რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, ჩრდილოეთ კავკასიაში ახლად შექმნილი ორგანიზაცია წმინდა ნაციონალური ხასიათის იყო, რაზეც ნათლად მეტყველებდა მისი სამოქმედო პროგრამა.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ ევგენი გეგეჭკორისადმი მიწერილ წერილში იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმში საქართველოს მდგომარეობის შესახებ აღწერა, რუსეთის მიერ საქარველოს დაპყრობის შემდეგ, როგორი თანაგრძნობით ეპყრობოდნენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ქვეყნიდან წასულ საქართველოს მოქალაქეებს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922-1923 წლებში ევგენი გეგეჭკორმა მოკავშირე სახელმწიფოთა უმაღლეს საბჭოში გაგზავნა საქართველოს ანექსიის საკითხებზე დოკუმენტების სია ფრანგულ ენაზე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25-30 აგვისტოს ევგენი გეგეჭკორსა და ეროვნებათა საბჭოს გენერალურ მდივან ერიკ დრიუმონს შორის გაიმართა მიმოწერა ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1920 წლის 7 მაისს საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების დარღვევისა და მისი ტერიტორიის ოკუპაციის შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ევგენი გეგეჭკორმა პარიზიდან საქართველოში დაბრუნების წინ გააკეთა განცხადება ევროპის ქვეყნების მიერ საქართველოს დე-იურედ აღიარებასთან დაკავშირებით.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს გიორგი ქუჩუკაშვილმა განჯაში გუბერნატორის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს გიორგი ქუჩუკაშვილმა განჯაში ახალი სამსახურის პოვნის შემდეგ ოჯახი და ძმა, შიო დროებით ყვარელში დატოვა დეკანოზ ხუციშვილთან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორმა წერილით მიმართა ინგლისის მისიის მეთაურ პოლკოვნიკ ჯორდანს სომხეთ-საქართველოს ომის ლიკვიდაციაში დახმარების გაწევის თხოვნით.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-იან წლებში გიორგი ქუჩუკაშვილი ძმის წითელათი დაავადების გამო გაკა ჭანკვეტაძის სახლში გადავიდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან დუელში გამოიწვია გრიგოლ პალმი.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-იან წლებში წითელათი დაავადებული შიო მღვიმელი თავისთან საცხოვრებლად გადაიყვანა სოლიკო ჩახტაურის დიდედამ და გამოჯანმრთელებამდე ზრუნავდა მასზე.
1870
ტიპი: მფლობელობა
1870-იან წლებში სოფელ შილდის სკოლა სოლიკო ჩახტაურის კუთვნილ შენობაში იყო განლაგებული.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი ურჩევდა ივანე გომართელს, მოეკითხა გრიქუროვის მაღაზიაში მისი თხზულების „მრევლში“ სომხური თარგმანი, რომელსაც თან ახლდა მწერლის მოკლე ავტობიოგრაფია, ან მოენახა მთარგმნელი ყაზარ კარაპეტიანცი, ვინც ერთ წამში უთარგმნიდა ხსენებულ ავტობიოგრაფიას, თუ კი თხზულება მაღაზიაში აღარ მოიპოვებოდა.

