საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86185

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით ივანე ჟორჟოლაძე დააპატიმრა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს როფოსი კევლიშვილი აჯანყებაში მონაწილეობდა იარაღით ხელში.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, როფოსი კევლიშვილი იყო წერა-კითხვის მცოდნე.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, როფოსი კევლიშვილი იყო გლეხი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს როფოსი კევლიშვილი ჭიათურაში ცხოვრობდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით როფოსი კევლიშვილი დააპატიმრა.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ალექსანდრე სილაგაძე იყო წერა-კითხვის მცოდნე.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ალექსანდრე სილაგაძე იყო უპარტიო.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ალექსანდრე სილაგაძე იყო გლეხი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ალექსანდრე სილაგაძე აჯანყებაში მონაწილეობდა იარაღით.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ალექსანდრე სილაგაძე ლეჩხუმის მაზრაში ცხოვრობდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ალექსანდრე სილაგაძე მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით ალექსანდრე სილაგაძე დააპატიმრა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 4 ოქტომბერს ელისაბედის ქუჩის მცხოვრებ ელისაბედ ჩხეიძეს მოსამსახურე ვასილ გორიანოვმა მოჰპარა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ შეგროვებული თანხა, 200 მანეთზე მეტი.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 5 ოქტომბერს ფინანსთა მინისტრის ამხანაგის, ვ. ი. კოვალევსკის მოღვაწეობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საბჭომ მას მისალოცი წერილი გაუგზავნა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 5 ოქტომბერს პოლიციის მე-10 ნაწილში პოლიციელმა ქუჩაში ნახა 2 კვირის ჩვილი მდედრობითი სქესისა. მას მიმაგრებული ჰქონდა ბარათი წარწერით: „ვასილ ივანეს ძე ზალცევსკი, გთხოვთ ბავშვი გადასცეთ მის უსინდისო მამას“.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს მღვდელი მ. მათიკაშვილი ქუთაისის დედათა გიმნაზიის ქართულის მასწავლებლად დაინიშნა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქის ვაჭრებმა ექვთიმე გულაზოვი თბილისის ობოლთა სასამართლოს წევრად აირჩიეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ობოლთა სასამართლოს წევრად არჩეული ექვთიმე გულაზოვი დროის უქონლობის გამო უარს აცხადებდა თანამდებობის დაკავებაზე.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ობოლთა სასამართლოს წევრებად აირჩიეს აივაზოვი და სვიმონ კ. არუთინოვი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ობოლთა სასამართლოს წევრად არჩეული აივაზოვი და სვიმონ კ. არუთინოვი სამსახურის ფიცის მიღების მიუხედავად უარს აცხადებდნენ მუშაობაზე.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 15 ოქტომბერს მიწათმოქმედების მინისტრ ა. ს. ერმოლოვს ესტუმრნენ ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეი და სოკოლოვი.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტიის წევრი ერასტი ილარიონის ძე ტოროტაძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტიის წევრი ესტატე გიორგის ძე ავალიშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.