რეგისტრირებული ფაქტები90061
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს, ქართლში მასწავლებლად მუშაობის პერიოდში, თედო სახოკიამ დაიწყო მასალების შეგროვება "ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანის" და "ქართული ანდაზების" გამოსაცემად.
1943
ტიპი: თანამდებობა
1943-1950 წლებში სოლომონ ხუციშვილი მუშაობდა ბარათაშვილის ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგედ.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წლის მარტში სოლომონ ხუციშვილმა საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „ავქსენტი ცაგარელის დრამატურგია”.
1938
ტიპი: ღონისძიება
1938 წლიდან სოლომონ ხუციშვილი ლექციებს კითხულობდა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 მაისს, 11 საათზე, გაიმართა იმერეთის თავად-აზნაურთა კრება. გუბერნიის მარშალმა სვიმონ წერეთელმა წაიკითხა რამდენიმე დეპუტატის საჩივარი საკრებულოს ამომრჩეველთა სიიდან მათი უკანონოდ გარიცხვის შესახებ. კრების გადაწყვეტილებით მომჩივანნი ამომრჩეველთა სიაში აღადგინეს.
1964
ტიპი: გარდაცვალება
მიხეილ ჯაფარიძე გარდაიცვალა 1964 წლის 6 მაისს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927-1933 წლებში მიხეილ ჯაფარიძე იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი და რეჟისორი.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
მიხეილ ვიქტორის ძე ჯაფარიძე დაიბადა 1906 წლის 3 მარტს ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში.
1970
ტიპი: ღონისძიება
1970 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა კლავდია დევდარიანის პიესა „დღეს ჩვენ ვფიქრობთ ბარათაშვილზე”.

