საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90068

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია კარგარეთელის სტატია „ქვეყნის მანათობელნი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ მეგრელიშვილის ლექსი „ნაწყვეტი“.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888-1906 წლებში კლიმენტი ჩიქვანი სვანეთში ლენჯერის ეკლესიაში მოღვაწეობდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის ლექსი „კახეთი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ირაკლი დიდიძის თხზულება „სამშობლოში“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე აკაკი წერეთელი და ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილი სათეატრო კომისიის საპატიო თავმჯდომარეებად აირჩიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „ორი დრო“.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს იოანე შანიძე ბერ-დიაკვნად და მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ერთაწმინდელის თხზულება „განჰქრენ წუთნი...“

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს ახალი კლუბის შენობაში გიორგი ჟურულის თავმჯდომარეობით გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე რომანოზ დიმიტრის ძე ბებიაშვილი კრების მდივნად აირჩიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე კონსტანტინე აფხაზი სათეატრო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ IX ნაწილი.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წლიდან ჭელიშის მონასტრის წინამძღვრების გარდაცვალების დროს ან ცუდად ყოფნისას ალექსი იესეს ძე კანდელაკი წინამძღვრის მოვალეობას ასრულებდა.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871-72 წლებში ნიკიფორე კანდელაკი გელათის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობის აღმასრულებელი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომლებმა მ. ი. კობიევისამ, ა. თამარაშვილმა, ბ. ბ. სემიონოვმა, ჩერეპკოვმა, დავიდოვისამ, კ. ს. ღვინიაშვილმა და სხვ. ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას თითო მანეთი შესწირეს.

1820

ტიპი: განათლება

1820 წელს დაბადებულმა დანიელ ახვლედიანმა საღვთო წერილი, წერვა და გალობა ლეჩხუმში შეისწავლა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888-1906 წლებში სვანეთში ყოფნის დროს კლიმენტი ჩიქვანი ლენჯერის სკოლას მატერიალურად დაეხმარა.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860 წლის 8 მარტს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით ნიკიფორე კანდელაკი მონაზვნად აკურთხეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს გრიგოლ ჩხაიძე კაცხის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს სვანეთის ეკლესიაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის კლიმენტი ჩიქვანი იღუმენად აკურთხეს.