რეგისტრირებული ფაქტები90108
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 აგვისტოს „დროების“ ცნობით, არქიმანდრიტ მაკარ მატათაშვილს ნეველის ორდენი გადასცეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბათუმში მომრიგებელ მოსამართლედ ს. გუსონი დანიშნეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ივანე ვახრამოვი ფოთის საპატიმროთა მზრუნველობის განყოფილების დირექტორად დანიშნეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ერისთავი ბათუმის საპატიმროთა მზრუნველობის განყოფილების დირექტორად დანიშნეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 აგვისტოს „დროების“ ცნობით, აპოლონ ვედენსკი სოხუმის საპატიმროთა მზრუნველობის განყოფილების დირექტორად დანიშნეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ივანე ფორაქიშვილისა და ზაქარია სარაჯიშვილის მაღაზიებში პურის არაყი იყიდებოდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს, იაკიმოვის ქალაქის გამგეობის მდივნად დანიშვნის შემდეგ, ქალაქის თვითმმართველობის სამდივნოს სამუშაო ასე განაწილდა: სტეფანე ჭრელაშვილი საბჭოს ყველა მომამზადებელი კომისიის მდივანი იყო და იაკიმოვი – საბჭოს აღმასრულებელი კომისიებისა.
1817
ტიპი: თანამდებობა
1817-56 წლებში გაბრიელ მათეს ძე ცაგარეიშვილი ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1851
ტიპი: თანამდებობა
1851-87 წლებში ლუკა იოანეს ძე ჩომახიძე ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: გარდაცვალება
1901 წლის 26 სექტემბერს ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი ლუკა იოანეს ძე ჩომახიძე გარდაიცვალა.

