რეგისტრირებული ფაქტები90061
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე 14 თებერვალს რუსეთში საკვების გარეშე დარჩენილი ხალხის დასახმარებლად სოფელ ბაკურციხეში გამართული მეჯლისის შესახებ წერდა.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის მომრიგებელ შუამავალ ივანე მაჭავარიანს კოლეგიის მრჩევლის წოდება მიენიჭა.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე მაჭავარიანი ზუგდიდის მაზრის მომრიგებელი შუამავალი იყო.
1940
ტიპი: ორგანიზაცია
1940 წელს მარიამ ბარათაშვილი გახდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი.
1974
ტიპი: გარდაცვალება
კონსტანტინე მეძველია გარდაიცვალა 1974 წლის 4 იანვარს. დაკრძალულია ქუთაისის მწვანეყვავილას პანთეონში.
1965
ტიპი: თანამდებობა
1965-1973 წლებში კონსტანტინე მეძველია ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი იყო.
1940
ტიპი: თანამდებობა
1940 წლიდან კონსტანტინე მეძველია ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი იყო.
1930
ტიპი: თანამდებობა
1930 წლიდან კონსტანტინე მეძველია თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ლიტერატურის კათედრის ასისტენტი იყო.
1941
ტიპი: ორგანიზაცია
1941 წელს კონსტანტინე მეძველია მიიღეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რიგებში.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს კონსტანტინე მეძველიამ დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

