საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19333

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში მასწავლებელი გერასიმე იმნაიშვილი ითხოვდა მთავრობისგან გაუქმებული დღესასწაულების (ნინოობა, გიორგობა, მცხეთობა, ალავერდობა და სხვა) აღდგენას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მასწავლებელ გერასიმე იმნაიშვილის წერილი საშუალო სასწავლებლების მასწავლებელთა კონფერენციის თავმჯდომარის მიმართ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვარს, კვირას, დილის 12 საათზე ივანე გომართელი წაიკითხავდა მოხსენებას თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ 30 წლის იუბილეზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვარს, კვირას, დილის 12 საათზე, თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ 30 წლის იუბილეზე იდგმებოდა ვალერიან გუნიას მიერ გადმოკეთებული სამმოქმედებიანი საბავშვო პიესა „მზეხა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორდმა კერზონმა განაცხადა, რომ მისი აზრით, შეუძლებელი იყო ზღვიდან ზღვამდე დიდი სომხეთის შექმნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების „ოთარაანთ ქვრივის“ გაგრძელება.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ადოლფ ალექსანდრეს ძე რემერტს თავის მოხსენებაში გაურჩევია სასამართლო-სამედიცინო პროცესი, რომელიც ქალიშვილის მოტაცებასა და გაუპატიურებას ეხებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ტატიშვილმა შეადგინა ქართულად „კანვაზედ საკერი ანბანი“, რომელშიც სხვადასხვა ზომის ქართული ასოები იყო გამოყვანილი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭა დავით ჯანოევის განცხადება, რომ გაზეთში დაბეჭდილი ყოველი ცნობა თუ შენიშვნა სურამის შესახებ არ იგზავნებოდა მის მიერ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ ნათარგნი ვიტორიო ბერსეციოს მოთხრობა „დიაბოლინა“ .

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტორიო ბერსეციოს მოთხრობის „დიაბოლინა“ მეორე ნაწილი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „ქართველი სპარსეთში“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ე. ი. აბელმა კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინა თავისი მოხსენება ფოთლის ყუნწის ფხვნილის სარგებლობაზე.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Новое Время”-ს ცნობით, კავკასიის მთავარმართებელმა ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვმა სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს სთხოვა, ამიერკავკასიაში დაეარსებინათ რამდენიმე სკოლა, რომლებშიც ახალგაზრდები მევენახეობასა და მეღვინეობას ისწავლიდნენ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას სამედიცინო ტოპოგრაფიის, კლიმატოლოგიისა და სტატისტიკის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო სამუშაო. კერძოდ, ნ. ვ. პერევერზევს – მლაშე მინერალური წყლების გახსნის თაობაზე, ხოლო ი. ი. კანევსკის – ბუმსკის მინერალური წყლების ადგილმდებარეობაზე.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-ის ცნობით, ა. მ. ფინკელშტეინს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის წარუდგენია მოხსენება ყვავილის ლიმფის შენახვის საკითხის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ი. ი. მალინინს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის წარუდგენია მოხსენება თუთუნის მავნებლობის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ვ. ა. მილიოტის კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის წარუდგენია მოხსენება, რომელიც ეხებოდა სამედიცინო საზოგადოებასა და დაჭრილ და დაავადებულ ჯარისკაცებზე მზრუნველ საზოგადოებას შორის კომუნიკაციის აუცილებლობას.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ი. ი. კიკინმა კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინა თავისი მოხსენება, რომელიც ეხებოდა ქალაქ ფოთში კავკასიის მე-19-ე ბატალიონის ლაზარეთში გამოვლენილი თვალის ჩირქოვანი ანთების შემთხვევებს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წინაშე მოხსენებით გამოსულა მ. ს. ვოიტკევიჩი. მოხსენების თემა ყოფილა პათოლგიური თირკმელი.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წინაშე მოხსენებით გამოსულა ს. ო. მრევლოვი. მოხსენების თემა ყოფილა: ღვიძლის წყლული.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას პათოლოგიისა და თერაპიის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო კვლევები. კერძოდ, ვ. ა. მილიოტის – დიოპტრული ორგანოსკოპიისა და სომატოსკოპიის შესახებ, ვ. ი. პრისელკოვს – ნაწლავის კატარის შესახებ ბავშვებში, მასვე ეკუთვნოდა კვლევა, რომელიც ეხებოდა შარდის ბუშტის გასკდომის შემთხვევებს, ე. ი. კრასნოგლიადოვს – ვირთევზას ცხიმის სარგებლობის შესახებ ფსიქიკური დაავადებების დროს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წინაშე მოხსენებით გამოსულა გავრილ ბოგდანის ძე ტერ-ასატუროვი. მოხსენების თემა ყოფილა: სიმსივნეები გულ-მკერდის წინა ნაწილში.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ვ. ი. პრისელკოვს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის წარუდგენია რეფერატი პარაზიტოლოგიის საკითხების შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ვ. მ. კარპოვიჩმა კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინა მოხსენება, რომელიც ეხებოდა მეძავებისთვის პირადი ექიმების ყოლას.