ივანე ოტიას ძე ურუშაძე ამბერკი ნიკოლოზის ძე ჟოჟოლიანი იპოლიტე ალექსის ძე კიკაბიძე ტარიელ გიორგის ძე ხერხეულიძე დავით ვასილის ძე ნაცვლიშვილი ნიკოლოზ მიხეილის ძე ჩხატარაშვილი ნიკოლოზ მიხეილის ძე კურდღელაშვილი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ნიჟარაძე ვახტანგ კარანაძე ანდრო ლილოს ძე გაგუა არტემ ფელიქსის ძე ფანცულაია ბაქარ სოლომონის ძე ბიწკინაშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე ჭიკაძე შალვა გაბრიელის ძე გულისაშვილი ელენე ალექსანდრეს ასული ამირანაშვილი ნინო გრიგოლის ასული გრძელიშვილი ელენე თომას ასული თათრიშვილი ალექსი დიმიტრის ძე უსტიაშვილი მიხეილ ივანეს ძე დავითაშვილი გრიგოლ სიმონის ძე ჭუმბურიძე
წყარო

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 დეკემბერს გაიხსნა პირველი ოსური გიმნაზია ცხინვალში, რომლის პედაგოგები იყვნენ:1.ზაქრო ნიკოლოზის ძე ვანეევი, კიევის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ისტორია -გეოგრაფია, ბუნებისმეტყველება. 2.ალექსანდრე გრიგოლის ძე ძასოხოვი, მოისმინა ტომსკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კურსები, მათემატიკა, ფრანგული. 3.მარიამ დიმიტრის ასული ჯაფარიძე, დაამთავრა გიმნაზიის 4 კლასი, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. 4. ივანე იტიაკოვი, სამუსიკო სასწავლებლის კურსდამთავრებული, მუსიკა, 5.ანასტასია ნესტორის ასული გაგლოევა, უფროსი განყოფილება. 6.ვასილ ნიკოლოზის ძე კარსანოვი, ხარკოვის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მუშაობდა სასწავლებლის ექიმად.

ტიპი: ღონისძიება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1913 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მარიამ ვარდოსანიძის, მელანია გველესიანისა და ელისაბედ ტყეშელაშვილის თაოსნობითა და ქუთათურ მანდილოსანთა დახმარებით ქალაქის ბაღში გამართულმა ტრადიციულმა საჯარო სეირნობამ, იაფი ვაჭრობითა და გასართობებით, საზოგადოებას შესძინა 1355 მან. და 68 კაპ.

ტიპი: ღონისძიება

ლაიფციგში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტმა დავით ღამბაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ლაიფციგში იყო აღმოსავლეთის მწიგნობრობის მაღაზია, რომელსაც კავშირი ჰქონდა იმ ევროპელ პროფესორებთან, აღმოსავლეთის ლიტერატურას რომ იკვლევდნენ. ღამბაშიძის ცნობით, იმ პერიოდში ბევრმა მეცნიერიმა დაიწყო ქართული ენის შესწავლა, ამიტომ მაღაზიამ ქართული განყოფილება გახსნა. ღამბაშიძემ საზოგადოების გამგეობას მაღაზიის კატალოგი გაუგზავნა და მისწერა, რომ მან მაღაზიის თანამშრომლებს საზოგადოებასთან დაკავშირება ურჩია, თვითონ კი მზად იყო შუამდგომლობისთვის.