რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში, სემინარიაში სოციალისტურ მოძრაობას უფრო დაბალი კლასის მოსწავლეები აღვივებდნენ, მაღალი კლასისანი კი − არ ერეოდნენ და თავს უფრთხილდებოდნენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში თედო სახოკიას თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, სოციალისტური მოძრაობის წევრებში დიდი მოწონებით სარგებლობდა აგრონომია.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს თბილისის სასულიერო სემინარიიდან დათხოვნის შემდეგ, თედო სახოკია განათლებასთან დაკავშირებით რჩევების მისაღებად ძველ სოციალისტთან, მასწავლებელთან და საზოგადო მოღვაწესთან, ანთიმოზ ჯუღელთან მივიდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ვალერიან გუნიამ დასადგმელად დაიწუნა დუტუ მეგრელის დრამა „ძიძიშვილი“.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს დუტუ მეგრელმა თავისი დრამა „ძიძიშვილი“ ვალერიან გუნიას გაუგზავნა თბილისში.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს კოტე მესხს მოეწონა დუტუ მეგრელის კომედია „ეშმაკების ბუდე“, მაგრამ დასადგმელად დაიწუნა ნაკლები მოქმედების გამო.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს დუტუ მეგრელმა თავისი კომედია „ეშმაკების ბუდე“ გადასცა დასაბეჭდად კრებულში „ცდა“.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს დიმირტი ჟლობა ბათუმში პირველი შეუძღვა რუსეთის წითელი არმიის შენაერთებს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 მარტს, გენერალ გიორგი კვინიტაძის მიერ ბათუმის დატოვების შემდეგ, ქართული სამხედრო შენაერთები, მათ შორის ბათუმში დისლოცირებული ბატალიონიც, მეთაურის გარეშე დარჩნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის დასაწყისში თურქეთის მთავრობამ ბოლშევიკებთან ურთიერთობის გასარკვევად მოსკოვში მიმავალ დელეგაციას, რომლის ხელმძღვანელი იყო ალი ფუატ ჯებესოი, არტაანისა და ბათუმის სანჯაყების თურქეთის საზღვრებში მოქცევა დაავალა ყარსის სანჯაყის მსგავსად.

