რეგისტრირებული ფაქტები90108
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1887
ტიპი: თანამდებობა
1887-1902 წლებში ბესარიონ სვიმონის ძე ვაშაკიძე ღანირის წმ. გიორგის (ძველი) ეკლესიის მღვდელი იყო.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წელს ნესტორ ივანეს ძე გალდავა ღანირის წმ. გიორგის (ძველი) ეკლესიის მღვდელი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს ნესტორ ივანეს ძე გალდავა ღანირის წმ. გიორგის (ძველი) ეკლესიის მღვდელი იყო.
1815
ტიპი: თანამდებობა
1815-30 წლებში მღვდელ-მონაზონი გრიგოლ (რუხაძე) ქორეისუბნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1825
ტიპი: გარდაცვალება
1825 წლის 20 ივლისს ქორეისუბნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი სვიმონ რუხაძე გარდაიცვალა.
1830
ტიპი: გარდაცვალება
1830 წლის 3 აგვისტოს ქორეისუბნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელ-მონაზონი გრიგოლ (რუხაძე) გარდაიცვალა.
1842
ტიპი: თანამდებობა
1842 წელს იოანე გაბრიელის ძე შანიძე ქორეისუბნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1845
ტიპი: თანამდებობა
1845 წელს თომა იოვანეს ძე კოპალეიშვილი ქორეისუბნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ალექსანდრე სლოვინსკი კავკასიის სამოსწავლო ოლქის ინსპექტორად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი ე. ლ. ვედენეევი მიხეილის რკინიგზის სასწავლებლის მზრუნველად დაამტკიცეს.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს კუკიაზე ადამ ადამიძის თაოსნობით დაიდგა: „მათიკო“, „არსენა“, „ბაიყუში“, „ცოლი ვიყიდო თუ ფული“, „უმანკო პატარძალი“, „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგი“, „ადვოკატი მელაძე“ და სხვა. ეს წრეც მალე დაიშალა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 29 იანვრის „დროების“ ცნობით, ვასილ პეტრიაშვილი ოდესის უნივერიტეტის ქიმიის პროფესორად აირჩიეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 31 იანვრის „დროების“ ცნობით, ივანე კუვშინსკისთან სასწავლებელში გარდაცვლილი ქუთათელაძის მამა ამბის გასარკვევად მივიდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 31 იანვრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძეს ძველი ქართული წიგნების სიის დაბეჭდვა სურდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 31 იანვრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შეგროვილი და გამოცემული ქართული ხალხური სიმღერების კრებული შაური ღირდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 5 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ეპისკოპოსმა 500 მანეთი გაიღო ქართული საეკლესიო გალობის ნოტების დასაწერად.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 22 იანვრის „დროების“ ცნობით, ციციშვილი სამეგრელოში სიმინდის საყიდლად ჩავიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 სექტემბერს გორის მაზრის თავადაზნაურობამ სადილი გაუმართა გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის ყოფილ დირექტორ ალექსანდრე სლოვინსკის.

