რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს თედო სახოკია თბილისის სასულიერო სემინარიის პანსიონში თავისი ხარჯით ცხოვრობდა, შიო დედაბრიშვილი კი – სამღვდელოების.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში ბინა, რომელსაც თედო სახოკია მიხა ცხაკაიასთან ერთად ქირაობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, ეგრეთ წოდებული „ნომრების“ ერთ ოთახს წარმოადგენდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში მიხა ცხაკაიას მამა, გრიგოლი, უკიდურესად ღარიბი იყო და ვერ უგზავნიდა შვილს ფულს თბილისში.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს სოსო ლაღიაშვილი დღიურის ჩამორთმევის შემდეგ სემინარიიდან გარიცხეს, ხოლო მის დღიურში ნახსენები მოსწავლეები კი სემინარიის პანსიონის გარეშე დატოვეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, სემინარიის ინსპექტორმა იაკობ სტეფანოვმა სოსო ლაღიაშვილისთვის ჩამოართვა დღიური, სადაც დაგმობილი იყო სემინარიის ხელმძღვანელთა მტრული დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ და მათ მიერ სემინარიაში დამყარებული სასტიკი რეჟიმი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს სემინარიის ინსპექტორმა იაკობ სტეფანოვმა, თედო სახოკიას ბინაში პფეიფერის „კოოპერაცია“ აღმოჩენის შემდეგ იგი არასაიმედოობაში დაადანაშაულა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავა მისივე თხოვნით თბილისის სახბანკში საბანკო ოპერაციების გასაცნობად მიავლინეს.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავამ თხოვნით მიმართა ფინანსთა მინისტრს, მიევლინათ იგი თბილისის სახბანკის კანტორაში საბანკო ოპერაციების გასაცნობად.

