საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90068

1906

ტიპი: ღონისძიება

1906-16 წლებში კლიმენტი ჩიქვანის თაოსნობით ჭელიშის მონასტრისთვის შეიძინეს ფუტკარი და ამ დარგის შესასწავლად მონასტერში მეფუტკრეობის შემსწავლელი კურსები გახსნეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს პავლე ჯაფარიძემ შიომღვიმის მონასტერში დაიწყო მოღვაწეობა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1904 წლებში იოანე შანიძე შემოქმედის მონასტერში მოღვაწეობდა.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წლის 14 სექტემბერს შემოქმედის მონასტრის წინამძღვარმა იოანე შანიძე ბერად აღურთხა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომლებმა – თ. დ. ლოდაძისამ, ა. დ. სადკოვმა, ლ. გამცემლიძემ, ა. მურაჟკომ, ვ. დავიდოვმა, ბ. ბეჟანოვისამ და სხვ. – ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ათ-ათი შაური შესწირეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს მღვდელ-მონაზონი იოანე შანიძე ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობის აღმასრულებლად დანიშნეს.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851 წელს დაბადებულმა კლიმენტი ჩიქვანმა საეკლესიო განათლება საირმის მონასტერში მიიღო.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს დაბადებულმა პავლე ჯაფარიძემ პირველდაწყებითი განათლება ჭიათურის საქალაქო სასწავლებელში მიიღო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ღვინიაშვილის წერილი „თეატრის აღსადგენად შემოწირულობა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „როგორი თეატრი შეგვფერის და როგორ ავაშენოთ?“.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917-18 წლებში, იოანე შანიძის ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, მასობრივად დაიწყეს მონასტრისთვის მიწების მიტაცება.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს მღვდელ-მონაზონი ზაბულონი (ზაქარია თომას ძე ჩინჩალაძე) ჭელიშის მონასტერში მოღვაწეობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 10 თებერვალს პავლე ჯაფარიძე შიომღვიმის მონასტერში ბერად აღიკვეცა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 19 თებარვალს პავლე ჯაფარიძე შიომღვიმის მონასტერში ბერ დიაკვნად აკურთხეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888-1906 წლებში სვანეთში ყოფნის დროს იღუმენმა კლიმენტიმ უფასოდ აღზარდა 35-მდე მოსწავლე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს კლიმენტი ჩიქვანმა ჭელიშის მონასტრის საკუთრებაში არსებული სამი სახლი შეაკეთა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილი სათეატრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბეგლარ ახოსპირელის ლექსი „რა ვუყოთ?“.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 21 თებერვალს პავლე ჯაფარიძე შიომღვიმის მონასტერში მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ სოლომონის ძე მჭედლიშვილის ლექსი „ბელგიური მელოდიები“.